x
image
DianaMaverick
მოთხრობა სიყვარულზე.მორალი:-ნუ შეგეშინდებათ გრძნობების გამოხატვის,ამაში დასამალი არაფერია!
image





მას მეგობარი ბიჭი ჰყავდა, რომელთან ერთადაც გაიზარდა.მისთვის ის ერთადერთი იყო...ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი...მაგრამ ბიჭისთვის ის მხოლოდ ერთ-ერთი მეგობარი გოგონა იყო, მეტი არაფერი....






-გოგო:ჰეი, არ გინდა კინოში წავიდეთ?

-ბიჭი:არ შემიძლია.


-გოგო:რატო?სასწავლი გაქვს თუ რა?

-ბიჭი:ჰმმ...არა...

-გოგო:აბა რა საქმე გაქვს?

-ბიჭი:შეხვედრა მაქვს...მეგობართან.

ის ყოველთვის ესე იქცეოდა...გოგოებს მის თვალწინ ხვდებოდა თითქოს არაფერიაო.მისთვის ხომ ის 1 უბრალო გოგო იყო...სიტყვა ''მიყვარხარ'' არასდროს გაუგონია მისგან რაც გაიცნო.არასდროს არაფერს ამბობდა...ასე განვლო 100-მა დღემ...200-მა...ყოველდღე სანამ გოგო დაემშვიდობებოდა, დამშვიდობების დროს ყოველთვის 1 თოჯინას მისცემდა ხოლმე, ეს იყო და ეს...ყოველდღე...ჩავარდნის გარეშე...თუმცა გოგომ არ იცოდა რატომ. შემდეგ ერთ დღესაც...

image



-გოგო:ჰმმ...ჯეკ?

-ბიჭი:რა?ნუ უვლი გვერდიდან, უბრალოდ მითხარი!

-გოგო:''მე შენ მიყვარხარ''

-ბიჭი:ჰმმ...შენ...რა?...უბრალოდ აიღე ეს თოჯინა და სახლში წადი.

აი როგორ აიგნორებდა ის მის ''სამ სიტყვას'' და დაემშვი-

დობებოდა და წავიდოდა ხოლმე.








თოჯინებმა რომლებსაც ქეითი ჯეკისგან ღებულობდა ყოველდღიურად, მთელი ოთახი გაავსო, ძალიან ბევრი დაუგროვდა, თუმცა მათ გულმოდგინედ ინახავდა.

ერთ დღესაც მისი დაბადების დღე იყო, ქეითი 15-ის ხდებოდა.დილით ადრე ადგა, სურათიც კი დახატა და წარმოდიგინა თუ როგორ აღნიშნავდნენ დაბადების დღეს ერთად.თავის ოთახში გამოიკეტა და მის ზარს ელოდებოდა.მაგრამ საუზმე გავიდა, სადილიც...და მალე დაღამდა კიდეც.ის არა და არ რეკავდა...მოწყინდა ტელეფონზე ყურება და ლოდინი და დაიძინა გულნატკენმა.დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა როდესაც მისმა ზარმა გააღვიძა და სთხოვა სახლის წინ გასულიყო სადაც ის უცდიდა.გოგოს მთელმა ბრაზმა გადაუარა, ძალიან გაუხარდა და აღელვებული გარეთ გაექანა.

image-გოგო:ჯეკ

-ბიჭი:აი, გამომართვი...

და მან კვლავ თოჯინა გაუწოდა.

-გოგო:ეს რა არის?

-ბიჭი:თოჯინა...მე ხომ ის გუშინ შენთვის არ მომიცია, ხოდა ეხლა გაძლევ.უნდა წავიდე, ღამე მშვიდობის.

-გოგო:ჯეკ, მოიცადე!იცი დღეს რა დღეა?!

-ბიჭი:დღეს?რა ხდება დღეს?

გოგონას გული მოუკვდა. ეგონა მისი დაბადების დღე მაინც ემახსოვრებოდა და 1-2 ტკბილ სიტვას მაინც ეტყოდა...ის კი შეტრიალდა და გზა განაგრძო, თითქოს არც არაფერი მომხდარა.გოგონამ ვერ მოითმინდა და სანამ შორს წავიდოდა დაუყვირა:

-გოგო:მოიცა!

-ბიჭი:რაღაც გაქვს სათქმელი?

-გოგო:მითხარი...მითხარი რომ გიყვარვარ!

-ბიჭი:რა...თქვი?

-გოგო:მითხარი...გთხოვ...მხოლოდ 3 სიტყვა...

-ბიჭი:არ მინდა...ვინმეს ესე ადვილად ვუთხრა რომ მიყვარს...თუ ესე ძალიან გინდა ამის გაგონება წადი და სხვა ვინმე მოძებნე!

სულ ეს იყო რაც მან თქვა და გაიქცა.გოგონას ფეხები მოეკეცა და ძირს დაეცა...''არ უნდოდა ესე ადვილად ეთქვა''...როგორ შეეძლო...მან იგრძნო რომ ის მისი შესაფერისი არ იყო...ამ დღის შემდეგ ის ჩაიკეტა და სულ უფრო და უფრო დეპრესიული ხდებოდა...არც სკოლაში აღარ დადიოდა...მის ზარს ამაოდ ელოდებოდა ხოლმე...არც არასდროს დაურეკავს...დილაობით მხოლოდ ის საშინელი თოჯინები ხვდებოდა კარებთან რომლებიც უკვე მოსაბეზრებელი იყო...მთელი ოთახი მისი ნაჩუქარი თოჯინებით იყო გამოტენილი.

1 თვის შემდეგ ნელ-ნელა შეეგუა ამ ამბავს და ქეითმა სკოლაში სიარული განაგრძო.მაგრამ აქ ტკივილი ისევ გაუნახლდა...გზაში ქუჩაში ის სხვა გოგოსთან ერთად დაინახა...სახეზე ღიმილი დასთამაშებდა...ღიმილი რომელიც ქეითს არასდროს უნახავს მის სახეზე...გაბრაზებული სახლში სირბილით გავარდა და თავის ოთახს მიაშურა...ოთახში ყველგან მისი ნაჩუქარი თოჯინები ეწყო.ის თოჯინებს მიაშტერდა და...თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა...სულ აკანკალდა ბრაზისგან...რატომ აძლევდა ამ თოჯინებს მას...რატომ...ალბათ თვითონ იმასაც სხვა გოგო ჩუქნიდა და არ იცოდა სად წაეღო...გაბრაზებულმა თოჯინებს ეცა და აქეთ-იქით მიყრა-მოყრა დაიწყო...მობილურის ხმა იყო...ის რეკავდა...ავტობუსის გაჩერებასთან მისვლა სთხოვა...გოგონა შეეცადა დაწყნარებულიყო, დამშვიდდა და გაჩერებისკენ გაეშურა.მიდიოდა და ფიქრობდა ბოლო იყო, გამოემშვიდობებოდა და დაშორდებოდა...აი ისიც, დაინახა...ხელში ამჯერად უფრო დიდი თოჯინა ეკავა.

-ბიჭი:მოხვედი...მეგონა ჩემზე ნაწყენი იყავი...

გოგონა თავს ძლივს იკავებდა...ჩვეულებრივ იქცეოდა ვითომ არაფერი მომხდარა და 1-2-ჯერ გაიხუმრა კიდეც.შემდეგ კი როგორც ყოველთვის ბიჭმა თოჯინა გაუწოდა.

-გოგო:არ მჭირდება!

-ბიჭი:-რა?რატომ?

მან თოჯინა გამოდღლიზა ჯეკს და შუა გზაზე მოისროლა.

-გოგო:არ მჭირდება ეს თოჯინა!უკვე ნერვებს მიშლის!არ მინდა შენი ნახვა და აღარასოდეს გნახავ!

გოგონა მთლად გაცეცხლდა და პირზე რაც მოადგა ყველაფერი მიაყარა.თუმცა მის გასაკვირად, ჯეკის თვალები აწყლიანებულიყო და უმოწყალოდ ახამხამებდა.

-ბიჭი:მაპატიე...

მოუბოდიშა მან, თან ხმა უკანკალებდა...თოჯინისკენ გაემართა რომ აეღო...

-გოგო:იდიოტო!დაანებე! მანდ ეგდოს, არ მინდა!

მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო.უცებ საყვირის ხმა გაისმა...მისი მიმართულებით უდიდესი სატვირთო მანქანა მოქროდა.

-გოგო:ჯეკ!გაიწიე!გადადი!

რაც შეეძლო ხმა მაღლა გაყვიროდა...ჯეკმა თოჯინას ხელი მოკიდა და ნაღვლიანმა ქეითს შეხედა...

უცებ ''ბრახ''!საშინელი ხმა გაისმა...გოგომ გიჟივით ყვირილ-წივილი მორთო მაგრამ ჯეკს ვეღარაფერი დააბრუნებდა...რა ძალიანაც უნდა ენანა ის სიტყვები რაც მას უთხრა...უკან ვეღარ წაიღებდა...ეს შეუძლებელი იყო...

აი ესე წავიდა ჯეკი მისი ცხოვრებიდან იმ დღის შემდეგ...თუმცა ქეითს მუდამ აწამებდა დანაშაულისა თუ მისი მონატრების გრძნობა...ასე გაიარა ტანჯულმა 2-მა თვემ...ბოლოს გადმოაწყო მისი ნაჩუქარი თოჯინები, მისგან მხოლოდ ესენი დარჩა...გაახსენდა მასთან გატარებული დღეები...და დღეების თვა დაიწყო როდესაც მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ''1, 2, 3...'' თან თოჯინებს ითვლიდა, ის ხომ მას ყოველდღიურად ჩუქნიდა...''484, 485.'' ყველა დაითვალა და სულ 485 აღმოჩნდა...მას თვალებიდან ღვარღვარება მოსდიოდა...ტირილით აიღო ერთ-ერთი თოჯინა და გულში ჩაიხუტა...ძლიერ ჩაიხუტა...თითქოს ჯეკს ეხუტებოდა... და უცებ...''მე შენ მიყვარხარ.მე შენ მიყვარხარ'' შეშინებულმა ინსტიქტურად გააგდო თოჯინა ხელიდან...''მე შენ მიყ-ვარ-ხარ?''მივიდა ისევ და ხელში აიტაცა, მუცელზე დააჭირა და...''მე შენ მიყვარხარ.მე შენ მიყვარხარ.'' ეს შეუძლებელია! ხელში რამოდენიმე თოჯინა აიღო და მთელი გულით ჩაიხუტა...''მე შენ მიყვარხარ.მე შენ მიყვარხარ...''ყველა ერთხმად გაიძახოდა....შეუსვენებლივ...''მე შენ მიყვარხარ'' აქამდე ამას როგორ ვერ მიხვდა...რომ მისი გული ყოველთვის მასთან იყო და იცავდა....რატომ ვერ მიხვდა რომ ესე ძლიერ უყვარდა თურმე ჯეკს...ის დაიხარა და ლოგინის ქვეშ შევარდნილი ერთ-ერთი თოჯინა გამოიღო, ეს ის ბოლო თოჯინა იყო...ბოლო დღეს რომ მისცა...ჯერ კიდევ ჯეკის სისხლები წვეთებად ეცხო...თვალებიდან ცრემლი ვერ მოიშორა...გული ლამის გაუჩერდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში...და აი...გაისმა მონატრებული ხმა ''საყვარელო, დღეს იცი რა დღეა?ჩვენი შეყვარების 486-ე დღეა...მაპატიე...ვერ შევძელი რომ მეთქვა როგორ მიყვარხარ...მე ხომ ძალიან მორცხვი ვარ...მაგრამ..თუ ეხლა მაპატიებ და ამას მიიიღებ, ყოველდღე გეტყვი ამ სიტყვებს...სიკვდილამდე...მე შენ მიყვარხარ''

სუნთქვა შეუჩერდა, ძირს ჩაიიკეცა და ღრიალი მორთო...''რატომ? ამის შესახებ ეხლა რატომ ვიგებ ღმერთო!როცა უკვე გვიანია და ის ჩემს გვერდით ვერასოდეს იქნება?''გაჰყვიროდა ის არაადამიანური ხმით...ჯეკი მის გვერდით ვერასოდეს იქნებოდა მაგრამ ის ხომ მას ბოლო წათამდე უყვარდა...

P.S.ნუ გამკიცხავთ თუ ცოტა არარეალურად მოგეჩვენათ მაგრამ პირდაპირ ნუ გაიგებთ...იმის თქმა მინდა რომ ვფიქრობ ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს...ნუ შეშინდებით ხალხნო, გამოვუტყდეთ ერთმანეთს გრძნობებში...აქ დასამალი არაფერია...თუნდაც ვიცოდეთ ამას რა მოჰყვება...მთავარია ვუთხრათ და გავერკვეთ ჩვენს გრძნობებში...სიმართლე ყველაფერს ჯობია... წარმატებები ვფიქრობ ვინც ეხლა შეყვარებულია და ყოყმანობს რაღაც მიზეზების გამო უთხრას თუ არა, იმათ მაინც დავეხმარე და ამის წაკითხვის შემდეგ პირდაპირ მასთან მივა.

და ბოლოს ამ საყვარელი მოთხრობის შესაფერისი სიმღერა. (მოთხრობილია ინგლისურად:)

2
1183
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
1183
  
2017, 21 ივლისი, 14:54
:) ესეა,ზოგჯერ იმას რაც გვაქვს სანამ ჩვენია ვერ ვაფასებთ,მის ფასს რომ დავკარგავთ მერე ვაცნობიერებთ...
2017, 21 ივლისი, 14:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2