x
image
worldsport.ge
რაფას თანამშრომლობა გასკესა და ჰილფიგერთან

imageსადღეისოდ მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერი რაფა ნადალი მონდომებით ემზადება ახალი საჩოგბურთო სეზონისთვის. ამჟამად მალიორკელი რიშარ გასკესა და ფრანგის მწვრთნელ სერხი ბრუგერასთან ერთად ვარჯიშობს. ეს თავად რაფამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა და ფოტოც დაურთო.
ამასობაში ნადალმა სასპონსორო ხელშეკრულება ტანსაცმლის ცნობილ ფირმა Tommy Hilfiger-თან გააფორმა და ამ ბრენდის საცვლებს გაუწევს რეკლამას. კონტრაქტის მიხედვით რაფას საბანკო ანგარიშზე 4 მილიონი დოლარი ჩაირიცხება.
“ნადალთან დიდი ხანია ვმეგობრობთ. მისი ჟინი და თავდაჯერებულობა ყოველთვის მომწონდა. დარწმუნებული ვარ, დადებითი პიროვნული თვისებები რაფას ჩვენი ბრენდების უკეთ წარმოჩენაში დაეხმარება”, - აცხადებს Tommy Hilfiger-ის დამფუძნებელი და მეპატრონე ტომას ჯეიკობ ჰილფიგერი.


გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0