x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ბზობის" დღესასწაულზე თევზის მირთმევა შეიძლება
imageმოგეხსენებათ, უმძიმესი მარხვაა, მაგრამ "ბზობის' დღესასწაულზე, მომავალ შაბათ - კვირას შესაძლებელია თევზის ნაირსახეობის მირთმევა. თუმცა კერძი, რომლის მომზადებასაც გთავაზობთ, განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის.თევზის წვნიანი, რომლის მომზადება უმარტივესია, მოითხოვს შემდეგი დასახელების ინგრედიენტებს:

1) თევზი - 1 კგ:

2) პურის ფქვილი - 0, 5 ჩ/ჭ:

image3) მჭადის ფქვილი - 0, 5 ჩ/ჭ:


4) გატარებული ნიგოზი - 1 ჩ/ჭ:

5) ხახვი - 3 თავი:

6) ტომატი - 1 ჩ/ჭ:

7) ზეთი - 100 გრ.

8) უცხო სუნელი - 1 ჩ/კ.,

თავდაპირველად უნდა გავასუფთავოთ თევზი, გავრეცხოთ და დაჭრის შემდეგ მჭადის ფქვილსა და მარილში ამოვლებული imageგავამზადოთ შესაწვავად.პარალელურ რეჟიმში ჭურჭელში ჩავყაროთ ერთი ჩაის
ჭიქა გატარებული ნიგოზი, ზემოთ მითითებული რაოდენობის პურის და მჭადის ფქვილთან ერთად, დავუმატოთ ერთი ჩაის კოვზი უცხო სუნელი და ავურიოთ.

რაც შეიძლება წვრილად უნდა იყოს დაჭრილი ხახვი, რომელსაც მოვშუშავთ ზეთში და დავამატებთ ერთ ჩაის ჭიქა ტომატს წინასწარ გახსნილ ნახევარ ლიტრ გადადუღებულ წყალში.ოდნავ imageწამოვადუღებთ და გადმოვდგამთ. ცოტა რომ განელდება, შეგვიძლია ჩავასხათ უკვე მომზადებულ მასაში და ავურიოთ ხის კოვზით.

ყველაფერი ერთად გადავიტანოთ მოზრდილი ზომის ქვაბში და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, თან ვურიოთ.როგორს კი დაიწყებს დუღილს, გადმოვდგათ და
imageგავანელოთ.განელებულ მასას უნდა
მივცეთ მარილი გემოვნებით და სურვილის მიხედვით წითელი წიწაკა.

მომზადებული მასა შეგვიძლია უკვე შემწვარ თევზს ზემოდან გადავასხათ, ან თევზი ჩავაწყოთ ამ მასაში.კერძი მზადაა და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ.

გემრიელად მიირთვით.

9
276
36-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
276
  
2013, 27 აპრილი, 15:38
უფ უფ უფ რა გემრილეიაა მარხვისთვის ზედ გამოჭრილი ^ ^
2013, 25 აპრილი, 0:33
:)
2013, 23 აპრილი, 20:42
გემრიელი იქნება))))
2013, 23 აპრილი, 18:07
ძალიან კარგია.:)))
2013, 22 აპრილი, 23:38
გემრიელი :D
2013, 22 აპრილი, 19:44
მჭადი მმმ ♥
2013, 22 აპრილი, 19:14
აი აი აი ძალიან გემრიელია ცხელ ლავაშზე ან მჭადზე.D;
2013, 22 აპრილი, 19:12
აუცილებლად გავაკეთებინებ
0 1 9