x
image
Soffia
სოფო ნიჟარაძე ისევ თბილისშია!

imageბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ კურორტ, კუშადასზე ისვენებდა. თუმცა გაირკვა, რომ ის იქ მხოლოდ სამ დღიან ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. ასე ვთქვათ "გაქცევის" ვერსიას ის ფაქტი ამძაფრებდა, რომ ცოტა ხნის წინ მედია საშუალებები აჭრელდა მისი ფრაზით, რომელიც დავით გოგიშვილს უთხრა. საუბარია იმაზე, რომ როდესაც სოფო "ვერის უბნის მელოდიების" დასრულების შემდეგ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებდა, საპროტესტო აქციას გვერდი ჩაუარა და მასში მონაწილე დავით გოგიშვილს მიმართა ფრაზით: "ციყვი არ გრცხვენია?" ამ ფრაზამ საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია და ღიად დაიწყო მის მიმართ უარყოფითი ემოციების გამოხატვა. ამ ყველაფერს საეჭვოდ დაემთხვა ის, რომ სოფო როგორღაც თვალს მიეფარა... გუშინ, გვიან ღამით მან საკუთარი "ფეისბუკი"-ს საშუალებით თვითონვე გაასაჯაროვა თავისი ადგილსამყოფელი. დააფიქსირა, რომ იმ მომენტში იმყოფებოდა თბილისში, კონკრეტულად კი სასტუმრო "Holiday Inn Tbilisi"-ში. მისი"პოსტით" თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ მომღერალმა დაბრუნების აღსანიშნავი პატარა წვეულება მოაწყო. "რამდენი ვააართ :-) " დაწერა სოფომ და ასევე მეგობრებსაც აქტიურად მოუწოდა შეერთებოდნენ მხიარულებას. კომენტარებში კი რამდენჯერმე აღნიშნა თუ როგორ მოენატრა მეგობრები. სოფო ნიჟარაძე თბილისს უკვე დაუბრუნდა, მაგრამ როდის დაუბრუნდება ის ტელეეკრანებს უკვე სხვა საკითხია.image

8
3904
9-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
3904
  
2013, 28 იანვარი, 19:28
სდფ
2012, 15 ნოემბერი, 23:07
არ მგონია
2012, 8 ნოემბერი, 10:58
მართალი ხარ:))
2012, 7 ნოემბერი, 22:34
მართალია რო მიშა ხერხამდა????
2012, 7 ნოემბერი, 20:58
საქმე ნახეთ,მაგისთანებით სავსეა ქართული შოუბიზნესი. ეგენი ერთი უბრალო ქართველი გოგოს ფეხის ფრჩხლადაც არ ღირან
2012, 5 ნოემბერი, 23:33
სტატიას სათაურით "როდის და როგორ დადის სოფო ნიჯარაძე ტუალეტში" ძაან ბევრი ნახვა ექნება დარწმუნებული ვარ ნუ სოფო რა ნებისმიერი ცნობილი აიღე თუ გინდა
2012, 5 ნოემბერი, 22:06
ალბათ კი :D :D
2012, 5 ნოემბერი, 21:59
:D :D :D ტუალეტში რომელ საათზე გადის ეგ არ აინტერესებთ ნეტა ვინმეს? :D :D :P :P :P
0 1 8