x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134606
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
დაჯაბნული წიგნი
imageimageდავიღალე სასიყვარულო, სენტიმენტალური წერილების წერით, არავის აინტერესებს გაცვეთილი ფრაზებითა და გულიდან ამოსული სიტყვებით გაჯერებული ჩანახატები. დღეს კითხულობენ, მხოლოდ იმ წიგნებსა და მოთხრობებს, სადაც არაამქვეყნიური, მისტიკური არსებები ბნელ ღამეში დაფრინავენ, ან სადისტები და მკვლელები, ღმერთმა უწყის რატომ, ბავშვებს რომ ხოცავენ, მაგრამ ამას მხოლოდ მცირე ნაწილი აკეთებს, უმეტესობა facebook-ის სტატუსების კითხვით ირთობს თავს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ეს სტატუსი ან პოსტი სექსუალურ ტერმინებს და ელემენტებს შეიცავს. "გადადი ბმულზე და ნახე ყველაზე გიჟური სექსი", "like"თუ მოგეწონა, ან შიშველი ქალის ფოტო, რომელი ავხორცულად იმზირება კომპიუტერის ეკრანიდან და ადმინის შერჩეული სათაურით ბიჭებს იხმობს, " მოგწონონთ ბიჭებო? " რამდენიმე წუთში კი ფოტო ხუთას მოწონებას აგროვებს.

არსებობს ხალხი, რომლებიც 24 საათი კომპიუტერთან ზის, facebook-ზე ათასნაირ პოსტებსა და აქტივობებს ეცნობა, ყოველ ხუთ წუთში კი პოსტავს: " ღამურებო აქ ხართ? ვის არ გძინავთ, მე დამათენდა."

ჩემი პატარა ბიძაშვილიც facebook-ის აქტიური მომხმარებელია, რაც წამოიზარდა, ზედიზედ ორი წიგნი არა აქვს წაკითხული, თუმცა ერთი-ორჯერ შემედავა, ტომ სოიერი წავიკითხეო... მადლობა ღმერთს!

თუმცა რა ახსოვს წაკითხულიდან, რომ ჰკითხო, ვერ გიპასუხებს, ან "დაგუგლავს" და გეტყვის, ტომ სოიერი ერთი აბეზარი, ცელქი ბიჭი იყოო.


ბოლო დროს განსაკუთრებით ისეთი თაობა წამოვიდა, ანბანიც რომ კომპიუტერითა აქვთ ნასწავლი, თუმცა წიგნის ფორმა და დანიშნულება ჯერჯერობით იციან. მე და ჩემნაირები კი სადღაც შუალედურ სარტყელში ვიმყოფებით, წიგნიც გვიყვარს და კომპიუტერიც, facebook-ზეც გვაქვს ჩვენი გვერდი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თუმცა წიგნი მაინც მთავარ ადგილზეა.

ძალიან ბევრი დისკუსია და კამათი მომისმენია, როგორ შეიძლება კომპიუტერით დაზომბილი ახალგაზრდების წიგნით დაინტერესება, მაგრამ გამოსავალი ვერ მოუძებნიათ, სულ მალე ალბათ "451 გრადუსი ფარენჰაიტით" დრო დადგება.

0
31
7-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0