x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
გნოჩი - იტალიური პილმენი.
მასალა: 1 კგ. კარტოფილი.

3/4 ჭიქა(ან ცოტა მეტი) ფქვილი.

1/2 ჩ.კ. მარილი.

მომზადების დრო: 45 წუთი.


გნოჩი იტალიური პილმენია, რომელსაც მიირთმევენ როგორც ცალკე, ასევე ყველანაირ კერძთან, სოუსთან ერთად ან ამატებენ სუპში. ძალიან მოსახერხებელია მისი მოხარშვა და შემდეგ გაყინვა.

image
გნოჩისთვის კარტოფილს არ ხარშავენ, არამედ ღუმელში აცხობენ 200 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში. კარტოფილს ირჩევენ დიდი ზომისას რომ გული დარჩეს რბილი. როგორც კი გამოიღებთ ღუმელიდან შუაზე ჩაჭერით და აცალეთ გაცივება.

ამოიღეთ კარტოფილის გული და ან დააბლენდერეთ ან კარგად დასრისეთ, რომ გამოვიდეს ერთგვაროვანი პიურე. მოაყარეთ მარილი. image

ცომის გასაკეთებლად ფქვილი დაყარეთ ისეთ ზედაპირზე, რომ ცომი არ მიეკრას. დაუმატეთ პიურე და მოზილეთ. საჭიროებისამებრ დაუმატეთ ფქვილი. როცა შესაძლებელი იქნება ცომის გაბრტყელება, გააკეთეთ გრძელი გუნდა და დაჭერით, თითებით ცოტა გააბრტყელეთ.

image
გნოჩი მზადაა მოსახარშათ. როგორც კი პილმენი ზედაპირზე ამოტივტივდება ე.ი. მოხარშულია. გემრიელად მიირთვით!

0
412
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0