x
image
worldsport.ge
ნოვაკ ჯოკოვიჩი: “ნადალი და ფედერერი თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელები არიან”

imageორშაბათს, 24 ივნისს უიმბლდონის მორიგი გათამაშება აიღებს სტარტს. სხვებთან ერთად ამ პრესტიჟული საჩოგბურთო შეჯიბრების სტარტისთვის მსოფლიო რეიტინგსიის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩიც ემზადება.
- როგორ მოემზადეთ წლევანდელი უიმბლდონისთვის? წინასატურნიროდ რაიმე სიახლე ხომ არ შეგიტანიათ წვრთნაში?
- მზადება ჩვეულებრივი, ისეთივე იყო, როგორც გასულ წლებში. მე და ჩემი სამწვრთნელო გუნდის წევრებმა ძველებური პროგრამით ვიმუშავეთ. ბოლო 6-7 წელიწადია სტაბილური შემადგენლობის სამწვრთნელო შტაბი მყავს და ყოველი ტურნირის წინ, ასპარეზობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ მცირეოდენი კორექტივები შეგვაქვს. ამჯერადაც ყველაფერი გეგმიურად წარიმართა. მთავარი აქცენტი ცხადია, იმაზე გაკეთდა, რომ უიმბლდონის ტურნირს სრულ საბრძოლო განწყობაში შევხვდე.
- საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში რაფა ნადალთან ხუთსეტიანი ორთაბრძოლის შემდეგ წააგეთ. ამ მარცხის შემდეგ მდგომარეობიდან გამოსვლა მალე შეძელით?
- “როლან გაროსის” კორტზე ნადალთან პირველად ხომ არ წამიგია. მარცხი მარცხია და უშუალო კონკურენტთან წაგება სასიამოვნო ნამდვილად არაა, მაგრამ ჩოგბურთელი წინ უნდა იყურებოდეს და მომავალი შეჯიბრების მოსაგებად მოემზადოს.
- შესაძლოა, უიმბლდონის მეოთხედფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი შეხვდნენ...
- ნადალი და ფედერერი თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელები არიან, მათი დაპირისპირება კი სადღეისოდ საუკეთესო საჩოგბურთო პაექრობაა. რაც შეეხება ჩემი და ენდი მარეის მატჩებს, ჩვენ თითქმის სინქრონულად დავწინაურდით და ბოლო ხანს, კორტზე ერთმანეთის პირისპირ გასვლაც უფრო ხშირად გვიწევს. შესაძლოა, მომდევნო სეზონებში ჩვენმა მატჩებმა კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შეიძინოს.


გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0