შოუბიზნესი შეწყდება თუ არა "Victoria's Secret"-სა და მირანდა ქერის შორის დადებული კონტრაქტი? 2013, 11 აპრილი, 15:14
რთული სათქმელია რომელ რეპუტაციაზე მიდის საუბარი, მაშინ როდესაც მირანდა მოსიყვარულე ცოლი და მზრუნველი დედაა. მას ძალიან ხშირად აფიქსირებენ სწორედ ოჯახის გარემოცვაში და თითქმის არასოდეს არის შვილის გარეშე. შესაძლოა სინამდვილეში სწორედ ის ფაქტი, რომ მოდელი ძალიან დიდ დროს უთმობს საკუთარ ოჯახს, გახდა მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი. თუმცა ალბათ კომპანიის მმართველებს ჯერ კიდევ აქვთ დრო გადაწყვეტილებაზე დაფიქრდნენ. კონტრაქტის მიხედვით მირანდას "Victoria's Secret Fashion Show 2013"- ზე გამოსვლა მაინც მოუწევს. ამტყდარი მითქმა-მოთქმის გასანელებლად მარკეტინგის სამსახურის უფროსმა განცხადა, რომ ჯერ-ჯერობით მირანდასთან დაშორებს არ აპირებენ და ნებისმიერ შემთხვევაში ის მათთვის ყოველთვის გამორჩეულ "ანგელოზად" დარჩება. მოდელის თაყვანისმცემლები ამ განცხადებამ ვერ დაამშვიდა. ისინი ელოდებიან იმ ცნობას, რომ მირანდასთან ახალი კონტრაქტი დაიდება და კვლავ მიეცემა საშუალება განაგრძოს მუშაობა "Victoria's Secret"-ში. 51 5-ს მოსწონს
|