x
image
DianaMaverick
ნამდვილად ის გიყვართ,ვინც ბედნიერს გაგხდით?
image საყვარელი ადამიანის დანახვაც კი

შეიძლება ისე გაგიხარდეთ, რომ ამ

ქვეყნად ყველაფერი დაგავიწყდეთ,

თუმცა შესაძლოა ისეთი ადამიანი შე-


გიყვარდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრე-

ბას უხალისოს და ნაღვლიანს გახდის.

დაფიქრდით, შეუძლია კი მას, მოგცეთ

ყველაფერი ის, რასაც იმსახურებთ ანუ

სიყვარული, ყურადღება და მხარდაჭე-

რა?უპასუხეთ ტესტის კითხვებს და მიხ-

ვდებით, შეუძლია კი თქვენს რჩეულს

თავი ბედნიერად გაგრძნობინოთ?

1.სამსახურში რეკავთ და გათავისუფლებას ითხოვთ, რადგან გაცივდით და თავს საშინლად გრძნობთ.ამ დროს თქვენი რჩეული:

ა)აფთიაქში მირბის და წამლებს ყიდულობს, გიმზადებთ ლიმონიან ჩაის და სამსახურიდან სახლში ადრე ბრუნდება რომ მოგიაროთ;

ბ)დარწმუნებულია, რომ წამლები გაქვთ და სამსახურიდან პერიოდულად გირეკავთ, ინტერესდება, რგორ გრძნობთ თავს;

გ)ისე როგორც ყოველთვის, სამსახურში გვიანობამდე რჩება, მაგრამ სამსახურის შემდეგ თავის გეგმებს თქვენს გამო ცვლის.

დ)რაც შეიძლება შორს უჭირავს თავი, ეშინია, ავადმყოფობა არ გადაედოს.

2.საყვარელი ადამიანი თქვენთან ერთად აპირებს სადილობას.ამ დროს კი თქვენ მეგობრებთან გსურთ შეხვედრა.ის გეუბნებათ..

ა)მოგეწონება შენს თავს მეგობრები რო ვარჩიო?

ბ)ეს ჩვენი ერთად ყოფნის ერთადერთი შესაძლებლობა იყო, ამ კვირაში ვეღარ შევხვდებით;

გ)ქალებს განმარტოება გიყვართ, მაგრამ არ იფიქრო რომ ეს სწორია;

დ)კარგი დრო გაატარე, იქნებ ერთად ხვალ გვესადილა.

3.თქვენი რჩეული რომანტიკული და მრავალმნიშვნელოვანი საჩუქრებით განებივრებთ?

ა)დიახ;

ბ)არა

4.სადილად მეგობრებს ელოდებით, სახლი კი დაულაგებელი გაქვთ.ამ დროს თქვენი შეყვარებული...

ა)ცდილობს ხელი არ შეგიშალოთ, რომ სახლი როგორღაც მოაწესრიგოთ;

ბ)გიბრაზდებათ, რა არის, ეს რა არეულდარეულობააო;

გ)გეკითხებათ როგორ დაგეხმაროთ, რისი გაკეთება შეუძლია.როდესაც ერთ საქმეს დაასრულებს, გეკითხებათ, კიდევ რა გავაკეთოო;

დ)არაფერს გეკითხებათ, თვითონვე იწყებს იმის კეთებას, რაც შეუძლია.

5.საყვარელ ადამიანს ეუბნებით, რომ ძალიან მძიმე დღე გქონდათ.ამ დროს ის...

ა)თვითონ იწყებს ამბების ჩამოთვლას, რაც იმ დღეს არ გამოუვიდა;

ბ)გპასუხობთ, რომ თქვენი წუწუნის მოსმენა არ უყვარს;

გ)გისმენთ, მაგრამ ორ წუთში ეყვინთება;

დ)ყურადღებით გისმენთ, რაიმეს დალევას გთავაზობთ და მხრებზე ხელს გხვევთ.

6.გეუბნებათ, რომ უსაზღვროდ უყვარხართ და როგორ გაუმართლა, თქვენ რომ შეგხვდათ.ამას კვირაში ერთხელ მაინც გიმეორებთ?

ა)დიახ;

ბ)არა.

7.როდესაც გეალერსებათ...

ა)არასოდეს გეკითხებათ, რა გინდათ, თუმცა თქვენს გრძნობებსაც ითვალისწინებს;

ბ)ბოლოს ყოველთვის გეუბნებათ, მე შენ მიყვარხარ;

გ)გადაბრუნდება და იძინებს;

დ)არც გახსოვთ, რა ხდება, რადგან დიდი ხანია, ღამე ერთად არ გაგიტარებიათ.

ქულების დაანგარიშება

პასუხებში-1-ა, 2-დ, 3-ა, 4-გ, 5-დ, 6-ა, 7-ბ, 1 ქულა დაიწერეთ, ხოლო დანარჩენებში-0.

შედეგები


0-3 ქულა: გასაკვირია, რატომ ხვდებით მას.იგი საკუთარ თავსა და გრძნობებს ყოველთვის წინა პლანზე აყენებს.იმას კი არ გეკითხებათ, თქვენთვის რისი გაკეთება შეუძლია, არამედ იმას, რა შეიძლება გაუკეთოთ თქვენ მას.მერე რა, რომ არასოდეს ავიწყდება დაბადების დღეზე თქვენთვის საჩუქრების მორთმევა.ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს, რაღაც სასიამოვნო გაგიკეთოთ.იქნებ ჯობს, მოძებნოთ ადამიანი, რომელიც მართლაც ბედნიერს გაგხდით.

4-5 ქულა: შესანიშნავად გეპყრობათ, მაგრამ უფრო დიდხანს უნდა იყოთ ერთად, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ.თქვენ მგრძნობიარე ადამინი შეგხვდათ.მასზე ზრუნვა ნამდვილად ღირს, თუმცა მხოლოდ დრო გაარკვევს, ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება თუ არა.მოითხოვეთ უფრო მეტი, მეტიც გაეცით და ეს ურთიერთობა მართლაც გასაოცარი გახდება.

6-7 ქულა: მისთვის საოცნებო ადამიანი ხართ, ნამდვილი ღვთაება.პატივისცემა და სიყვარული აგრძნობინეთ და შეეცადეთ, მისი ღირსი გახდეთ.ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთეთ.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0