x
image
Soffia
კიმ კარდაშიანი საკუთარი ორსულობის დამტკიცებას ცდილობს! (ფოტოები)
imageმიუხედავად იმისა, რომ ორსულმა კიმ კარდაშიანმა საგრძნობლად მოიმატა წონაში, ამერიკელი ჟურნალისტები მაინც აგრძელებენ იმაზე საუბარს, რომ მისი მუცელი არ არის ნამდვილი. ბულვარული გამოცემა "National Enquirer" ირწმუნება რომ კიმის მუცელი "გაყალბებულია", ხოლო ბავშვს კი სუროგატი დედა გაუჩენს.

თავიდან კარდაშიანი ყურადღებას არ ამახვილებდა ჭორებზე და აცხადებდა რომ "მის არაჩვეულებრივ მდგომარეობას არ შეიძლება რამე კავშირი ჰქონდეს ამ ჭორებთან". მაგრამ მდეიაში იმდენად აქტიურად განიხილებოდა ეს თემა, რომ კიმს მოუხდა საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა და მან ამისთვის მუცლის, დაუფარავი ფოტოები გამოაქვეყნა. "თქვენ არაფრით არ გინდათ თავი დამანებოთ! კარგი, აი თქვენ მტკიცებულება!" - წერს შეურაცჰყოფილი ვარსკვლავი თავის ბლოგზე.

imageimageimage

მალევე, ტელეარხ "E!"-ს ეთერში გამოჩნდა ახალი სეზონის რეალითი შოუს თრეილერი, რომელშიც კარდაშიანების მთელი ოჯახი მონაწილეობს. ვიდეო რგოლში ისიც კი ჩანს, თუ როგორ მიდის მომავალი დედა ულტრაბგერით გამოკვლევაზე. მიუხედავად ყველა ჭორისა, მან მაინც დაამტკიცა რომ ნამდვილად საკუთარი მუცლით ატარებს შვილს.


სხვათაშორის კიმი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელსაც ბრალი სიმულაციურ ორსულობაში დასდეს. გასულ წელს ბიონსეც იგერიებდა ამერიკელი ჟურნალისტების თავდასხმებს, რომლებიც წერდნენ რომ მისი მუცელი არაბუნებრივად გამოიყურებოდა. როგორც გაირკვა, მომღერალი ძალიან განიცდიდა ამ მითქმა-მოთქმას. ჟურნალმა "People"-მ მისი ინტერვიუც გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს რომ: "ეს არ იყო მტკივნეული, ეს იყო უბრალოდ საშინელი! მახსოვს მაშინ ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ მოიგონა ხალხმა ეს სისულელე? მაგრამ ჩემი გულშემატკივრების სითბომ და სიყვარულმა მთლიანად გადაფარა ამ ბინძური ჭორების გავლენა ჩემზე".





0
27
3-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0