x
image
Soffia
ინცინდენტი შოუში - ეკო ფანგანი სცენაზე დაეცა და ცეკვა შეწყვიტა.

imageამ დროისათვის ალბად საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ადევნებს თვალს იმედის ეთერში მიმდინარე შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავებს". შოუში დღეს "კინო ტურია". მოცეკვავეები ასრულებენ სხვადასხვა ფილმების თემებზე შექმნილ ცეკვებს. გულახდილად გითხრათ, ამ შოუს დიდი გულშემატკივარი არა ვარ... ახლაც ვიჯექი ნოუთბუქთან და ინტერმედიაზე სტატიებს ვკითხულობდი... ტელევიზორი ჩართული იყო და შორიდან მესმოდა წამყვანების ხმა... გამოაცხადეს, რომ მორიგი ცეკვა არის ფილმიდან "მეხუთე ელემენტი". ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმია და მომინდა მენახა რა ცეკვას შემოგვთავაზებდნენ "ვარსკვლავი" და მისი მეწყვილე. მოვკალათდი ტელევიზორის წინ, მუსიკა დაიწყო, პირველივე მოძრაობა საკმაოდ რთული და ამავდროულად უიღბლოც გამოდგა. უხერხული მოძრაობის შედეგად ჩვენი "ვარსკვლავი" მოულოდნელად იატაკზე აღმოჩნდა და ვეღარც ცეკვის გაგრძელება შეძლო. წამყვანებმა რეკლამა გამოაცხადეს. ეთერში დაბრუნების შემდეგ კი თიკო სადუნიშვილმა ეკო ფანგანის თაყვანისმცემლებს მიმართა და დაამშვიდა, რომ საშიში არაფერია დავარდნის შედეგად მხოლოდ სახეზე აქვს კვალი, ისიც უბრალოდ ტუჩი აქვს შეშუპებული და მე თუ მკითხავთ უხდება კიდევაცო... :) იმედია ტრამვა მართლაც არ არის სერიოზული. ალბათ საკმაოდ რთულია ასეთი მომენტის შემდეგ ისევ გამოხვიდე სცენაზე და იცეკვო, მაგრამ როგორც ჩანს დღეს შოუს ბოლო მონაწილე წყვილად მაინც მოგვევლინებიან ეკო ფანგანი და რეზიკო რობაქიძე. წარმატებები ვუსურვოთ... :)image

11
5920
23-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
5920
  
2012, 11 დეკემბერი, 12:02
აზზე ხარ რა თარსი თვალი გქონია?:DDDDD შენი ბრალია რომ წაქცეულა:D ვაბშე არ მიყურებია მაგ გადაცემისთვის.
2012, 10 დეკემბერი, 20:31
ამ ბოლო დროს მეც მომწონს ეს გოგო... საყვარელია ძალიან
მაგრა ცეკვავე მაგრად მიყვარხარ
2012, 28 ნოემბერი, 12:02
მაგრა მევასება ეკო
2012, 28 ნოემბერი, 0:07
ქართველი "სელებრითია" ფაქტიურად :D მოდელია, ქართულ "ფეშენ საზოგადოებაში" ცნობილი პიროვნება. და ამჟამად ვარსკვლავის სტატუსით ცეკვავს პროექტში ცეკვავენ ვარსკვლავები. :)
2012, 28 ნოემბერი, 0:05
მერე რა:)))
2012, 27 ნოემბერი, 22:16
ვინაა ეს ეკო ფანგანი გამაგებინეთ
2012, 26 ნოემბერი, 23:43
საქმე არ გაქვთ რა... შეეშალათ მერე რა??? რა იყო აქ გასახმაურებელი :X
2012, 26 ნოემბერი, 23:21
მართალი გითხრა მეც არ ვუყურებ... როგორც უკვე დავწერე შორიდან ვუსმენდი, მაგრამ ძალიან შემეცოდა მაინც :(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10