x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უგემრიელესი სამარხვო "ბრაუნი"

image"ბრაუნი" ამერიკული სამზარეულოს ნამდვილი სიამაყეა. ამჯერად გთავაზობთ კლასიკური ნამცხვრის ვეგეტარიანულ ანუ სამარხვო ვარიანტს, რომელიც არაფერით არ ჩამოუვარდება ორიგინალს.



მოსამზადებლად დაგვჭირდება:



170 გ. ფქვილი
180 გ. შაქარი
1. ს.კ. კაკაოს ფხვნილი
1. ჩ.კ. გამაფხვიერებელი
230 მლ. სოიოს რძე (შეიძლება ასევე წყალი)
5 ს.კ. ზეთი
200 გ. შავი სამარხვო შოკოლადი
200 გ. თხილი (ნიგოზი, მიწისთხილი ან სხვა ამგვარი)
ვანილი
მარილი

გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე.

150 გ. შოკოლადი დაამტვრიეთ და გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ კი დააცადეთ სანამ ოდნავ გაგრილდება.

ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილი. აურიეთ და დაამატეთ სოიოს რძე, ზეთი და გამლღვალი შოკოლადი. კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი შოკოლადის ნატეხები და დაჭრილი თხილი. ისევ კარგად აურიეთ, გადაიტანეთ ცხიმწასმულ ყალიბში (დაახლოებით 20 სმ.-ის კვადრატული ფორმა) და გამოაცხვეთ 20-25 წთ.-ის განმავლობაში.

გამოიღეთ, დააყოვნეთ 5 წუთი და მიირთვით თბილი.

2
813
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
813
  
2015, 23 თებერვალი, 13:06
:))) გამაცინე მანჩო, გაიხარე:))
2015, 23 თებერვალი, 12:35
ვიღაცას არ მოეწონა შენი " ბრაუნი"., ნათი... ეტყობა მძიმე მარხვაზეა:D
მაპატიებს ამ ხუმრობისათვის ღმერთი:)
0 1 2