x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კარტოფილის კოტლეტი სოკოთი
imageყოველი დიასახლისის დღე ფინჯანი ყავის შემდეგ, იწყება ფიქრით: “დღეს რა გავაკეთო“?! მითუმეტეს როდესაც მარხვაა ან დიასახლისი სრულიად გამოუცდელია.

ადვილ და გემრიელ საჭმელზე -პირველი ასოცირდება ძირითადად შემწვარი კარტოფილი, მაგრამ შეგიძლიათ ამ მარტივი რეცეპტით ისარგებლოთ და კარტოფილის განსხვავებული ვარიაცია შესთავაზოთ ოჯახს.


პორცია -6

მომზადების დრო - 1სთ და 40 წუთი



პროდუქტები 6 პორციისთვის :


კარტოფილი - 1, 5 კგimage
ახალი სოკო - 200გრ (შამპინიონი იგივე ქამა)

ფქვილი - 2ს/კ (სუფრის კოვზი)

მარილი - 1ჩ/კ (ჩაის კოვზი)

პილპილი - გემოვნებით

ზეთი - საჭიროების მიხედვით

ხახვი - 1-2 ცალი (წვრილად დაკეპილი) image


მომზადების წესი :


1. კარტოფილს ვფრცქვნით, ვრეცხავთ და ვჭრით.

2.გარეცხილ და დაჭრილ კარტოფილს ვათავსებთ ქვაბში, ვასხავთ ცივ წყალს და ადუღებიდან 20-30 წუთის შემდეგ ვიღებთ უკვე მოხარშულ კარტოფილს.

3.მოხარშულ კარტოფილს ვუღვრით წყალს და ვაკეთებთ პიურეს.(წყალს ბოლომდე არ ვღვრით, შეგიძლიათ 1 ჭიქა დატოვოთ და დაარეგულიროთ პიურეს სისქე.)გათქვეფილ კარტოფილს ვამატებთ ცოტაოდენ ზეთს და მარილს.

4.სანამ კარტოფილი იხარშება შეგიძლიათ იზრუნოთ გულსართზე.

ვიღებთ სოკოს, ვრეცხავთ და ვჭრით წვრილ ნაჭრებად.

ხახვს ვასუფთავებთ, ვრეცხავთ და ვჭრით წვრილად .

5.ვაცხელებთ ტაფას, ვასხავთ 30 გრ ზეთს და ვყრით სოკოს, ტაფა გვიდგას დაბალ ცეცხლზე.მოგვიანებით 10 წთ შემდეგ ( სანამ სოკო ბოლომდე შეიწვება) ვაყრით ხახვს და ერთად ვშუშავთ კიდევ 5 წუთი.შემდეგ ვაყრით მარილს და პილპილს გემოვნებით.

6.ვრთავთ ელექტრო ან გაზის ქურას .

7.სველი ხელით ვიღებთ კარტოფილის საშუალო გუნდას და ვაბრტყელებთ ხელით.ზედ ვადებთ სოკოს 1 ჩ/კ გულსართს და ვცდილობთ შევკრათ პირი ისე, რომ სოკო მთლიანად მოექცეს პიურის გარსში.

8.კოტლეტს ფორმის მიცემის შემდეგ ვავლებთ ან საფანელში (დაფქვილი “სუხარი“), ან მჭადის/პურის ფქვილში.

9.საცხობ თუნუქის ფირფიტაზე (“, ჟარონა “) ვუსმევთ ზეთს წინასწარ და ვალაგებთ კოტლეტებს.

10.ფირფიტას ვათავსებთ ქურის შუა თაროზე და საშუალო სიმხურვალეზე ვაცხობთ სანამ კარტოფილი ოქროსფერს არ მიიღებს.

11.სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ აჯიკასთან ან სოკოს სოუზთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!


0
333
6-ს მოსწონს
ავტორი:ვ.ი.ქ.ტ.ო.რ.ი.ა
ვ.ი.ქ.ტ.ო.რ.ი.ა
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0