x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თუ გიყვარს მისი გაშვებაც უნდა შეგეძლოს...
-გსურდეს ქალი და არ იბრძოლო მისთვის?ეგ აბსურდია....მაშინ არ გსურს არ გიყვარს არ გიზიდავს ან რავიცი...

-მე გეთანხმები გიო, თქვენთვის არ არსებობს ჩარჩოები ყველაფერს იკადრებთ ოღონდ სასურველი ქალი თქვენი გახდეს..ეხლა კი მაცადეთ ლექციის მოსმენა თორემ მეც მომისვრიან აუდიტორიდან თქვენთან ერთად სცადა გიოს გაჩუმება ანიმ....

-ცდები ჩვენც შეგვიძლია სურვილი ჩავკლათ, ავიკრძალოთ...

აუღელვებლად უპასუხა ანის ლევანიმ


-არ მჯერა..

-დაგაჯერებ...

ლექცია დამთავრდა ამ თემაზე საუბარი არავის გაუგრძელებია ანის ეს საუბარი მიავიწყდა კიდეც..დილით ლევანის ზარმა გააღვიძა..

-ხო ლეო..

-გაგაღვიძე?

-არაუშავს უკვე მაღვიძარაც დარეკავდა..

-შენი ნახვა მინდა..

-რა ხდება?ხომ იცი დღეს ნიკა ჩამოდის..

-ვიცი, ერთი საათით ადრე გამოდი რაღაც უნდა გითხრა ჩვენს კაფეში დაგელოდები..

-კარგი

ანი მართლა ვერ ხვდებოდა ლევანს რა უნდოდა... გრძნობდა რომ ლევანს მოსწონდა, მაგრამ არა რა სისულელეა ლევანმა იცის რომ მე და ნიკა შეყვარებულები ვართ..დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე მივიდა ლევანი უკვე იქ იყო..

-მოხდა რამე?

-მინდა რაღაც მოგიყვე?უნდა დაგაჯერო რომ ..

შენ ისევ გუშინდელზე ფიქრობ?არ აცადა ანიმ აზრის დამთავრება...

-შენ ხომ იცი როგორ მეზიზღება დაბადების დღეები მაგრამ ჩემი ერთადერთი ბიძაშვილი დაბადების დღეზე არმისვლას არ მაპატიებდა ჰოდა მეც გავბედე და ავედი თითქმის სირბილით ჩაუარე ოთახს სადაც სტუმრები იჯდნენ რადგან იქ მჯდომ გოგონებს ვიცნობდი და იმათი თავი არ მქონდა ტელევიზორის პულტი მოვიმარჯვე ბოლომდე აუწიე მაგრამ გოგონების ხმა მაინც ვერ დავფარეე..ჰოდა მეც ვერთობოდი გოგოების დიალოგით ერთის ხმა მეუცხოვა საშინლად მომინდა გამეგო ვინ იყო არც დავფიქრებულვარ ოთახში გავედი ნინუცამ ზარზეიმით წარმადგინა მე კი მარტო ერთს ვხედავდი გავითიშე დავდებილდი მანაც იგრძნო და თვალი ამარიდა დაიბნა, წითელმა ფერმა გადაკრა სახეზე..დაკარგა ხალისი ამ ოთახში მისმა ხმამ გამომიყვანა ის კი დამუნჯდა..მეც დავმუნჯი და ერთი სული მქონდა ნინუცა გამეყვანა ოთახიდან და ყველაფერი გამეგო ქეთაზე..ფიქრებიდან ზარის ხმამ გამომიყვანა ოთახში ვიღაც ბიჭი შემოვიდა ყვავილებით ხელში ნინუცის მიულოცა ბოდიში მოუხადა ჩემს ცოლს წაგართმევ და არ მიწყინოო..ქეთაც წამოდგა და ქმარს გულზე მიეკრა შემდეგ ყველას დაგვემშვიდობა და გავიდა..

მე კი მართლა დავმუნჯდი..

ბრაზი მახრჩობდა რატომ იყო გათხოვილი მაშინ გადავწყვიტე რომ მეორე დღე გათენდებოდა და აღარ მემახსოვრებოდა.რას ვაკეთებ ის ხომ ნინის დაქალია თან გათხოვილი ვუმეორებდი საკუთარ თავს მთელი ღამე, მაგრამ მეორე დღეს ნინუცას უნივერსიტეტში მივაკითხე იმ იმედით რომ მას ვნახავდი..

არვიცი რა დამემართა მაგრამ იმ დღიდან გასაქანს არ ვაძლევდი.

-მერე?

-მერე ზაფხული მოვიდა ნინუცა ბათუმში დაბრუნდა ბებიათან და ბაბუასთან და ქეთიც დაპატიჯა მეუღლითურთ..მე ეს გავიგე და მეტი რა მინდოდა იმის მიუხედავად რომ ვიცოდი ქმარი გვერდით ყავდა მასთან წასვლა გადავწყვიტე... მცხვენოდა ნინუცასი, საკუთარი თავის, ქეთისიც, მაგრამ ვგრძნობდი რომ მიყვარდა და ჩემთან უნდა ყოფილიყო არ დავეძებდი რომ მას ქმარი ყავდა და ის უყვარდა..ჩემდა საბედნიეროდ ქეთა მარტო დამხვდა მეუღლეს საქმეების გამო ქალაქიდან მოუწია გასვლა და ცოლს არ ჩაუშხამა დასვენება..როდესაც გავიგე რომ ორი კვირა ჩემს განკარგულებაში იყო ათასი სისულელე ვაკეთე ქეთა სულ გამირბოდა ჰოდა როდესაც სულ რაღაც ათი წუთი დავრჩით მარტო ოთახში მიუახლოვდი მისი გულის ხმა მესმოდა მივხვდი რომ ჩემი ეშინოდა..იმასაც მივხვდი რომ საწადელს მალე მივაღწევდი ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე საპაასუხოდ კარგი სილა მივიღე, თვალები ცრემლით აევსო და ეზოში გავარდა კარგახანს ვუყურე ფანჯრიდან ზურგით იდგა თუმცა მივხვდი რომ ტიროდა მიუახლოვდი

-ქეთ

-არ მომეკარო...

-ქეთ მე ...

-არა გაჩუმდი არაფერი მითხრა მე ქმარი მყავს ...

-ვიცი და ვნანობ რომ ადრე არ გაგიცანი, როცა გხედავ მაგიჟებ თავს ვერ ვიკავებ ..მართლა შემიყვარდი..

-შენი მეშინია თავი დამანებე...

მიხვდი რომ არაფრის თქმას არ ქონდა აზრი...ქუჩაში გავედი და პირველივე ბარში შევედი..არ ვიცი რამდეხანს ვიყავი გარეთ უკვე ბნელოდა.ქეთა შემიყვარდა...

სანაპიროსკენ წავედი ქეთას საყვარელ ადგილზე მისვლა გადავწყვიტე.ქეთა იქ დამხვდა მიუახლოვდი ისევ ტიროდა...

-მიატოვე ქმარი, მე მართლა მიყვარხარ...არც შეეშინებია არც გაკვირვებია თითქოს იცოდა რომ მივიდოდი..ფეხზე წამოდგა მომიახლოვდა და ძლივს გასაგონად მიჩურჩულა...

-დაიგვიანე..

წასვლა დააპირა ხელი ჩავჭიდე და ჩემსკენ მოვიზიდე მითხარი რომ ვერაფერს გრძნობ ჩემს მიმართ..

-და მაგით რამე შეიცვლება?

-ყველაფერი..

-ხო ვგრძნობ მეშინია შენი არ მყოფნის ძალა გაგექცე....

აჰა, აქ ვარ აიხდინე საწადელი რაღას უცდი ხომ დამაჩოქედა დამამცირე“მოღალატე ვარ..

ისევ დავეწაფე მის ტუჩებს ქეთა უკვე აღარ მიწევდა წინაღმდეგობას ღილები შეუხსენი..

-მე ის მიყვარს, ცხოვრებას ნუ დამინგრევ ძლივს ამოილუღლურა ქეთამ.

ქეთას ცივად გაუშვი ხელი ვიგრძენი როგორ შემძულდა წამში საკუთარი თავი..ქეთა მაპატიე, მაპატიე თუ შეგიძლია...სანაპიროზე მივატოვე...ამ ამბის შემდეგ ხუთი წელი გავიდა..


ლევანი გაჩუმდა მე აღარ ვიცოდი რა მეთქვა..

-მართლა რომ მიეტოვებინა ქმარი?

-მართლა მიყვარდა...

-ცოლად მოიყვანდი...

ლევანი კარგახანს დუმდა ბოლოს დუმილი დაარღვია..

-კი..


-დღესაც გიყვარს?

-არა..მაგრამ სულ მახსენდება..ერთადერთია რასაც ვნანობ ცხოვრებაში..

-ეხლა რას აპირებ?

-ვცდილობ იგივე შეცდომა არ დაუშვა...

-რას გულისხმობ?

-თუ გიყვარს და ხედავ რომ სხვასთაანა ბედნიერი უნდა გაუშვა...

-არვიცი რა გითხრა...

-უბრალოდ ადექი და წადი იქ სადაც გელოდებიან, თორემ შეიძლება გადაიფიქროს გულმა შენი გაშვება..შენ ცოლი მაინც არ გქვია სხვისი...

მერე ორივე ჩუმად იჯდნენ კარგახანს ანი წამოდგა "დამაჯერე"ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა..
image

62
247
33-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
247
  
2016, 29 ივლისი, 0:59
იმიტომ რომ იმსახვას კიდევ სხვა უყვარს..დაკარგულო შემოდიხარ კიდევ ამ საიტზეე
2016, 29 ივლისი, 0:55
აჰა დაგავიწყდა და არ მერიდები ☺
2014, 20 ოქტომბერი, 13:08
თუ გიყვარს რატო უნდა გაუშვა?
2013, 8 აგვისტო, 10:55
მე ზოგიერთზე ვთქვი,:) ეგ ჯიგარი კაცი გამოდგა:) კარგად მოიქცა
2013, 7 აგვისტო, 14:56
ჰოოოო:):)თუმცა ამაზე ვერ ვიტყვით რომ სხვა დაისაკუთრა
2013, 7 აგვისტო, 11:18
ჰო მაგრამ ისიც რაგა სხვის საკუთრებას იყვარებს, სხვა ვერ ნახა თავისუფალი გოგო, რომელსაც შეიყვარებდა.:)))) უბრალოდ ზოგ კაცს სისხლში აქვს სხვისი თავისად ჩათვალოს და ეგაა მათი უბედურებააა, რაც არ გერგება არ შეგერგებაოოო:)
2013, 6 აგვისტო, 17:09
ვიცი და მაგიტომ ვამბობ რომ ეგ ყველას არ შეუძლიაა...
მითუმეტეს ორი გაუშვაააა?
ეგ უკვე მეტისმეტია:D
2013, 6 აგვისტო, 9:36
ჰო სიტუაციას გააჩნია, თუმცა ეგეთ დროს ქალსაც და კაცსაც დათმობა უნდა შეეძლოს რადგან ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ცხოვრება არ დაუმახინჯო სხვას და საკუთარ თავს, ძნელია სხვის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერენით ტკბობა:(
2013, 6 აგვისტო, 0:37
ალბათ ამ შემთხვევაში ასეც სჯობდაააა..მე ვერ დავთმობ მგონია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10