x
image
worldsport.ge
თანამემამულეთა შეხვედრა რომში

imageარგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო ამჟამად რომში იმყოფება, სადაც “მასტერზ1000”-ზე ასპარეზობს. “დელპომ” შემთხვევით ისარგებლა, ვატიკანს ეწვია და მას რომის პაპმა ფრანცისკმა (ხორხე მარიო ბეგოლიო) აუდიენცია მოუწყო.
“რომის პაპთან შეხვედრა დაუვიწყარი რამაა. ამ დღეს არასდროს დავივიწყებ. ბავშვობის ოცნება ავიხდინე. აუდიენციის დაწყებამდე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მისი უწმინდესობა ისე მშვიდად მესაუბრა, მისი განწყობა მეც გადმომედო. ყველამ კარგად ვიცით, რომის ამჟამინდელი პაპი როგორი მოკრძალებული ადამიანია და მასთან ურთიერთობა არა მარტო დაუვიწყარია, ფრიად სასარგებლოცაა”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დელ პოტრომ.
ხუან მარტინმა რომის პაპს ის ჩოგანი აჩუქა, რომლითაც 2009 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო, პაპმა ფრანცისკმა კი დელ პოტრო დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა როგორც პირად, ასევე სპორტულ ცხოვრებაში.
რომის პაპთან შეხვედრას ხსვა ჩოგბურთელებიც – არგენტინელები კარლოს ბერლოკი და ორასიო სებალიოსი, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი, მექსიკელი სანტიაგო გონსალესი და ხორვატი მარინ ჩილიჩი – ესწრებოდნენ.


www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0