x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
შეხვედრა

imageდა, აი, ამდენი ხნის მონატრების შემდეგ, როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს. სხვების თვალში ეს ალბათ არ იყო ის ამაღელვებელი თვალზე ცრემლ მოსაყენებელი შეხვედრა, როგორც წესით დიდი ხნით მონატრებულ შეყვარებულებს აქვთ ხოლმე, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს შეხვედრა უფრო მეტი იყო ვიდრე ამაღელვებელი. მართალია ერთჯერადი ჩახუტებითა და ლოყაზე კოცნით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ალბათ ნებისმიერმა გამვლელმა შეამჩნია როგორი ენერგია გამოსჭვიოდა ჩვენი თვალებიდან. ჩემი კომპლექსიანობის ბრალია, რომ
ქუჩაში და საერთოდ ხალხმრავალ ადგილას გრძნობების გამომზეურებას ვერიდები, არადა ტანჯვის ფასად მიჯდება მათი დამალვა... ერთადერთ რაც შემიძლია, ხელი ჩავკიდო და ბედნიერი სახით ვიარო.
– ეგ არის შენი მონატრება? ასე და ისე მენატრებიო?

საყვედური ამკიდა უეცრად.
– კარგი რა, ხალხი გვიყურებს.
– მე რაა, გვიყურონ, განსაკუთრებულს რას დაინახავენ
წელზე მომხვია ხელი და მიმიზიდა, ელდანაცემიცით უკან დავიხიე, თან გარშემო მიმოვიხედე, ყველაგან ნაცნობი მელანდება. სახეზე წყენა აღებეჭდა, ხელი მაგრად ჩამჭიდა და კიდევ მიმიზიდა, წამით მოასწრო კიდეც კოცნის მოპარვა, რომ უეცრად წამოვიყვირე
– მამაჩემი!
– აბა სად?
– აი, იქით ბანკიდან გამოვიდა
– აბა რომელია?
– მოიცა, ვერ დამინახა, უფ კიდევ კაი
ამოვისუნთქე გულდამშვიდებულმა.
– რომ დავენახეთ, მერე რაა?
– ოჰ, კაი რა. . .
როცა ვშორდები, მერე ვბრაზდები ხოლმე ჩემს თავზე, ხომ შემეძლო
უფრო თბილი და ალერსიანი ვყოფილიყავი მეთქი, მაგრამ არ გამომდის. დგება წუთი როცა მისგან გაგცევაც კი მინდა, ოღნდ არა იმიტომ რომ ნაკლებად მიყვარს, უბრალოდ საკუთარ თავს ვერ ვაჯერებ მის ნამდვილად არსებობაში, მგონია ერთ დღესაც საპნის ბუშტივით გამიქრება და გულდაწყვეტილი დავრჩები. ჩემს მკვეთრ და უეცარ ცვლილებას ყოველთვის ამჩნევს და კითხვებით თავბრუს
მახვევს ხოლმე.
– რა გჭირს? რა გემართება?
– არაფერი. . .
– როგორ არაფერი, ნუ იცი ეს გაურკვეველი პასუხები
– უუფ, არაფერი რა, რა უნდა მჭირდეს
საბოლოოდ ვკამათობთ და მერე ვიბუტებით, მიზეზი კი ყოველთვის ჩემი უცნაური ხასიათია, რომლის ახსნას მეც ვერ ვახერხებ. ხშირად მიფიქრია, სათქმელს თავიმოვუყარო და ჩემი ფიქრები გავანდო, მისი დაკარგვის შიშთან დაკავშირებით მეთქი, მაგრამ ლაპარაკს რომ ვიწყებ, შუა გზაში ვჩერდები და უაზროდ ვბლადუნობ. რომ ვუთხრა შენი დაკარგვის მეშინია მეთქი დამცინებს და მეტყვის
– ნამდვილი ბოთე ხარ
თან ლოყაზე მომითათუნებს ხელს, თითქოს პატარა გამოშტერებული ბავშვი ვიყო, მაგრამ ეს უაზრო ბლადუნიც ყელში ამოსდის და ჩემგან გასაგებ, კონკრეტულ მასუხს დაჟინებით ითხოვს ხოლმე, მე ვჯიუტობ და ისევ ვჩხუბობთ.
*************************************
– ღმერთმა არ ქნას და ჩვენ თუ ოდესმე დავშრდით, რა იქნება ამის მიზეზი თუ იცი?
– აბა რა?
– რა და უაზრო რაღაცებზე რომ მიშლი ნერვებს და მაბრაზებ
გაბუტული სახით შევხედე, ყოველთვის მე როგორ ვაბრზებ? თუმცა ვაღიარებ, თითზე ჩამოსათვლელადაც არ ღირს, ერთი შემთხვევა რომ მაინც გავიხსენი, როცა მან გამაბრაზა.
– კარგი რა, ნუ იცი წარამარა მაგის თქმა, დაშორება გინდა?
– მე კი არა შენ გინდა, შენი ყველა საქციელი მაგაზე მიუთითებს.
დაიწყო თავისებური (გავიფიქრე)
– რას გაჩუმდი? მართალი არ ვარ?
– ოოჰ, კაი რა
ყველაზე მეტად ეს პასუხი აღიზიანებს
– რომ არ მიყვარდე, მეც არ ვიცი რას გიზამდი
– წარმოიდგინე რომ არ გიყვარვარ, აბა რას მიზავ?
_წარმოდგენაც არ მინდა
ხმამაღლა გამეცინა, თუმცა გავიფიქრე, ღმერთს მადლობა რომ გიყვარვარ მეთქი
– ისე ოდესმე შენ თუ სხვას გაყვები და რამდენიმე წლის მერე შევხვდებით ერთმანეთს რას იგრძნობ?
– მოიცაა, სხვას რატო უნდა გავყვე?
– არა, უბრალოდ ერთ წამით დაუშვი, რომ ასე მოხდეს, მე რომ დამინახავ, ხომ ისევ გაიღვიძებს შენში გრძნობა? მე ალბათ თავს ვერ შევიკავებ და თავიდან ვეცდები შენს მოხიბვლას, შენ რას იზამ?
– რავიცი . . .
ჩაფიქრებულმა ვუპასუხე
– უღალატებ ქმარს ჩემთან?
რამდენიმე წამით ჩავფიქრდი, ვხვდებოდი მის ასეთ უცნაურ კითხვებს რაღაც დატვირთვა ქონდა, მის თვალებში გამომცდელი მზერა ამოვიკითხე
– თუ ქმარი მეყოლება, მის მიმართ ოდნავი პატივისცემა მაინც მექნება...
გამაწყვეტინა
– უღალატებ თუ არა?
– არა არ ვუღალატებ.
აშკარად შეეტყო მზერა შეეცვალა, ჩემსკენ წამოიწია
– კიდევ კარგი, რომ გეთქვა ვუყალატებო, არც დავფიქრდებოდი, ისე გადაგაგდებდი ფანჯრიდან
– გადარჩენილი ვარ.
– ალბათ ხვდები, რომ ამ შემთხვევაში ჩემი თავი წარმოვიდგინე შენი ქმრის ადგილას
– მეც შენ მყავდი წარმოდგენილი, სწორად ჩავწვდი შენს ქარაგმულ მონაჩმახს.

0
32
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0