x
image
ხიზანიშვილი
რუსეთი საქართველოსგან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს

image- რუსეთი საქართველოსგან ითხოვს გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ოფიციალური მოსკოვის განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზი კანონის ის მუხლები ხდება, რომელიც რუსი ტურისტებისთვის საქართველო-რუსეთის საზღვრის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთების არალეგალურად გადაკვეთისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. "ჩვენი აზრით უნდა გაუქმდეს ის რეგულაციაც, რომელიც სისხლის სამართლებრივ დევნას კანონის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს" განაცხადა "ინტერფაქსთან" საუბრისას გრიგორი კარასინმა.
- რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, საოკუპაციო ზოლის გადმოწევის თემასაც შეეხო. მისი თქმით იქ მყოფ მესაზღვრეებს შეუძლიათ დაიცვან ის ტერიტორია, რაც ოფიციალურად გაფორმებულია. მან რუსულ მედიასთან საზღვრის დემარკაციაზეც გაამახვილა ყურადღება. კარასინის მტკიცებით სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციის გადაუჭრელ საკითხს, საქართველო პოლიტიკური დაძაბულობის შესაქმნელად იყენებს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, პრაღაში გააკეთა. მოლაპარაკების მორიგი რაუნდისას მხარეებს არ განუხილავთ შიდა ქართლში შექმნილი ვითარება. ითქვა, რომ მასზე საუბარი დეტალურად უკვე თვის ბოლოს, ჟენევაში იქნება.
- პრაღის შეხვედრა ოფიციალურ საიტზე შეაჯამა რუსეთის საგარეო უწყებამ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში საუბარი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იმ მიმართულებით, სადაც დიპლომატიური პროგრესი შესაძლებელია.

2
18
16-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
18
  
2013, 8 ივნისი, 18:32
პუტინის......
2013, 6 ივნისი, 10:06
მოკლეთ ვერ გაიგებ ვინ რას ლაპარაკობს და რას აკეთებს
0 1 2