x
image
ხიზანიშვილი
საყურე - ქალის თუ მამაკაცის სამკაული? (+ ფოტოები)
image- 7 ათასი წლის წინ, უძველეს აზიაში საყურეებს მამაკაცებისთვის ამზადებდნენ და არა ქალებისთვის. ეგვიპტეში ეს სამკაული მაღალი წოდებისა და სოციალური ფენის სიმბოლო იყო. მოგვიანებით საყურე მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ეკეთათ. იმპერატორი ცეზარი საყურეებს მკერდზე სიმამაცის ნიშნად ატარებდა.

- არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეგვიპტეში ოქროთი მოვარაყებული საყურეები აღმოაჩინეს, რომელიც იმ დროის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებდა. მალე ეს სამკაული ასურეთში, ინდოეთსა და იაპონიაშიც პოპულარული გახდა.

- შუა საუკუნეებში საყურეებს მეკობრეები, მეზღვაურები და ბოშები იკეთებდნენ. მნიშვნელოვანი დატვირთვა საყურეებს ყაზახებში ჰქონდა. მარცხენა ყურზე გაკეთებული საყურე იმის მანიშნებელი იყო, რომ პერსონა დედისერთა ობოლი ვაჟი იყო; მარჯვენაზე - მშობლების ერთადერთი შვილი; ორივეზე კი - გვარის უკანასკნელი გამგრძელებელი.

- თანამედროვე მოდური ტენდენციით, საყურე როგორც კაცის, ასევე ქალის სამკაულად ითვლება. მართალია, დღეს უამრავი ფორმის და მასალის საყურე არსებობს, მაგრამ ოქროს სამკაული თავის ფასს არასოდეს ჰკარგავს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









1
230
10-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
230
  
2013, 26 აგვისტო, 10:36
მესამე საყურე მომეწონა ძალიან....კარგი სტატიაა:)
0 1 1