x
ჩვენი გმირები
2012, 21 ივლისი, 12:22

imageგმირები-ვინ არიან ისინი?ერთი შეხედვით უბრალო ადამიანები დიდი გულით.მათ სტკივათ, განიცდიან და ეშინიათ კიდეც, მაგრამ შიში ყველა ნორმალური ადამიანის თვისებაა.მთავარი ისაა, გადააბიჯო ამას და გააკეთო შენი საქმე.ნათქვამია“სულის სიმტკიცე ის კი არაა არასდროს დაეცე, არამედ დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვოო".გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან.თანამედროვე გმირები ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ჩვენ ხშირად ვაგვიანებთ მათ დაფასებას, რადგან განსაკუთრებული სიბრმავე დაგვჩემდა ქართველებს, გმირებს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ ვაფასებთ და არა მგონია გვამისთვის აღიარებას რამე აზრი ჰქონდეს.

გმირები ბევრნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მე მინდა ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ჯარისკაცების მიმართ.ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს სად ჯარისკაცი და სად გმირიო, მაგრამ ყოველი ჯარისკაცი არა აქვს მნიშვნელობა გამოუვლია თუ არა ომის ქარცეცხლი ის გმირია, იმიტომ, რომ მათთვის ყოველი დღე ბრძოლის ველია და ისინი იქ იმარჯვებენ.სამშობლო მათი საფიცარი ხატია და სამწუხარიდ იგი ხშირად მოითხოვს მსხვერპლს.ვინ მოსთვლის რამდენმა მათგანმა შესწირა თავი სამშობლოს სიყვარულს.ომი საშინელებაა.იქ, ბრძოლის ველზე ყოველ წუთას სიკვდილს უყურებ თვალებში.შეიძლება ყოველი ჩასუნთქვა უკანასკნელი აღმოჩნდეს.იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, რომ ვერასოდეს იხილავ შენთვის ძვირფას ადამიანებს.სწორედ მაშინ როცა გადარჩენისთვის იბრძვი გხვდება ტყვია, თვალთ გიბნელდება და ამბობ დედა.ალბათ ყველა მათგანის ბოლო სიტყვა დედაა, მათ ხომ ორი რამ უყვართ განსაკუთრებით სამშობლო და დედა.ხუჭავ თვალებს და ხვდები ზღაპრულ სამყაროში.იქ სადაც არაა ომი და მარადიული ბედნიერებაა, მაგრამ მიწაზე გრჩება ძვირფასი ადამიანები.გინდა იტირო სამოთხეში კი არ ტირიან.ეჰ, რამდენი მათგანი გამოეთხოვა სიცოცხლეს ისე, რომ ზოგს ოჯახის შექმნის საშუალებაც კი არ მიეცა.ზოგს შვილები დარჩა, ზოგიერთი კი ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას.

მათ არ ეშინიათ, მაგრამ აქვთ გრძნობები.უყვართ, სტკივათ და განიცდიან.თითოეული ჯარისკაცი მთელი საქართველოს შვილია.ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ!თქვენ გმირები ხართ ბიჭებო!მთელ საქართველოს უყვარხართ და თქვენზე მლოცველიც ბევრია.უფალი თქვენთანაა გმირებო!..

1395
2-ს მოსწონს
6
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
   ქართული კლავიატურა
2014, 8 ნოემბერი, 23:59
უბრალოდ სხვისი გმირობის დაფასება უჭირს ჩვენს ერს :/
2014, 6 ნოემბერი, 21:56
გეთანხმები. გმირები ჩვენს შორის ცხოვრობენ და ჩვენ ვხედავთ მათ ყოველდღე,ზოგჯერ გმირები თავადაც ვართ, უბრალოდ იმდენად გვაქვს გაფეტიშებული წოდება "გმირი" რომ გვავიწყდება,რომ ყოველი ის ადამიანი,ვისაც დღეს გმირებს ვუწოდებთ, თავის დროზე უბრალო მოქალაქე იყო თავისი ქვეყნის.
2013, 3 თებერვალი, 10:21
ამინ!ღმერთმა სასუფეველში ამყოფოს მათი სულები!:(ეჰ...
2013, 2 თებერვალი, 22:47
ხსოვნა იყოს ჩვენი ბიჭების :(
0 1 4
ქართველი გმირები : 300 არაგველი.ქართველი გმირები : 300 არაგველი.
საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი გმირი ახსოვს. ამ სტატიით კი მიდ...
ჩვენი დროის გმირები...ჩვენი დროის გმირები...
ქართველი კაციც გმირობაზე ლეგენდებს თხზავდნენ... როდესაც ქართველი გმირების ისტორიებს ვ...
ილია II-ის სიტყვებიილია II-ის სიტყვები
1) მტრებს ეგონათ, რომ საქართველოს ეკლესია უკვე მალე ჩაესვენება და დამთავრდება ისტორია საქარ...
გმირი ადამიანებიგმირი ადამიანები
გამარჯობათ ამ სტატიაში მინდა, რომ განახოთ გმირი ადამიანები, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს ჩვე...
ღვთაებრივი ტრიადაღვთაებრივი ტრიადა
ადამიანმა აზროვნების განვითარებასთან ერთად, ფართო გზა მისცა ქვეცნობიერის ფსკერზე ღრმად დალექ...
მასის ფსიქოლოგიამასის ფსიქოლოგია
მარიტას სულის მშვენიერება აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს ! გულში ია ამოსდიოდა! (ნატვრის ხ...
შოთა დემინაშვილის წარმატების ფორმულაშოთა დემინაშვილის წარმატების ფორმულა
იყო და არა იყო რა, იყო ადამიანი რომელსაც ეძინა, ეძინა და როცა გაეღვიძა ...
წიგნი თუ კომპიუტერი ?წიგნი თუ კომპიუტერი ?
დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფროსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლა...
"აკაკი წერეთლის გამზრდელის მიხედვიტ" მისაღებია თუ არა ჰაჯი-უსუბის განაცჰენი
ნაწარმოებში გვხვდება სრულიად განსხვავებული პიროვნებები. ბათუ, რომელიც არის ტრადიციების მიმდევარი დადამცველი, საფარ-ბეგი, რომელიც ...