x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
ბულგარული ლუდი მკერდს ზრდის

image

ბულგარელი ლუდის მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი ლუდი, სახელად Boza, ქალთა სქესის (და არა მარტო) ოცნებებს რეალობად ხდის და მკერდის ზრდას უწყობს ხელს. ლუდის ეს სახეობა ფერმენტირებული ხორბლისა და საფუარისგან მზადდება და თავდაპირველად სპეციალურად მეძუძური დედებისთვის შეიქმნა. თუმცა მალე ქალებმა, რომლებიც ამ ლუდს სვამდნენ, განაცხადეს ლუდის ჯადოსნური თვისების შესახებ – აღმოჩნდა, რომ ის სარძევე ჯირკვლების ზრდას უწყობს ხელს. ამ სიახლემ ლუდი Boza ერთობ პოპულარული გახადა და მის დასალევად ქალები მთელი ევროპიდან ბულგარეთისკენ დაიძრნენ. თუმცა სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ლუდში განსაკუთრებული არაფერია და ამგვარი აჟიოტაჟი მხოლოდ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ატეხილი მორიგი სარეკლამო ტრიუკია. lotebi.com გაიგე იამზე მეტი ვიდრე იცი.

0
239
2-ს მოსწონს
ავტორი:lotebi.com
lotebi.com
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0