x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
გზა,რომელსაც ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე მივყავართ.
imageსარწმუნოება, რელიგია რთული, მძიმე და თავისებურად სპეციფიკური
თემაა. ის იმდენად სუფთა, იმდენად მძიმე და ამავე დროს იმდენად მსუბუქია, მისი ბოლომდე
შეცნობა ცოდვილი ადამიანისთვის რთულია, მაგრამ არა მიუღწეველი.



image

გზა, რომელსაც ჭეშმარიტ ქრისტიანობამდე მივყავართ დაბრკოლებებითაა
სავსე, მისი ღირსეულად დაძლევა რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.ყველაზე მეტად ამაში
ეკლესიასთან სიახლოვე გვეხმარება, სულიერ მოძღვართან ხშირი ურთიერთობა და მისი რჩევების გათვალისწინება, რაც
მთავარია ჩვენ უნდა გვესმოდეს მისი დარიგების
და უნდა გვჯეროდეს იმის, რომ ის გაცილებით უფრო ახლოს დგას უფალთან ვიდრე ჩვენ, მისი
სულიერი შვილები.


როგორც ამბობენ ქრისტიანს ასაკი არ აქვს.ის ყოველ ახალ
ეტაპზე აღმოაჩენს ახალ ცოდვას საკუთარ თავში და ახალ მადლს, რომელიც მასზე მოიღო უფალმა.
ღმერთმა
რომ მადლი მოგვაგოს, საჭიროა ქრისტიანული შრომა, ანუ ლოცვა – წვალებაში ყოფნა, მუდმივი
ძალისხმევა სრულყოფის მისაღწევად. სწორედ ესეთია ამ ქვეყნად
ქრისტიანის ბედი, თუმცა მაშინ როცა დაბრკოლებას ვაწყდებით, როცა გვიჭირს და გვტკივა, გვირთულდება
იმაზე ფიქრი რომ ეს ქრისტიანის ხვედრია და
რომ ეს კიდევ ერთი გამოცდაა უფლის, რომლის ღირსეულად ჩაბარებაც უფლისგან დიდი მადლის
და წყალობის გადმოვლენის საფუძველი გახდება...


კიდევ ერთი გზა რომელსაც ჭეშმარიტ ქრისტიანობამდე მივყავართ, ეს ქრისტიანული
მორჩილება, თავმდაბლობა და დუმილია.ქრისტიანული დუმილის დროს ადამიანი მიემსგავსება ქრისტეს,
რომელიც დუმდა, როცა პილატე ეკითხებოდა, მითხარი, ვინ ხარო.დუმილი ბევრ ფილტრს
და დამცავ საშუალებას გვაძლევს, რათა ყოველი ნაგავი არ შემოვიდეს ჩვენში. დაუცველ სულს
კი ადვილად იმორჩილებს ეშმაკი და ვნებს. უფლის შიში დასაწყისია სარწმუნოებისა და სიბრძნის. მორწმუნე ადამიანს არ აქვს უფლება ის აკეთოს რაც მას სურს, ის შეზღუდულია
ღვთის რჯულით.არასდროს უნდა მოგვერიდოს ვთხოვოთ უფალს ჩვენი სათხოვარი და თუ ის არარის
ჩვენთის საზიანო, მას აუცილებლად მოგვცემს უფალი. მთავარი კი არის გავაცნობიეროდ და
მივხვდეთ, რომ აუცილებელია გულწრფელი ლოცვა და ვედრებაა.

image


ქრისტიანს ეკრძალება გართობა. ის აუცილებლად უნდა ერიდებოდეს ზედმეტ სიამოვნებას
და განცხრომას, რადგან სწორედ ამ დროს ებრძვის მას უბედურება. ადამიანები ხშირად ვთხოვთ
უფალს მატერიალურ უზრუნველყოფას, სიმდიდრეს.
თუმცა ამავე დროს ისიც ვიცით და წაგვიკითხავს სახარებაში თუ უამრავ სასულიერო ლიტერატურაში, რომ
სიმდიდრე ადამიანს ამძიმებს. უფალი გვეუბნება, რომ მდიდარი რთულად თუ შევა სასუფეველშიო.მთავარია სულიერი
და არა – მატერიალური სიმდიდრე. თავისთავად სიმდიდრე კი არ არის ცუდი, არამედ მესაკუთრეობა, ბოროტად რამის ფლობა და გამოყენებაა
ცუდი.


ყველაზე მეტად რაც ადამიანს აღამაღლებს და აახლოებს ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან
, ეს მტრის მიმართ გამოჩენილი ლმობიერებაა.მტერი ყველა ადამიანს ჰყავს. ყველა ცოდვილია, რადგან
არ შეგვიძლია ყველას დავეხმაროთ და ყველას გული მოვიგოთ. მაგრამ შესაძლებელია ჩვენ გვიყვარდეს
ყველა. ვეცადოთ, მტრები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოვაქციოთ. ეს დიდი მადლია. არ დაგვავიწყდეს,
რომ ქრისტემ ყველასთვის დაღვარა სისხლი.

4
64
11-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
64
  
2013, 19 ოქტომბერი, 23:27
უფალმა შეგვიწყალოს...
2013, 19 ოქტომბერი, 19:59
არაფრის.:))
2013, 19 ოქტომბერი, 19:57
დიდი მადლობა,გაიხარე
2013, 19 ოქტომბერი, 19:57
საინტერესო და კარგზე კარგი სტატიაა.ძალიან მომეწონა.
0 1 4