x
image
ინტერ-გოგონა
რომ მომაკითხავს იმ ქვეყნის ღმერთი,მოვკვდე კი არა მოგიკვდე მინდა....
imageისევ ჩვეულებრივი დღე...

დამღლელი დღის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი...

სანამ სახლამდი მივალ სასაფლაო უნდა გავიარო.ყოველთვის თვალს ვარიდებ მეორე მხარეს ვიყურები ცუდ განწყობაზე ვდგები..

"ვაიმე შვილო შენც ცოდვა ხარ და ეგ ხომ არის და არის"


ჩაილაპარაკა ჩემს უკან მჯდომმა ქალმა სევდიანი ხმით...უცებ ფიქრებიდან გამოვერკვიე მოპირდაპირე მხარეს გავიხედე და შავებში ჩაცმული გოგონა დავინახე ჯერ კიდევ გაუსწორებელ მიწასთან იჯდა თავდახრილი და ტიროდა..

ჩემ უკან მჯდომ ქალს ეხლა მეორე აყვა..

"ჯერ მხოლოდ ოცდაერთი წლისა"

"საცოდავი" ერთხმად აყვა მთელი მარშუტი..

ორი გაჩერების ადრე ჩამოვედი აღარ მინდოდა კიდევ რამე მომესმინა..

ვფიქრობდი რომელი უფრო ცოდვა იყო ვინც დარჩა თუ ვინც წავიდა?

ყველაფერი ერთმანეთში აირია...

სიცივემ შემაფხიზლა..

ნაბიჯს აუჩქარე მარტოობამ შემაშინა, მინდოდა რაც შეიძლება მალე მივსულიყავი სახლში, სახლში სადაც მელოდებოდნენ...

კითხვაზე თუ რომელი უფრო ცოდვა იყო პასუხი ვერ მეპოვნა..

მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ ბედნიერი მკვდარია თუ შეიძლება საერთოდ ამის თქმა...

ცრემლები გააყოლეს

ვიღაცას გული დასწყვიტა

ვიღაცას ენატება

მომგონებელი ყავს...

საკუთარმა ფიქრებმა შემაშინა....

სწრაფად ავირბინე კიბეები..

ჩემს საყვარელ ადამიანებს თვალი მოვავლე და გავიფიქრე:

"რომ მომაკითხავს იმ ქვეყნის ღმერთი, მოვკვდე კი არა მოგიკვდე მინდა"

ოღონდა იმედს ვიტოვებ რომ ეგ დღე მალ არ დადგებააა...

სიყვარულით ინტერ-გოგონა





2
37
8-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
37
  
2013, 14 სექტემბერი, 21:58
კარგი სიტყვებია...
ვინც ახსოვთ ის არ კვდება
0 1 2