x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
რუსეთის პატრიარქი, ახალ მედიასკანდალში! (+ფოტოები)
რუსეთის პატრიარქს არა ავტომობილი ან თვითმფრინავი, არამედ საკუთარი მატარებელი აქვს.

image
იქ ნანახი ფუფუნებით, მრავლის "მნახველ-გამგონე" რუსული მედიაც კი გაოცებულია!


image
ფეშენებელური მატარებლი 20 ვაგონიანია. ირგვლივ სრული კომფორტი სუფევს:

მატარებელის ერთ-ერთ ვაგონში განთავსებულია, პატრიარქის მოსასვენებელი ოთახი,

image
არის ასევე სტუმრების მისაღები,


image
სააბაზანო და ჰიგიენის თუ მოსაწესრიგებელი ოთახები

image
და სამზარეულო.


ხოლო ერთ-ერთ ვაგონში კი არც მეტი არც ნაკლები, ეკლესიაა განთავსებული, ოქროს საკურთხევლით.


image
პატრიარქის ბრონირებულ მატარებელში არის ასევე სამი რესტორანი, (საკუთარი შეფმზარეულით), ბარი და სილამაზის სალონიც კი..


კირილი, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად ამ მატარებლით დაბრძანდება.

image

p.s. ფუფუნების ფრიად დიდი თაყვანისმცემელი რომ ბრაძნება, პატრიარქი კირილი, ეს ადრეც იყო ცნობილი, მაგარმ ასეთი აშკარად, თამამი, "ნეტარიც" თუ იყო, ნამდვილად ვერ წარმომედგინა...




5
1115
12-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
1115
  
2013, 23 აგვისტო, 23:41
ლუკმა პურს ღვთის მადლით არ ვეძებ მაგრამ მაინც ამაზრზენია მისი ზღვარს გასული სითავხედე.არ მიყვარს არავის განსჯა მაგრამ როცა ასეთ უხამსობას ვხედავ ,მითუმეტეს ასეთი პირისგან თავის ვერ ვიკავებ,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ....
2013, 19 აგვისტო, 11:16
გეთანხმები ნაინი. უფალმა დაგვიფაროს ,თუმცა ეს ხომ ამაზრზენია იმ ადამიანებისათვის ვინც ლუკმა პუს ეძებს და ამ დროს პატრიარქი ფუფუნებისაგან შეშლილი და გადარეულია მგონი.
2013, 13 აგვისტო, 1:03
ჩვენი პატრიარქი როგორი თავმდაბალი და მოწყალეა...თავისთვის კიარ მოიწყობდა ფუფუნებას,ღრიბებს დაურიგებდა როგორც ამას ყოველტვის აკეთებს.ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მისი თავი და შეგვეწიოს მისი ლოცვები...ჯერერთი ის გამიკვირდა პატრიარქის მატარებელში რა უნდა სალონს...ან ის შეიძლება მატარებელზე ხატები რომაა გარედან??რავიცი რავიცი...არც ვიცი რა ვთქვა...ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი უგუნურება
2013, 5 აგვისტო, 12:16
რა უნდა ითქვას... სამწუხაროდ საქართველოშიც არიან მამაოები, რომლებმაც საკმარსზე მეტად "გაისქელეს" საკუთარი ჯიბეები... :( სამწუხაროა.
2013, 4 აგვისტო, 23:43
პუტინის ,,მფარველობის,, ქვეშაა და იმიტომ!უფალმა მაპატიოს ამას რომ ვამბობ მაგრამ როცა ამდენი ადამიანი შენ ქვეყანაში უმუშევარია და შემშილობს,უამრავი დაავადებულია რომელსაც ფული არ აქვს ელემენტარული წამლის ,ამდენი უსახლკაროა და ამ დროს პატრიარქმა აღარ იცის თავზე რა დაიმხოს ამაზრზენი და გულისამრევია პირადად ჩემთვის!
0 1 5