x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
რა უნდა ვიცოდეთ ნაბახუსევზე

imageმომავალი დღესასწაულები ჩვენში უხვ და ნოყიერ საკვებსა და სასმელთან ასოცირდება. შობა-ახალი წელი ის პერიოდია, როცა ყველაზე მოკრძალებული ადამიანიც კი თავს ცოტა ზედმეტად ჭამა-სმის უფლებას აძლევს.
მკაცრ დიეტაზე მყოფებიც კი არღვევენ რაციონს, თუმცა ნაბახუსევზე ბევრი ნანობს საკუთარ თავშეუკავებლობას. ამიტომ უინტერესო არ იქნება, ცოტა მეტი ვიცოდეთ ნაბახუსევის შესახებ.
ნაბახუსევს ახლავს თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. ამ დროს გახშირებულია შარდვა. შესაბამისად, ორგანიზმი დიდი რაოდენობით ნატრიუმსა და კალიუმს კარგავს, რაც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.
ნაბახუსევი ძილის საშუალებას არ იძლევა. სისხლში ალკოჰოლის მაღალი შემცველობა ორგანიზმს აღაგზნებს. ამიტომ ძნელია ღრმად ჩაძინება, ზოგჯერ კი საერთოდ ძილი. ამ დროს ფერხდება გონების კონცენტრირებისა და მახსოვრობის პროცესი. საქმე ის არის, რომ ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნა იმუნური სისტემის ანთებით რეაქციას იწვევს.
ნაბახუსევი იწვევს სტრესს. ტვინის, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის ურთიერთქმედება ეხმარება ორგანიზმს სტრესზე რეაქციის რეგულირებაში. თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონი კორტიზოლი გადამწყვეტ როლს თამაშობს სტრესთან ბრძოლაში. თუმცა ჭარბი რაოდენობით კორტიზოლი აქვეითებს ორგანიზმის სტრესთან ბრძოლის უნარს.
ნაბახუსევი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, აფერხებს ვაზოპრესინის გამოყოფას. ნაბახუსევისთვის, როგორც აღვნიშნეთ, დამახასიათებელია ხშირი შარდვა. ვაზოპრესინი ცნობილია, აგრეთვე, როგორც ანტიდიურეტიკული ჰორმონი. გამომუშავდება ჰიპოფიზის უკანა ნაწილში. სწორედ ის აძლევს თირკმელებს წყლის აბსორბირების საშუალებას. ვაზოპრესინის გარეშე კი სითხე პირდაპირ საშარდე ბუშტში ხვდება.
ნაბახუსევზე უფრო ადვილია გაციება. ნაბახუსევზე ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე ხდება და ადვილად ავადდება. ამ დროს ის უძლურია, წინააღმდეგობა გაუწიოს ბიოლოგიურ სტრესფაქტორებს. საბედნიეროდ, ეს პროცესი 24 საათზე მეტხანს არ გრძელდება.
ნაბახუსევი იწვევს დაღლილობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ღვიძლი გლიკოგენის დაშლას და მის გლუკოზად გარდაქმნას იწყებს, რომლებიც ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიდევნება. სწორედ გლიკოგენი ეხმარება ორგანიზმს ენერგიის შენარჩუნებაში. გახშირებული შარდვის დროს კი მისი ნაკლებობა დაღლილობის შეგრძნებით გამოიხატება.
ნაბახუსევმა შეიძლება გულძმარვა და პირღებინება გამოიწვიოს. ალკოჰოლი ამაღლებს კუჭის მჟავიანობას, ამან კი შეიძლება, გულძმარვა და პირღებინება გამოიწვიოს.
ნაბახუსევზე შეიძლება კანკალი დაგეწყოთ. ორგანიზმისთვის ალკოჰოლის მიწოდების შეწყვეტა ნევროლოგიური წონასწორობის დარღვევას იწვევს. ეს პროცესი შეიძლება გამოიხატოს, როგორც სუსტი კანკალით, ისე უფრო რთული ფორმით - კრუნჩხვებით. ამ დროს ადამიანმა შეიძლება ორიენტაციის უნარიც დაკარგოს.
ნაბახუსევზე ხშირია ჰალუცინაციებიც. ამ მოვლენას თეთრ ცხელებას უწოდებენ. ამ დროს ავტონომიური ნერვული სისტემა ჰიპერაქტიური ხდება. ქალებში ეს მდგომარეობა გაცილებით იშვიათია, ვიდრე მამაკაცებში. lotebi.com -გაიგე იმაზე მეტი ვიდრე აქამდე იცოდი..

1
253
3-ს მოსწონს
ავტორი:lotebi.com
lotebi.com
253
  
2013, 7 აპრილი, 23:02
ადრიანამაც იცის პახმელია :))))
0 1 1