x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
იესო ქრისტეს გარდაცვალების შესახებ__კოპტური თარგმანი

image


მეცნიერებმა მოახერხეს წაეკითხათ ძველი მანუსრიპტი, რომელიც დაწერილია დაახლოებით 1200 წლის უკან. იგი ნათელს ფენს ახალ გარემოებებს, დაკავშირებულს იესო ქრისტეს მოწამებრივ გარდაცვალებასთან.


ორი მანუსკრიპტი ქრისტეს ცხოვრების შესახებ ნანახი იქნა ეგვიპტეში 1910 წელს. იგი მოხვდა ამერიკელი კოლექციონერის საკუთრებაში. ერთ-ერთი მათგანი პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმში აღმოჩნდა. მეორე კი ნიუ-იორკის, მორგანის ბიბლიოთეკაში.


რულოფ ვან დენ ბრუკის თარგმანი უნივერსიტეტიდან წარმოადგენს საიდუმლო ჩანაწერს, რომელიც შეიცავს უცნობ ევანგელისტურ შინაარსს.


მაგალითად, მანუსკრიპტის ავტორი ამტკიცებს, რომ ქრისტე სამშაბათ დღეს იქნა შეპყრობილი და არა ხუთშაბათს. მოთხრობილია რომ, პარასკევს ჯვარცმის წინ მან შეჭამა პილატე პონტოელის სახლში, პილატე პონტოელი კი მზად იყო საკუთარი შვილი შეეწირა მისი სიცოცხლის სანაცვლოდ. მაგრამ იესომ უარი თქვა მის წინადადებაზე და დალოცა ის და მისი სახლი დამშვიდობების წინ. პილატეს სახე ამ ნაწერში დადებით კონტექსტშია წარმოდგენილი.

“პილატემ უთხრა მოგვიანებით იესოს. ახლა როდესაც დაღამდა შეგიძლია ჩაიცვა და წახვიდე, დილით კი გამოვგზავნი ჩემს შვილს,

რომ შენს მაგივრად მოკვდეს."__ამტკიცებს ხელნაწერი.

ეს ხსნის იმას თუ რატომ თვლიან ეფიოპიისა და კოპტის ეკლესიებში პილატე პონტიელს წმინდანად.

ავტორი აღწერს, იესოს იმ უნარსაც, რომელიც ადრე არასდროს არ იყო ნახსენები. ეს მტკიცებულება იუდას სიტყვებში ჩნდება:“ როგორ დაიჭერთ მას, როდესაც ის არასდროს ერთი სახით არ ჩნდება. მას შეუძლია იყოს ხან წითელკანიანი, ხან შავკანიანი, მულატი ან თეთრი. მას შეუძლია გამოიყურებოდეს, ხან როგორც ასკეტი, ხან გახდეს ახალგაზრდა, ან მოხუცებული." ხელნაწერში წერია ისიც რომ იესოს შეეძლო უხილავიც ყოფილიყო. შესაძლებელია, იესოს უნარით, შეეცვალა ფორმები იყო ნაკარნახევი იუდას კოცნა__ამ სახით იუდამ მისცა ნიშანი მესაზღვრეებს რომ დაეპატიმრებინათ.


რულოფ ვან დე ბრუკი აცხადებს რომ თანამედროვე მკვლევარებს არ შეუძლიათ დაამტკიცონ ტექსტის სიმართლე, მაგრამ სავსებით ცხადია რომ ამ ტექსტის შექმნის მომენტში იმ დროის წარმომადგენლებს სჯეროდათ მისი ნამდვილობის. ტექსტის ბოლოს ავტოგრაფია, სადაც ხელს აწერს კირილა იერუსალიმელი. მაგრამ ის ცხოვრობდა მეოთხე საუკუნეში, ამიტომ ვან დე ბრუკი ეჭვობს რომ ეს მისი ნამდვილი სახელია. უფრო სარწმუნოა რომ ეს მისი ფსევდონიმი იყოს.


1
986
5-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
986
  
2013, 12 აგვისტო, 23:49
არა სამშაბათს და არა ხუთშაბათს, ბიბლიის თანახმად ჩვენი მაცხოვარი ოთხშაბათს შეიბყრეს, მას შემდეგ რაც გასცა იუდამ... სისულელეა ეგ ხელნაწერი...
0 1 1