x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
ბედნიერების ოქროს წესი
image- იმისათვის, რომ თქვენი ოჯახური თანაცხოვრება წარმატებული იყოს, უმჯობესია ურთიერთობები თავიდანვე გაარკვიოთ; ასევე თავიდანვე განსაზღვროთ თამაშის წესები. ისე კი, სასურველია გახსოვდეთ - ბედნიერება მხოლოდ ქორწინებაში როდია.

- ყველა წყვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თაფლობის თვე მთელი ცხოვრება ნამდვილად ვერ გაგრძელდება. გარკვეული დროის შემდეგ გრძნობები და ვნებები თითქოს ცივდება. ქმარს თავისი პრობლემები აქვს სამსახურში, ცოლს კი, უამრავი საოჯახო საქმე. თუმცა მაშინაც კი, როდესაც საერთოდ არ გაქვთ სახალისოდ საქმე, ეცადეთ, სახეზე ღიმილი შეინარჩუნთ. ეს ოჯახის სიმყარის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

- დროთა განმავლობაში ქალს ეჩვენება, რომ ქმარი ცოტათი "გაცივდა", არ არის ისეთი ალერსიანი და თბილი, როგორიც ადრე იყო. ქალი კი, თავის მხრივ, მოითხოვს ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს. ამასთან, მამაკაცი სრულიად განსხვავებულად აზროვნებს, აუცილებლად არ მიაჩნია, ყოველდღე სასიყვარულო ფრაზები უთხრას მეუღლეს. მისი აზრით, ცოლისადმი პატივისცემა საქმით უნდა დაამტკიცოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მამაკაცი ასე ფიქრობს. მათი გარკვეული ნაწილი თითქმის ყოველდღე ეფიცება ცოლს სიყვარულს, მაგრამ ის გაბრწყინებული თვალები უკვე ჩამქრალი აქვს. პირველად ამ დროს იპყრობს ქალს აზრი: "მგონი აღარ ვუყვარვარ".

- როგორც ირკვევა, მამაკაცებისთვის არც ისე იოლია შეყვარებულის ამპლუიდან ქმრის როლში გადასვლა. ამიტომ ქალებს უნდა ახსოვდეთ: აუცილებელია, ყოველთვის აღნიშნოთ მეუღლის დადებითი თვისებები. ეს მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


- სასურველია, თუ მეუღლის მიმართ ისეთივე მომთხოვნი იქნებით, როგორც საკუთარი თავისადმი. ნებისმიერი სახის შენიშვნა ეცადეთ შეარბილოთ. შენიშვნას ხუმრობაში თუ გაატარებთ, ეს სიტუაციის გამწვავებას თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ, კეთილი ურთიერთობა თავიდანვე ჩამოაყალიბოთ. როდესაც რაიმეთი ხართ უკმაყოფილო, ეცადეთ, მეუღლე თვითონვე მიხვდეს თავის შეცდომას და შესაბამისად მის გამოსწორებაზეც თავადვე იფიქროს.

0
75
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0