x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ლუციფერის ეფექტი

...


საკუთარ თავში ჩაკეტილი, ყველასა და ყველაფრისადმი ზიზღით
ავსებულ ადამიანად ვიქეცი... აღარ გამაჩნია
ემოციები, იმედი და რწმენა



ყოველი დღე ერთნაირია... არაფრისმომცემი
და უინტერესო, მხოლოდ ზიზღი და ტკივილი იზრდება ჩემში

ეს ყველაფერი მაგიჟებს... ალბათ ამიტომაც
დავავადდი ფსიქიკური აშლილობის უმაღლესი ფორმით “ლუციფერის ეფექტი“ ზიზღი ყველაფრის
მიმართ

ასე უფრო მიმზიდველი გახდა სამყარო...
იგი ჩემთვის დიდ თეატრად იქცა, სადაც მე ვარ სცენარისტიც და მოთამაშეც, უნდა ვაღიარო
რომ “ადამიანს“ მშვენივრად ვთამაშობ, ყოველთვის ვცნობ ადამიანებს, ვისაც ცხოვრებისაგან
დასახიჩრებულ სულზე ბედნიერებისა და ღიმილის ნიღბები აქვთ აფარებული, ვხედავ მათ უსიცოცხლო
სილუეტებს და მათ შიგნით მყოფ ტკივილს, რადგან ვამჩნევ მათი ნიღბებზე სისხლის წვეთებს,
რომელსაც ვერ მალავენ ჩემგან, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ ჩემი სილუეტის შიგნით მოთავსებულ
სიგიჟეს, რადგან ჩემს დაჭრის სულზე აფარებული
ნიღბიდან სისხლი არ წვეთავს, მაგრამ მეც მინდა დავინახო ჩემი თავი ისეთი, როგორსაც
ისინი მხედავენ... როგორიც მახსოვს....


მარტო დარჩენილი სარკეში ვიხედები... ვაკვირდები
არეკლილ პიროვნებას, მაგრამ მასში ვეღარ ვხედავ საკუთარ თავს.. სიძულვილით ავსებული
თვალები და პირზე შეყინული დამცინავი ღიმილი... სახე... შეშლილი სახე ზიზღით შემყურებს,
ვძულვარ.. ვძულვარ არა მარტო მე, არამედ მთელი სამყარო... მას ეს სიძულვილიც სძულს,
და იმდენად დიდია ეს სიძულვილი რომ მისი სულის შემადგენელ ნაწილად იქცა


რამდენიმე წამის განმავლობაში ვაკვირდები
მას და ვაანალიზებ რომ ეს მე ვარ, სადღაც ბნელ კუთხეში მიკუჭული სიყვარულის გასაგონად
ვიცინი “უმართავი ზიზღი, რომელიც მმართავს“


ეს ჩემი სამყაროა, უნიკალური და განუმეორებელი,
მხოლოდ აქ შეხვდები ტყეში მოშრიალე მკვდარ ფოთლებს, რომლებიც სიკვდილის მელოდიას თხზავენ
თქვენთვის


მოგწონთ ჩემი სამყარო?
ეს ის სამყაროა რომელიც თქვენ შექმენით ჩემში, პირადად შენ შენი ზიზღით, გულგრილობითა
თუ სიყვარულით, მნიშვნელობა არ აქვს იმას ვიცნობთ თუ არა ერთმანეთს, მე შენ მძულხარ
და გადანაშაულებ ამ სიძულვილში


ნელ-ნელა ეს სიძულვილი ფიზიკურ ტკივილად
გარდაიქმნება და წამად ვიგრძნობ რომ ცოცხალი ვარ... რომ ვგრძნობ...

არ მეშინია...

არ მეშინია...

მე... მიყვარს.... მიყვარს და მკლავს ეს
სიყვარული, გრძნობები მიმხედრდებიან და ხანდახან ტკივილსაც ვგრძნობ. სწორედ ეს სიყვარულია
ამ სიძულვილის მიზეზი..

საოცარია, ერთი
ადამიანის დაკარგვამ რამხელა ზიანი შეიძლება მიაყენოს სამყაროს... მისი დაკარგვა ზეციდან
მზის ამოგლეჯას ნიშნავს, გამეფებულ წყვდიადში ადვილად გაიკვლევს გზას ბოროტება, ხოლო
სიკეთე სადღაც ბნელ კუთხეში მიიკუნჭება, ისევე
როგორც ჩემს სულში.

ეს სიბნელე ყველაფერს ანადგურებს, მაგრამ
ერთადერთი, რასაც ის ვერასოდეს შეეხება და რასაც ვერასოდეს ამოგლეჯს ჩემი გულიდან,
ეს შენდამი სიყვარულია...

ხანდახან როცა მწარე რეალობით დაღლილი
სხეული სიზმრებში იძირება, ესიზმრები შენ... და მაშინ ეს სიძულვილი უკვალოდ ქრება..
ნადგურდება... და მთელს სამყაროს სინათლე ეფინება, და მეც მცვლის.... თითქოს.. თითქოს
სიზმარია ას წყეული რეალობა ხოლო სიზმარი ტკბილი რეალობაა... ძალიან მინდა დავიძინო და აღარ გავიღვიძო, ასე ხომ
მაინც ვიქნები შენთან სამარადჟამოდ...

გავიგე ვინ ვარ... მტანჯველი, მარტოსული
გიჟი...

ადრე ყოველთვის მარტო ვიყავი, რადგან არავის ვჭირდებოდი (ასე მეგონა) დღეს კი დარწმუნებით
ვიტყვი რომ მე არ მჭირდება არავინ გარდა იმ ერთისა, ის კი ყველა და ყველაფერია ჩემთვის...

მის გარეშე მუდამ მარტოსული ვარ... მერე
რა რომ მყავს “მეგობრები“? ისინი ვერ მივსებენ დანაკლისს ამ სიყვარულისას...

მთელს ცხოვრებას
გავყიდდი რომ მასთან ყოფნის ერთი წამი მეყიდა...

არ შემიძლია მის გარეშე... არ მყოფნის
ყოველ ღამით მის სარკმელზე მიყინული მზერა და სიზმრებში ნაპოვნი წამიერი შვება.. უკვე აზროვნების უნარსაც ვკარგავ.. ის ჩემია, ჩემი
გულის ნაწილია, ჩემი სხეულის ნაწილია... ჩემი სულის ნაწილია... ჩემი ცხოვრებაა, ჩემი
ოცნებაა, არ შემიძლია მისი დატოვება, არ შემიძლია მისი სხვასთან გაშვება... ყოველი
სულიერი ებღაუჭება სიცოცხლეს, ის კი ჩემი სიცოცხლეა და ვერ გავუშვებ. სიყვარული ეგოისტობის
უდიდესი გამოვლინებაა

ადამიანის სულის დანახვა რომ შეიძლებოდეს,
ვფიქრობ ჩემს სულზე დიდ სიმახინჯეს ვერსად ნახავთ, მე უკვე თითქმის ბედნიერების “შანიგანი“
გავხდი, არც ეშმაკისთვის მიმიყიდია სული და არც არსად ჩამიმარხავს, უბრალოდ სხვა ადამიანად
ვიქეცი, რადგან გული ამომაცალეს... თუ დამაბრუნებენ, მადლობელი ვიქნები.. მაგრამ სჯობს
იჩქარონ რადგან ვგრძნობ როგორ იწოვს ეს სისასტიკე გაყინულ სულში სადღაც შერჩენილ სითბოს

მართალია სიყვარულს ვერ ამომგლეჯენ, მაგრამ შეუძლიათ
ისე ღრმად ჩამარხონ რომ....



1
95
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟურნალისტკა
ჟურნალისტკა
95
  
2013, 15 ოქტომბერი, 23:05
ეს ამოვწერე დღიურიდან, რომელიც ვიპოვნე, ვთვლი რომ ეს პირადულია, ამიტომაც დამწერის სახელსა და გვარს არ დავწერ

მაგრამ მინდა ვაღიარო რომ ამის დამწერმა უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა ჩემს თვალში, არ ვიცი ვინ არის მაგრამ დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი მას


სტატიაში თუ რამე შეცდომა აღმოაჩინეთ, ნუ ეცემით საჩივრის დაწერას რა, იქნებ იმ გოგომ წაიკითხოს როგორმე
0 1 1