x
image
Soffia
ჯანეტ ქერდიყოშვილის განცხადება!

imageტელეკომპანია იმედის პოპულარული შოუს, "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს მეოთხე ტურიდან პროექტი ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ირაკლი ცაბაძის წყვილმა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერმა ჯანეტმა ამ ტურში ჟიურისაგან შედარებით კარგი შეფასებები და ქულები დაიმსახურა, მაინც ვერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გადასვლა. გოგონას ძალიან დასწყვიტა გული პროექტის დატოვებამ, მან საკუთარ "ფეისბუკზე" საკმაოდ თბილი განცხადება გააკეთა: “უგრმესი მადლობა ჩემებო!!! მადლობა, რომ ჩემს გვერდით იყავით ამდენი ხნის განმავლობაში:* მამხნევებდით და სტიმულს მმატებდით!!! მე ამას არასდროს დაგივიწყებთ და ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეთ!!! რა თქმა უნდა ძალიან დამწყდა გული, ძლივს ვიკავებდი ცრემლებს სცენაზე, მაგრამ როდესაც დედიკო ჩამეხუტა და მითხრა ყველაფერი კარგად იქნება, ვეღარ მოვითმინე და ავტირდი...მაპატიეთ... უგრმესი მადლობა !!! თითოეულ თქვენთაგანს, თქვენი წერილებისთვის და SMS-სთვის !!! მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ერი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული სითბოთი, სიკეთით და ძალიან ძლიერი გვერდში დგომით!!! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ :* “ image

უნდა ითქვას, რომ როგორც აღმოჩნდა ჩვენი "მის საქართველო 2011" ცეკვის განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩევა, მაგრამ პროექტში არსებულ რამდენიმე სხვა მონაწილეზე უკეთ ნამდვილად ცეკვავდა. აღსანიშნავია რომ ჯანეტს ბევრ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ მისი ერთ-ერთი ჰობი სწორედ ცეკვაა. რაც შეეხება განათლებას, იგი ამჟამად ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება.


P.S. ბოდიშს გიხდით ციტირებულ ტექსტში არსებული გრამატიკული შეცდომებისთვის.

4
5442
14-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
5442
  
2012, 14 ნოემბერი, 17:52
ცოდოა :(
2012, 5 ნოემბერი, 20:57
:)))
2012, 5 ნოემბერი, 20:55
არ შემიძლია არ დაგეთანხმო :)
2012, 5 ნოემბერი, 20:43
თაკო გაჩეჩილაძეს ნაღდად ჯობია
0 1 4