x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სულგრძელი და ბრმა (რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული იგავი)

Romanticოდესღაც ცხოვრობდა ერთი, ბრმა ბიჭი. საცოდავი დატანჯული იყო თავისი სიბრმავით და უკვე ყველაფერი ეზიზღებოდა, გარდა თავისი სატრფიალო "მეორე ნახევრისა". გოგოც სულ თავს ევლებოდა, მუდამ მზრუნველობით ეკიდებოდა მის ყოველ ქცევას.



ასე გადიოდა დრო. გაიზარდნენ. ბიჭი სულ თავის სიბრმავეს მისტიროდა. გოგოს პირობაც კი მისცა, რომ ღმერთი მას თვალის ჩინს თუ მისცემდა, პირველს რასაც გააკეთებდა, მას შეირთავდა ცოლად.

ამ პირობის მიცემის შემდეგ, არ გავიდა დიდი დრო და გამოჩნდა დონორი. ბიჭი დაუფიქრებლად დათანხმდა ოპერაციაზე. ოპერაცია შედეგიანი აღმოჩნდა და ბიჭს ნანატრი თვალის ჩინი დაუბრუნდა.

მან მაშინვე თავისი პირობა გაიხსენა და მოინდომა თავისი "მეორე ნახევრის" ნახვა. ნახვამ იმედები გაუცრუვა: მისი "მეორე ნახევარი" ბრმა აღმოჩნდა. ბიჭმა მაშინვე უარჰყო თავისი პირობა და სხვა გოგოებისკენ გაექცა თვალი. თვალახელილმა აღარ მოინდომა ბრმის გვერდით ცხოვრება.

თვალცრემლიანი გოგო მიბრუნდა და მიმავალმა ჩუმად მხოლოდ ესღა თქვა: "გთხოვ, გაუფრთხილდი ჩემს თვალებს, ძვირფასო..."

მე, პირადად, შემძრა ამ ისტორიამ. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთები დღესაც ხდება და ასეთი უმადურებიც არსებობენ. ყველას გისურვებთ, ასე ყვარებოდეთ თქვენს მეორე ნახევრებს და ამ უმადური ბიჭისაგან განსხვავებით, დაგეფასებინოთ მათი თუნდაც ერთი ცრემლი.



11
217
13-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
217
  
2013, 3 სექტემბერი, 16:30
რა შუაშია კაცები?! უბრალოდ ყოველთვის ასეა, ვინც სხვისი გულისთვის ყველაფერს დათმობს ვერ აფასებენ სათანადოდ. :(
2013, 1 ივნისი, 0:40
ოხ ეს კაცებიი
2013, 31 მაისი, 23:08
ჰოდა სწორედ მათ ემართებათ დეპრესია, ვისაც სიყვარულში არ გაუმართლათ და იტანჯებიან. თუმცა ეს ხშირად დროებითია და მალე გაივლის ხოლმე.:)
2013, 31 მაისი, 23:04
მე კი ვფიქრობ რო ძალიან, ძალიან შორსაა :) რომანტიკა სიყვარულთან, სილამაზესთან ასოცირდება, დეპრესია კი მარტოობასთან, სიცივესთან და ა.შ.
2013, 31 მაისი, 23:00
ისე ერთი მეორისგან მაინდამაინც შორს არაა:)
2013, 31 მაისი, 22:59
:) დეპრესია რა არის ? :) არა დეპრესია არა, რომანტიკა შემომაწვა უფრო
2013, 31 მაისი, 22:58
სამნწუხაროდ, ასეთი დღეებიც არსებობს, როცა დეპრესიულები ვხდებით:(
2013, 31 მაისი, 22:57
სხვა რამის წერის ხასიათზე მეც არ ვარ და იმიტომ :) ხდება ხოლმე
2013, 31 მაისი, 22:54
რატომ დაგვასევდიანე ამ საღამოს, ბატონო ცხვედო:(
2013, 31 მაისი, 16:27
დამბურძგლა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10