x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134679
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508867
როგორ შევაყვაროთ საყვარელ ქალს ფეხბურთი

image- თუ გინდათ, რომ ფეხბურთის ყურებისას მარტო არ იჯდეთ სავარძელში ან საყვარელ ქალთან ტელევიზორის გამო ჩხუბი არ მოგივიდეთ, შემდეგი მითითებები გაითვალისწინეთ:

- ის, რომ ფეხბურთს თქვენი აზრების ერთი მეექვსედი უკავია, საყვარელმა ქალმა მანამდე უნდა გაიგოს, სანამ თქვენს შორის სწორედ ამ თემაზე წარმოიშვება უთანხმოება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების წინ საყვარელი ქალი უნდა შეამზადოთ იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ინტერესი იწყება. მარტივად შეგიძლიათ უთხრათ, რომ მნიშვნელოვანი მატჩებისგან თქვენი მოწყვეტა შეუძლებელია. კარგად აუხსენით, რამდენად საინტერესო და მამაკაცური სპორტია ფეხბურთი. რომ ეს სპორტი მამაკაცში კარგ თვისებას ავითარებს - გუნდურობას, ლიდერობას, გამარჯვების სიყვარულს, სიხარულის გამოხატვას და ა.შ.

- მნიშვნელოვანი მატჩების დროს ხშირად ქალები ისეთივე შეურაცხყოფილნი არიან, როგორც ღალატის შემთხვევაში. მათ არ მოსწონთ, რომ მამაკაცი მთელ ყურადღებას სხვას უთმობს. სიტუაციიდან გამოსავალი ერთია, რაც შეიძლება მეტად უნდა ჩართოთ თქვენი საყვარელი ქალი ამ საქმეში. როდესაც ის სამზარეულოში ტრიალებს, თქვენ გაამხნევეთ, დაუსვით კითხვები, მიაწოდეთ მეტი ინფორმაცია ფეხბურთის შესახებ. თუმცა არსებობს მეორე გამოსავალიც - სრული იგნორირება ეჭვიანი ცოლის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ის თავად მოინდომებს კონტაქტს და იმაში გარკვევას, რასაც თქვენ ასე დიდ დროს უთმობთ.

- ფეხბურთი ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ემოციებისგან დაიცალო. ქალები ხომ ხშირად ამბობენ, რომ სერიალები მათ ემოციებისგან დასაცლელად სჭირდებათ. ამიტომ ფეხბურთი კარგი ვარიანტია. მიეცით მას ემოციების გამოხატვის სრული თავისუფლება - კივილის, ტირილის, გინების და ისტერიკის სხვა ფორმების გამოვლენის. იმისათვის, რომ ეს თვისებები გამოუმუშავდეს, ერთი-ორჯერ სტადიონზე უნდა წაიყვანოთ.


5
31
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
31
  
2013, 16 სექტემბერი, 23:40
მე იქეთ თუ ვინმეს შევაყვარებ :D
2013, 16 სექტემბერი, 21:50
აჰა :D
2013, 16 სექტემბერი, 21:46
ვიდზე მომწონს რამდენიმე და:D მაგ პონტში..ქართველები არა უცხოელები:D:D
2013, 16 სექტემბერი, 20:56
ფეხბურთელები რატომ გიყვარს?:)
2013, 16 სექტემბერი, 18:23
მე ისედაც მიყვარს ფეხბურთი:D ნუ უფრო ფეხბურთელები ამიტომ ვუყურებ ხოლმე ასე თუ ისე:D
0 1 5