x
image
DianaMaverick
ჩემს შეყვარებულს ჩემი საუკეთესო დაქალი შეუყვარდა!
imageერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი მაგრამ დიდი მომავლის იმედით...მისტერ ''სრულყოფილება''-ს ველოდებოდი რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მოვიდოდა და წამიყვანდა.ბევრი მეგობარი მყავდა მაგრამ ძალიან ახლოს ერთეულებთან ვიყავი.
ერთ საღამოს ჩემს კურსელს ვეჩატავებოდი სკაიპში(Skype), როგორც ყოველთვის ათას რამეზე ვიჭორავეთ, კონსპექტებიც გავცვალეთ როდესაც უცებ მან დიალოგში ვიღაც უცნობი დაამატა, მე თავი უხერხულად ვიგრძენი, მან ერთმანეთს გაგვაცნო.მოგვიანებით მან თავის სკაიპში დამამატა და ვისაუბრეთ, აღმოჩნდა რომ ისიც ჩემს უნივერსიტეტში სწავლობდა და რამოდენიმე საერთო მეგობარიც გვყოლია.

imageშემდეგ უკეთესად გავიცანით ერთმანეთი, უფრო ხშირად ვკონტაქტობდით და ანეგდოტებსაც კი ვუყვებოდით ერთმანეთს.ესე დაახლოებით 1 თვე გაგრძელდა, შემდეგ უფრო დავახლოვდით, მას ყველაფერი მოვიყევი ჩემზე, მანაც ყველაფერი გულწრფელად მიამბო.შემეკითხა აქამდე თუ მყავდა იგი სადმე ნანახი, არ დავუმალე და სიმართლე ვუთხარი რომ არ მყავდა ნანახი, რადგან ყურადღება მართლაც არასდროს მიმიქცევია, ის კი გამომიტყდა რომ სასწავლებელში ლანჩის(Lunch-მცირე საუზმე) დროს კიბეებზე ვიჯექი ჩემს მეგობრებთან ერთად და მიცქეროდა თუ როგორ ნაზად მიფრიალებდა ქარი გაშლილ თმებს..მე როგორც ყველა გოგო, შემრცხვა და გავწითლდი, მისდამი გრძნობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა, ის ყველაზე საყვარელი არსება იყო მთელს მსოფლიოში.

მას ყოველდღე სასწავლებელში ვხედავდი და ერთმანეთს ვუღიმოდით ხოლმე, ხანდახან ლექციების დროს საათობით მივშტერებოდით ერთმანეთს თვალებში...ბოლოს მას ჩემი ნომერი(რომელსაც აქამდე არ ვაძლევდი) მივეცი რადგან ამ დროისათვის აკო უკვე ძალიან მიყვარდა.ის ჩემს გულში ისე ნაზად შემივიდა და დასახლდა...მის გარდა არავიზე ვფიქრობდი, ნომრის მიცემის შემდეგ საათობით ვსაუბრობდით ხოლმე ტეეპონზე, ეს ჩემი ყოველდღიური დოზა გახდა, მისი ტელეფონიდან გამოგზავნილი კოცნის გარეშე არ ვიძიონებდი და დილაობითაც მისი ზარი მაღვიძებდა.ერთმანეთს დღითი დღე ვუახლოვდებოდით.ერთ თვეში ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა.

მხოლოდ სასწავლებელში შეხვედრა აღარ გვაკმაყოფილებდა და მან შეხვედრა მთხოვა, მითხრა რომ დრო იყო ერთმანეთს პირადად შევხვედროდით მარტო.დავთანხმდი და ვუთხარი სასწავლებელში გადაგვეწყვიტა სად შევხვედროდით...ყველაზე ბედნიერი ვიყავი მთელ მსოფლიოში...თავს უბედნიერესად ვგრძნობდი რადგან ადამიანს რომელიც მთელი გულით შემიყვარდა ჩემთან იგივე გრძნობა ქონდა.მეორე დღით ის სასწავლებლის სასადილოში დავინახე, ძმაკაცებთან იყო...მეც იქვე ვიყავი დაქალებთან და დავინახე თუ როგორ ანიშნებდა ძმაკაცი ჩემთან მოსულიყო და დამპალაპარაკებოდა მაგრამ მორცხვობდა(სულ დამავიწყდა, ის მორცხვი იყო, ძალიან მორცხვი).ამ დროს ლექციაც დაგვეწყო და ორივე ჩვენ ჩვენს აუდიტორიაში ავედით, ვიფიქრე ლექციების შემდეგ შევხვდებოდით ერთმანეთს.


imageბოლო ლექცია დამთავრდა თუ არა მე კონსპექტები ჩანთაში ცავაწყვე და გარეთ გავეშურე...მომაბეზრებელი ლექციებით დაღლილი სტუდენტები ყველა გარეთ სუფთა ჰაერზე იყო.რაღაც ჩოჩქოლის ხმა გავიგონე და წინ წავიწიე რათა გამერკვია რა ხდებოდა, ბიჭების 2 კლანი დავინახე, 1 ჩვენი სასწავლებლის ბიჭები იყვნენ აკოს ჩათვლით, მეორე სხვა საწავლებლიდან მოსულები, აკოს 5 ბიჭი ედგა გვერძე, ისინი კი 11იყვნენ.ძალიან ავნერვიულდი და რაც შემეძლო ახლოს მივედი რათა თვალი მედევნებინა აკოსთვის...ამ დროს დავინახე ერთ-ერთმა ბიწმა როგორ მოიძრო ცეფი ხელიდან და აკოს პირდაპირ თავზე გადაკრა.(იქვე დანა რომ მქონოდა პირდაპირ მუცელში გავუყრიდი :@)აკო ამაზე ძალიან გამწარდა და გიჯივით ეტაკა მას, უკან არასოდეს დაიხევდა მითუმეტეს ესეთ სიტუაციაში და ატყდა ძლიერი ჩხუბი...ყველა ერთმანეთს ურტყავდა და ვერაფერს გაარჩევდით.

ვუყურებდი თუ როგორ ეჩხუბებოდა აკო იმ ბიჭს, ერთმანეთს არ ზოგავდნენ...ლამისააა გული გამსკდომოდა მაგრამ ვერაფერს ვშველოდი...იქვე ხის მაგიდა იდგა რომელზედაც ლურსმებს თავი ქონდათ ამოყოფილი და ისე გავერთე მათ ჩხუბში ვერც კი შევნიშნე როგორ შემერჭო და დამჩხვიტა ლურსმებმა ხელში.ბოლოს როგორც იქნა დაცვა მოვარდა(თუმცა საკმაოდ გვიან) და ისინი გააშველეს, გაშველების დროს რამოდენიმე ლექტორიც კი დაშავდა, ეს სასაცილო დსაყურებელი იყო თუმცა იმ დროს არაფერზე მეცინებოდა.მათ აკო წამოაყენეს და გარეთ გაიყვანეს, გასვლის დროს აკომ შემამჩნია, ჩემთან მოვიდა და ჩრემლიანი თვალები თითებით მომწმინდა და ლექტორებს გაყვა, ის საავადმყოფოში წაიყვანეს.იმ დღით მოგვიანებით ვცადე დამერეკა მაგრამ არ მიპასუხა, მივხვდი ალბათ დაღლილი იყო და ეძინა, ვიფიქრე ვაცდი დაისვენოს და მეორე დღეს ვნახავდი სასწავლებელში რა თქმა უნდა თუ მოვიდოდა და აი ისიც, მეორე დღეს სასწავლებელში გამოცხადდა, მიხაროდა რომ ის საღ-სალამათი იყო და არაფერი ჭირდა სერიოზული, თუმცა შუბლზე ჩალურჯებული(სინიაკი) ქონდა.

imageამ დღეს ლექციების შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, გზას ხელიხელ ჩაკიდებული მივუყვებოდით და ვსაუბრობდით, არც კი ვიცოდით სად წავსულიყავით რადგან ხალხმრავლობა არცერთს არ გვიყვარდა და ბოლოს ერთ-ერთ ბაღში სკამეიკაზე ჩამოვჯექით.ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ამ დღის მთავარი თემა ჩხუბი იყო...მან მისაყვედურა რომ ესე არ უნდა გამერისკა და უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი და ტავისტვის არ მევნო, რადგან მე მისი ვიყავი და ჩემი ტკივილი მას ეტკინებოდა...დავამშვიდე რომ არაფერი ყოფილა სერიოზული და ხელი აღარ მტკიოდა, მან ხელზე მაკოცა, მეც მოვესიყვარულე და შუბლზე ვაკოცე.მან გაიღიმა და მითხრა რომ მე ერთადერთი მისი შეყვარებული ვიყავი, და რომ სერიოზულად აქამდე ვერავიზე ფიქრობდა, ყველა მომაბეზრებელი და უაზრო იყო, ყველაზე მშვიდად თავს ჩემთან გრძნობდა.და აი ნანატრი სიტყვებიც...''მიყვარხარ'' ჩამჩურჩულა მან...ჩემს თვალწინ მთელი სამყარო განათდა და სიხარულით აღარ ვიცოდი რა მეთქვა, ''მეც მიყვარხარ''-ძლივს გავბედე თქმა და პირველად დავეწაფეთ ერთმანეთის ტუჩებს...

imageეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.არასოდეს დამავიწყდება რა გრძნობა განვიცადე მისი კოცნის დროს...ეს რაღაც სასწაულს გავდა, ვერც კი გადმოვცემ...ამ დღიდან დავრწმუნდი რომ ერთადერთი ვინც მჭირდებოდა ის იყო!მზად ვიყავი მისი გულისთვის ყველაფერი დამეთმო მაგრამ ის პატიოსანი ბიჭი იყო დიდი ამბიციებით.ჩვენ მომავალ ცხოვრებაზე და სამსახურზე ვისაუბრეთ...აღმოჩნდა რომ სამსახურიც ერთ ადგილას გვდომებია, მას პილოტი უნდოდა გამოსულიყო, მე კი აეროპორტი ძალიან მიტაცებდა.ამასობაში ძალიან ჩამოღამდა, მან მარტო არ გამომიშვა და სახლამდე მომაცილა. :*

4 თვე გავიდა, თითქოს ყველაფერი მშვენივრად იყო.ძალიან ბედნიერები ვიყავით და ერთმანეთი სულ უფრო და უფრო გვიყვარდებოდა.არაფერი შეცვლილა...ეხლაც მახსოვს რა გრძნობა იყო მისი კოცნა, ჩახუტება და შეხება...მაგრამ ეს როგორც ჩანს მხოლოდ ჩემი მხრიდან...ვერ წარმოვიდგენდი რომ მისი გრძნობა 4 თვეში შეიცვლებოდა.

ყოველთვის როდესაც შეხვედრას ვაპირებდით მიზეზი არასდროს ელეოდა და აღარ მხვდებოდა.ერთხელ როდესაც ავტობუსების გაჩერებასთან უნდა შევხვედროდით, მან ძმაკაცი გამოგზავნა და მომახსენა რომ ვერ ახერხებდა შეხვედრას.

ყველაფერი შეიცვალა...ჩემს ცხოვრებას მის გარეშე აზრი არ ქონდა...არ ვიცოდი რა ხდებოდა და რაჭირდა, თუმცა გადავწყვიტე მისთვის დრო მიმეცა და არ შემეწუხებინა, იქნებ თვითონ გარკვეულიყო ყველაფერში.

2 დღის შემდეგ, სასწავლებელში, კიბეებზე ვიჯექი და დაქალს ველოდებოდი რადგან ლანჩის დრო იყო და ერთად გვეჭამა.დავინახე ერთი გოგო(შორეული ნაცნობი) ჩემსკენ წამოვიდა, მომესალმა, ზრდილობის გულისთვის მომიკითხა და მითხრა რომ სერიოზული რაღაც ქონდა სათქმელი...მე გავოცდი, მას კარგად არც კი ვიცნობდი მაგრამ მოვუსმინე და ვკითხე რა ხდებათქო.ის ჩემს გვერდით ჩამოჯდა კიბეზე და მითხრა რომ აკოს ჩემთან ურთიერტობა აღარ უნდოდა და უმჯობესია თავი დამენებებინა.ეს მითხრა და წამოდგა და წავიდა.

მე ცრემლები ვერ შევიკავე...გული ლამისაა შემიწუხდა...სიბრაზისგან ხმაც კი ვერ ამოვიღე.მინდოდა მისთვის დამეძახა და ყველაფერი უფრო დაწვრილებით მეკითხა მაგრამ ვერ შევძელი, ხმა არ მქონდა.უცებ ჩვენმა ურთიერთობამ თვალწინ ჩამიარა, თავიდან ბოლომდე...შემდეგ მშობლები გამახსენდა რომლებიც ძალიან მიყვარს და ჩემი თავი გავამხნევე, ვუთხარი რომ უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და ცრემლები მოვიწმინდე.ამ დროს ჩემი დაქალიც მოვიდა და სასადილოსკენ გავეშურეთ, არ მეღიმებოდა მაგრამ სხვას ვერავის ვერაფერს ვეტყოდი და ძალაუნებურად ვიღიმებოდი რომ არაფერი შეემჩნიათ, თუმცა შიგნიდან გული ათას ნამსხვრევებად მქონდა დამტვრეული...

სასადილოში ყველა რაღაცას ყიდულობდა ჩემს გარდა(ჭამაზე იმ დროს ვერც კი ვფიქრობდი).

უცებ მიუხედავად იმისა რომ კარებისკენ ზურგით ვიდექი, ვიგრძენი რომ ის იქ იყო...ვგრძნობდი როგორ მომშტერებოდა...აინტერესებდა როგორ ვიყავი...მე ყურადღება არ მივაქციე და არც კი შევბრუნდი.მან გვერდი ჩამიარა და ჩემს მოპირდაპირე კედელს მიეყუდა და განაგრძო ჩემზე მოშტერება.(ღმერთო როგორ მინდოდა იმ დროს თავი გამეკონტროლებინა და არ მეტირა მაგრამ ვერ შევძელი)მან დაინახა ჩემი ცრემლები, ჩემი ჩაწითლებული თვალები, გაწითლებული სახე და არეული თმები...მივხვდი რომ ჩემთან მოსვლა უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა რადგან მარტო არ ვიყავი, ჩვენი ურთიერთობის შესახებ კი მხოლოდ მისმა ორმა მეგობარმა და იმ გოგომ იცოდა.

მას გავხედე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეფეთა...გაკვირვებული ვიყავი, მის თვალებშიც ცრემლი დავინახე...რატომ ტიროდა?ის ხომ დამშორდა!რაღა ატირებდა?!გადაწყვიტა ჩემთან მოსულიყ მაგრამ ამ დროს მისი მეგობარი მოვიდა და ისინი ორივე გარეთ გავიდნენ.

imageამ დღის ბოლოს, სახლში დაქანცული და ნერვებ აშლილი მივედი თუ არა, არც კი მიჭამია, ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი....მთელი ღამე ვტოროდი იატაკზე დაგდებული და ღამეც იქ ჩამძინებია.სასწავლებელში მას ვხედავდი ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, იმდენად გულნატკენი და გაბრაზებული ვიყავი აღარც მიზეზი მაინტერესებდა, თუმცა ამის ახსნა არც თვითონ უცდია ოდესმე.ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, მხოლოდ მოგონებები დამრჩა, ზოგი კარგი, ზოგიც ცუდი...ამას უნდა შევგუებოდი.

3 თვე გავიდა და ჩვენ ჩატავი სკაიპში ისევ დვაიწყეთ.

მან ბოდიში მომიხადა და მითხრა რომ მეგობარმა უთხრა რომ ვატყუებდი და ესე ამიტომ მოიქცა(თუმცა ამის გარკვევა ჩემთან არასოდეს უცდია)და მითხრა რომ ჩვენი Uრთიერთობის აღდგენა უნდა გვეცადა, მე მიუხედავად ესე ნაწყენი ვიყავი, ძალიან მიყვარდა და დავთანხმდი ხელახლა ურთიერთობაზე რადგან მის გარეშე სიცოცხლე აღარ მინდოდა.შემდეგ კვირას მისი კურსი 3 დღიან ექსკურსიაზე მიდიოდა კახეთში და იგი დროებით დამემშვიდობა.

მთელი გულით და სულით ველოდებოდი მის დაბრუნებას და ვაპირებდი მეთქვა რომ ის ძველებურად მიყვარდა მაგრამ არ დამცალდა და მანამდე რაღაც ''სერიოზული'' მოხდა.

ამ ექსკურსიაზე ერთ-ერთი ჩემი მეგობარიც იმყოფებოდა და მან ღამით დამირეკა, ბევრ რამეზე ვიჭორავეთ, რაღაცეები მომიყვა და შემდეგ ერთი სიახლეც მითხრა, რამაც შოკში ჩამაგდო.მითხრა რომ აკო მარის ეკურკურება, სულ ერთად დადიან და სერიოზულად მოსწონსო.ჩემმა მეგობარმა არ იცოდა ჩვენს შესახებ ამიტომ გულუბრყვილოდ ყველაფერი მომიყვა.

imageმე ტელეფონი გავთიშე და ტირილი მოვრთე...შერიგების იმედი მქონდა და მეგონა ყველაფერს თავიდან დავიწყებდით, ის კი მარის ხვდება?

ექსკურსიიდან დაბრუნებულმა მესამე დღეს სკაიპში მომწერა...ვუპასუხე მაგრამ შემატყო რომ რაღაც უხასიათოდ და გაბრაზებული ვიყავი(ვინ არ იქნებოდა?)მან მკითხა რა მჭირდა, მაგრამ არ სიმართლე არ მითქვამს, არაფერითქო...თუმცა თვითონვე მიხვდა მალე ყველაფერს და თავი ისევ მეგობრების დახმარებით გაიმართლა, მარი საერთოდ არ მომწონს, სერიოზულად არ ვფიქრობ და ვიჩხუბეთ, ძმაკაცებმა მთხოვეს უბრალოდ რომ დავახლოვებოდიო.

ბოლომდე არც მჯეროდა და გადავწყვიტე მეგობრები მაინც ვყოფილიყავით, სანამ გავერკვეოდით და ყველაფერი მოგვარდებოდა, ისიც დამთანხმდა.ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით და კარგი მეგობრები ვიქნებით, მე ჩემს გრძნობებს ვმალავდი და ვაკონტროლებდი რადგან არ მინდოდა ის სამუდამოდ დამეკარგა და ამას ხელი შეეშალა ჩვენი მეგობრობისთვის.

რამოდენიმე თვე გავიდა და მან ნინიზე(ჩემი საუკეთესო დაქალი) მკითხა თუ შეეფერებოდა.კინაღამ გული გამიჩერდა, შოკში ჩავვარდი, რადგან რათქმა უნდა მე ის ჯერ კიდევ ძველებურად მიყვარდა.არათქო ვუთხარი მე რადგან ისინი მართლაც ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.მას გაეცინა და კიდევ გაიმეორა რომ ის მოსწონდა.კარგი ხანი ვერაფერი მივწერე, შოკში ვიყავი და ვერ გამეგო რა მიმეწერა.ვერ ვიჯერებდი...ბოლოს ვერ მოვითმინე და ვკითხე თუ ამ ყველაფერს სერიოზულად მეუბნებოდა, კიო დამეთანხმა ის სრული სერიოზულობით და შენ იმიტომ გეკითხები შენი დაქალია და კარგად იცნობო.

შემდეგ ათასი კითხვა მომაყარა ნინიზე, როგორი იყო და ასე შემდეგ...მეც არაფერი დამიმალავს და ყველაფერი ვუთხარი.ნინი როგორც მეგობარი ძალიან კარგი იყო ჩემთვის თუმცა ყველაზე ცანცარა იყო მთელ კურსზე და სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა, ყველას ეპრანჭებოდა.აკოს ესეც ვუთხარი მაგრამ არ დაიჯერა, იფიქრა რომ ამას სპეციალურად ვეუბნებოდი რათა არ მინდოდა მათი ურთიერთობა...(რათქმა უნდა არ მინდოდა მაგრამ რაც ვუთხარი ყველაფერი სიმართლე იყო).

2 დღის წინ გავიგე ისინი ერთმანეთს შეხვედრიან, მან კი არც კი გამაგებინა...ეს ჩემი მეგობრებიდან გავიგე და თვითონ ნინიმაც მითხრა, რადგან ის აზრზე არ არის თუ ჩვენ ურთიერთობა გვქონდა...არც ისე ბედნიერი ჩანდა...აღნიშნა რომ აკო საერთოდ არ აინტერესებდა და მოწონდა, თუმცა ვინც მას უყვარდა მას შეყვარებული ყავდა, ასე რომ აკოსთან დროს მაინც გაატარებდა და გაერთობოდა...

დღესდღეობით ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, იშვიათად შემთხვევით თუ გადავეყრებით ერთმანეთს ხოლმე, ერთმანეთს თავს ვარიდებთ, ვატყობ მას საერთოდ აღარ ვადარდებ, მე კი ისევ ძველებურად მიყვარს და ყველაფერს გულში ვიკლავ...იმედია თუ არ შევრიგდებით ოდესმე დამავიწყდება და მასავით სხვა შემიყვარდება... ;'(

P.S.ჩემი ისტორია არ გეგონოთ(ისე მე უარესი შემემთხვა ), სხვისია და უსაფრთხოების მიზნით სახელებიც შევცვალე. ისე ''სასიყვარულო სამკუთხედი'' ძალიან დიდი პრობლემაა..რატომ ხდება ესე? რისი ან ვისი ბრალია? შენ ერთი გიყვარს მთელი გულით და მას კი სხვა...სიყვარულს ვერავინ ვერავის დააძალებს და არავინ იცის რა მოხდება მაგრამ მოდი ერთმანეთს ნუ მოვატყუილებთ, როცა არ ვართ გარკვეული ხო მაგრამ როდესაც ვიცი რომ მე ის არასდროს შემიყვარდება რატო მოვატყუო...ბიჭებო, შეწყვიტეთ ტყუილი, გოგონებო, თქვენც კიდე ყოველი მისი სიტყვის ნუ გჯერათ და ბოლომდე არავის ენდოთ სანამ მის სიყვარულში არ დარწმუნდებით. წარმატებები.

9
415
8-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
415
  
2013, 27 აგვისტო, 13:34
ეი ბოღმებო,მერამდენედ უნდა დამიბლოკოთ ნეტა? მეცოდებით. ^–^
2013, 29 მარტი, 11:41
:) გაიხარე. ^_^
2013, 27 მარტი, 21:30
ძაან მაგრად გაქვს დაწერილი ისეთი იყო თავს ვერ ვანებებდი..^_^
2013, 13 მარტი, 1:21
გაიხარე :)
2013, 13 მარტი, 1:17
კარგია
2013, 12 მარტი, 18:04
ხოო,დიდხანს მოვუნდი,და ეხლა რომ გადავხედე რაღაც შეცდომები მაინ აღმოვაჩინე მართლწერაში თუმცა ეგ არაფერი,მეც ვისიამოვნე. :)
2013, 12 მარტი, 18:02
მართლაც, ძალიან ბევრი გიშრომია. წარმომიდგენია რამდენ ხანს თარგმნიდი. შესანიშნავია.
2013, 12 მარტი, 17:46
:) აზიური სიყვარულიდან გადმოვთარგმნე და ასე რომ არ გაგიკვირდეს.მივხვდი რა დეტალებიც მოგეჩვენა არასერიოზულად,თუმცა ზუსტად ესე იყო. :)და რაღაცატომ არც რამის შეცვლა მომინდა, ნუ როგორც ნამდვილი მთხრობელი გვიყვება. :)
2013, 12 მარტი, 17:38
არა საღოლ, რა საღოლ, მართლაც, კაი იყო, რა წავიდა ერთი წაკითხვით, ანუ თავს რომ ვერ ანებებ კითხვას. ოღონდ ცოტა რაღაცეები უფრო რეალური გახადე და კაი გამოვა.
0 1 9