x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ქიმერული სისტემა

ყალბი, რეალობასთან შეუსაბამო და არაობიექტური კრიტიკა არსებული ხელისუფლებისა, ამავე ხელისუფლებას აწყობს და ხელის შეშლის მაგივრად ხელს უწყობს მის უმართავ, ბნელით მოსილ მოძრაობას. ის თვალთმაქცობს როგორც დემოკრატიული, აკეთებს ხმაღალ განცხადებას ფართო მოსახლეობაში, თითქოს არავის აზრს არ თრგუნავს, მაშინ როცა ხალხი მის ნამდვილ შეცდომებს და არადემოკრატიულობას ვერ აცნობიერებს ვერ აღიქვამს კი მარა რა უნდა დათრგუნოს. გამოდის ის არ თრგუნავს იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს.
რაც არ უნდა თქვან, როგორც არ უნდა მარწმუნებდნენ, ჩვენთან დახურული სსაზოგადოებაა, ასეთი იყო წინა საუკუნეში და ასეთივეა დღეს. აქ განსხვავება მხოლოდ გარეგნულ ფორმებშია, დღესაც მოსახლეობის ნიველირებისკენ და სრული დამორჩილებისკენ არის სამთავრებო პოლიტიკა მიმართული როგორც უწინ და დღესაც განსხვავებულ აზრს მოღალატის და უმეცრების ელფერი გადსდევს. ეს იგივე კომუნისტური ტოტალიტარიზმის გაგრძელებაა, ოღონდ არა იარაღით, დახვრეტებით და სასტიკი სახალხო რეპრესიებით, არამედ ყალბი პროპაგანდით, დემაგოგიური პოპულისტური იდეოლოგიით დაშინებით და ილუზიით. დღევანდელ საქართველოში ახლად შემოსული სიტყვა”პი-არი” სხვა არაფერია თუ არა გუშინდელი “კკბს” კონტროლში გათქვეფილი პროპაგანდა.
საქმე ის გახლავთ რომ ასეთ ქიმერულ მართვის ფორმას არა მხოლოდ ხელისუფლება ახორციელებს არამედ ყოველი პარტია პოტენციურად მისი გამხორციელებელია, ამაში მალე დარწმუნდებით როცა მათ რიგებში შეხვალთ, ან ორიოდე დღე მოისმენთ მათ დიალოგს. არავის აწყობს ხალხს ბურუსიდან გამოახედოს რადგან ყველა ძალიან კარგად გრძნობს თავს ზედა ეშელონებში როცა მოსახლეობა ცხვარივით მიამიტნი და დამჯერები არიან.
ასეთ უსახურ ვითარებაში გონება გათიშულია, ფილოსოფიური აზროვნება, კრიტიკა და თვითკონტროლი იმდენად გაუფერულებული, მხოლოდ სიტყვის მასალად ქცეული და უპრესტიჟოა რომ ამაზე სერიოზული ლაპარაკი არც ღირს. ახლა გამსაზღვრელია რელიგიაა, რომელიც ამ სამიოდე წლის უკან ხელისუფლების მარჯვენა ხელი გახდა, ორივეს იერარხიული, ჩაკეტილი, დირექტიული და ყრუ მოსახლეობა აწყობს, დოგმებზე და ცრურწმენებზე დაფუძნებული, სადაც ხმამაღალი კითხვა რატოომ?? ან რისთვის?? ცოდვააა, ურწმუნოებაა როგორც რელიგიურად ასე მოქალაქეობრუვად. აქ ბრმად უნდა გწამდეს ორივესი მორჩა და გათავდა. გულში და ვიწრო წრეში რაც გინდა ილაპარაკე თუგინდ აგინე როგორც უმრავლესობა ეს საქებიც კია.
ეს გახლავთ იდეოლოგიური ტოტალიტარიზმი, რომლის უკან ლამაზ ფასადებს მიღმა იარაღიანი მკვლელები და ძველი “ნკვდეს” თანამშრომლები იმალებიან, მათი ვიწროდ გაგებული პოლიტიკა მხოლოდ ადგილების გადანაწილება-შენარჩუნებით არის განპირობებული, ამოცანა ასეთია: ჩვენ ხალხმა უნდა ვმართოთ ერთმანეთი მათ სასარგებლოდ, გამოგიტყდებით და ისეთ არნახულ შედეგებს აღწევენ ამ საკითხში რომ ბევრ მართველს შეშურდებოდა. ამას ნებისმიერი საღად მოაზროვნე, რომელიც ერთ კვირას მაინც დაყოფ ჩევნთან მიხვდება. სიყალბე, მოჩვენებითობა, ილუზიურობა და შიში, ეს ყველაფერი ძველი და კარგად ნაცნობი უხილავი იარაღებია ჩვენთვის ვინც კომუნისტურ დიქტატურაში ვიცხოვრეთ და კარგად ვცნობთ ახლაც იგივეს. ეს ყველაფერი დარჩა მაგრამ ამ საშინელ ხალხის დამმონებელ მეთოდებს ახლა შენიღბული და გალამაზებული სხეულები აქვთ, ისინი სითხესავით იღვრებიან ტვინში და კლავენ ადამიანობის შესაძლებლობას, მთავარ სულისკვეთებას და პათოოს პიროვნებისას. ახლა თეთრ ჩოხაში გამოწყობილი დიქტატურაა და ჯიპით მოსიარულე სულიერი მამების ხანა. “დემოკრატიაში მცხოვრები დემოოკრატიის არ მცოდნე ხალხი” ერთერთი უმთავრესი კრიტერიუმია დგევანდელობისა. დემოკრატიის მანტიაში გახვეული კომუნისტები ვერაფერ კარგს გვიქადიან, ვერა გზას გვანახებენ და ერთ დღესაც სულყველა გადავიჩეხებით უფრსკრულში. თუ არ დაარსდა მაიმპრეტირებელი, საგამანათლებლო უამრავი საზოგადოებები რომლებიც ხალხს ასწავლის დემოკრატისს ნამდვილ პრინციპებს, არსს და სულისკვეთებას.
ადრე თუ დახურული საზოგადოება ძირითადად ბუნებრივ და ნორმატიულ ანუ კონვენციურ კანონებს ვერ განასხვავებდა, (უფრო სწორედ არ იძლეოდა ზემდგომი ბელადები მისი განსხვავების საშვალებას.) არსებული ნორმები ბუნებრივი აუცილებლობის მქონედ იყო მიჩნეული და ტრადიციული რიტუალები, რელიგიური ან მაგიური ტაბუ ესახებოდათ მათზე მაღლა მდგომი და მათადმი მორჩილების მეტი არაფერი ამოძრავებდათ, დგევანდელი დახურული საზოგადოება ფოკუსირებულია არა მაგიაზე და რელიგიაზე არამედ სახელმმწიფოზე. ახლა ის ესახებათ მათზე მაღლა მდგომი, რომელთა შეცვლა, გამოცვლა ან რესტავრაცია ვითომდა არ ძალუძთ და მას მონურად მორჩილებენ. სადაც შეინიშნება ტენდეცია სახელმწიფოს გააფსოლიტურებისა, ხალახის დაჯერება რომ ინდივიდები, პიროვნენბები და საერთოდ მთელი მოსახლეობა უნდა ეწირებოდეს მის ინტერესებს, რომ ხალხი სახელმწიფოსთან მიმართებაში არაფერს წარმოადგენს და მხოლოდ მისგან გამომავალი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ, ყველა დახურული და ანომალური საზოგადოებაა.
ეს არის რუსული ველი, მისი მთავარი ელემენტია მოჩვენებითობა თვითონ ამ ხელისუფლებისა, რომლისგანაც თავი ვერ დავაღწიეთ, ვერ დავიხსენით. ველი არის სოციალური, ისტორიული სივრცე დასტრუქტურებული რაღაც ძალებით, ეს ძალები ადამიანებში ცხოვრობენ და მოქმედებენ, ესაა პათოსი, ვნებები, განცდები, სულიერი და ფსიქიკური ენერგიები. ამ ძალებს ყოველთვის აქვს რაღაც სახელმწიფოებრივი ნიშანი ან გამართლება, ეს არის ამ ველის სახელმწიფოებრივი ძალაუფლების სტრუქტურა. ჩვენთვის ის ველი რომელშიც ვიცხოვრეთ არატრადიციული და უცხოა ეს არის რუსული ველი, რომლის მთავრი იდეა ის არის, რომ ყველაზე მაღლა დგას სახელმწიფო და ადამიანი არაფერია, თუ არა მსახური სახელმწიფოსი სახელმწიფოებრივი იდეისა.
ასეთ სახელმწიფოში ხალხის მასა უსახო ადამიანების გროვად არის ქცეული რომელიც ადვილად მართვადია. ხელისუფლების პროპაგანდა თავისუფლებასა და თანასწორობას იყენებეს როგორც კაცობრიობის იდეალს ახალი ფორმის მონობის დასამკვიდრებლად. ასეთი ტოტალიტარული საზოგადოების რღვევა მაშინ იწყება, როცა გაცნობიერდება სახელმწიფო სისტემის, ნორმების ადამიანური წარმოშვება, ადამიანის თავისუფალი ნების, ინდივიდის, პიროვნების აღმატებულება მისგანვე შექმნილ სისტემაზე და მათი შეცვლის უმტკივნეულო შესაძლებლობა. მას თავად განსაზღვრეთ ყველამ რა უფრო საჭიროა დღეს?? უამრავი საგამანათლებლო სახლები რომელიც გააცნობიერებს ადამიანებს თავიანთ უფლებებში, სახელმწიფოს როლსა და საქმიანობაში, ადამიანურ ყოფიერებაში რომელიც თავისუფლების გარეშე კარგავს ყოფიერების არსს და დემოკრატიულ პრინციპებში რომელიც არის საფუძველი ჰუმანური, ღია საზოგადოებისა, თუ სხვა რამ. რა უფრო მნიშვნელოვანია დღეს ასე უცებ შეცვლილი სოციალური გარემოს ცოდნა და მასში ორიენტირება თუ გაზი, შუქი და კომპიუტერი რომლის არსებობას ყოველ დღე გვაყვედრიან და ურომლისოდაც ადამიანურად გვიცხოვრია არა ერთი წელი. თავად განსაჯეთ სად გადის ზღვარი მონობასა და ადამიანობის შორის.


ა.ვ.2010წ.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0