x
image
Soffia
გიორგი ყორღანაშვილი უკვე ისრაელშია! (+ გამგზავრების ვიდეო)

imageუკვე დიდი ხანია რაც გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად გამართულმა კამპანიამ მთელი საქართველო მოიცვა. შეგახსენებთ, რომ მსახიობს ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება. აღნიშნული ოპერაცია კი საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში ტარდება, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. მის დასახმარებლად და საჭირო თანხის მოსაგროვებლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები გაერთიანდნენ. ისინი სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებით ცდილობდნენ საჭირო თანხის მოგროვებას. ნაცნობმა თუ უცნობმა გულთან ახლოს მიიტანა ნიჭიერი მსახიობის ავადმყოფობის ამბავი და ამის შედეგად ოპერაციისთვის საჭირო თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ კი 312 000 დოლარი უკვე შეგროვებულია. შედეგად გიორგი უკვე გაემგზავრა ისრაელში მკურნალობის დასაწყებად. თუმცა მის დასახმარებლად ძალისხმევა არ უნდა შევწყვიტოთ, 88 000 დოლარი მაინც საჭირო და აუცილებელია. გიორგი ძალიან მადლიერია იმ სითბოს და სიყვარულისთვის რაც ამ ხნის მანძილზე მის მიმართ გამოიჩინეს. საკუთარ სოციალურ ქსელზე ის წერს: “ჩემო მეგობრებო, კეთილო ადამიანებო რომლებთაც საერთოდ არ გიცნობთ – მივმართავ ყველას, ვინც ჩემი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩა – დიდი მადლობა თქვენ დახმარებისთვის. თქვენი დამსახურებით სულ მალე, 7 აპრილს, ისრაელში გავემგზავრები მკურნალობის დასაწყებად. ძალიან მიჭირს იმხელა მადლიერების გამოხატვა უამრავი ადამიანის მიმართ, რასაც ისინი ჩემგან იმსახურებენ . . თავიდან არავის ჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. პირველ რიგში, მე თვითონ არ მჯეროდა, მაგრამ ამ ერთი თვის მანძილზე იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ დავიჯერე – თურმე ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ამისათვის “.

იმედი ვიქონიოთ რომ გიორგის მეგობრების და ყველა იმ ადამიანის ძალისხმევა, ვინც ერთი ლარი მაინც გაიღო მის დასახმარებლად, შედეგს გამოიღებს და ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი მალე გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება საკუთარ სამშობლოს.

2
100
7-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
100
  
2013, 9 აპრილი, 23:53
სულ არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მინდა გამოჯანმრთელდეს. მარტო ეს არა... სულ გული მიკვდება მგავს ისტორიებთან რომ მიწევს შეხება. რამდენი ბავშვი ავადდება უკვე, რა ხდება რა უბედურებაა :( ნეტავ შეგვეძლოს ყველას დახმარება... :(
2013, 9 აპრილი, 23:50
ღმერთმა კარგად გამყოფოს .
0 1 2