x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ცოდვა
imageარ არსებობს დედამიწაზე
ადამიანი რომელსაც ცოდვასთან შეხება არ ჰქონია. ადამიანის მოდგმა დაბადებიდანვე მიდრეკილია
ცოდვისკენ.


რა არის ცოდვა?


ცოდვა დაუმორჩილებლობისას აღმოცენებული ნაყოფია. პირველი დაუმორჩილებლობა რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ზეციურ სამყაროში აღმოცენდა.


ასე რომ დავიწყოთ თავიდან:


ულამაზესი ანგელოზი რომელიც ქება დიდების ხელმძღვანელი იყო, მოიხიბლა თავისი მშვენიერებით და მის გულში წარმოიშვა პირველი დაუმორჩილებლობა ღმერთისადმი. მან ჩათვალა რომ მას შეეძლო ღმერთზე მაღლამდგომი ყოფილიყო და დაიწყო კიდეც ამისთვის მუშაობა.

იგი შესანიშნავი ორატორიც იქნებოდა რადგან მან შეძლო ანგელოზთა მთელი მესამედის თავის აზრზე მოქცევა და ამის მერე გადაწყვიტა ღმერთს შებრძოლებოდა. მაგრამ აქ გამოიკვეთა დაუმორჩილებლობისას და ცოდვაში ჩავარდნისას გამოწვეული მოვლენა რასაც „ინტელექტის დაქვეითება“ ჰქვია. (ეს მომენტი ადამის შეცოდების დროსაც გამოჩნდა) ის იმდენად მოხიბლული და თავდაჯერებული იყო რომ ის ვეღარ გათვალა ის რომ ღმერთის ქმნილება იყო და მასზე მაღლა ვერ წავიდოდა.



მისმა არასწორმა მოტივებმა იგი ძალიან დიდი სიმაღლიდან დასცა. იგი ძალიან პრივილეგირებული პერსონა იყო მთელს ზეციურ სამყაროში მაგრამ დაუმორჩილებლობამ მას წყევლა მოუტანა. წყევლა და სამუდამო სიკვდილი.

შემდეგ იყო ცოდვის მეორე შემთხვევა რომლის მონაწილეც ადამიანი იყო. იგივე ღმერთის ქმნილება. ღმერთმა იგი შექმნა იმისთვის რომ თავისუფალი ყოფილიყო ყველაფერში და თავისი სურვილით ჰქონოდა ურთერთობა ღმერთთან. ამისთვისაც კი ყველაფერი გააკეთა. ბევრი ამბობს რა საჭირო იყო კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხე სამოთხეში როცა შეეძლო არ დაედგა იქ ღმერთს და ადამიც არ გახდებოდა გამოსაძევებელი. მაგრამ მაშინ როგორღა გადაწყვიტავდა ადამი რომ ღმერთთან ურთიერთობა უნდოდა? იქნებოდა სამოთხის ბაღში იქ სადაც არ ექნებოდა თავისუფალი ნება და თავისი არჩევანი.


ამიტომ ეშმაკმა ეს ძალიან კარგად გამოიყენა და რაშიც თვითონ დაეცა იგივე გზას დააყენა ადამიანიც რადგან იგი გაბოროტებული იყო ღმერთზე და ეზიზღებოდა ყველაფერი რაც ღმერთის ქმნილება იყო. იგი მივიდა ევასთან და შესთავაზა რომ ეჭამა აკრძალული ხილი რადგან ეს ღმერთის ტოლს გახდიდა. ევამაც რომელსაც ალბათ მრავალჯერ ჰქონდა ეს ხილი შემჩნეული უკვე დიდების სურვილმა გულისთქმით შეახედინა. ევას გარკვეულწილად ადამზე ჰქონდა გავლენა რადგან ფაქტია რომ ადამმა კარგად იცოდა ღმერთის მცნება მაგრამ ევას უფრო დაუჯერა ვიდრე ღმერთს რომელმაც გააფრთხილა რომ მოკვდებოდა თუ ამ ხილს შეჭამდა.


ადამმა ხილი ჭამა და მოხდა გაუთვალისწინებელი რამ მათ ღმერთის დიდება რომელიც მათ მოსავდა შემოეცალათ და რეალობა დაინახეს. დაინახეს რომ შიშვლები იყვნენ და დაუცველები. ამას დაერთო შიში
რომელიც თან ახლავს ცოდვას, მითუმეტეს პირველ ცოდვას. ამავდროულად ადამი იმდენად დაიბნა რომ პიროვნება რომელმაც მთელს ცხოველთა სამყაროს სახელები დაარქვა, ღმერთს ბუჩქებში
ემალება და თითქოს არ იცოდეს რომ ყოვლის შემოქმედ ღმერთს ვერსად ვერ დაემალებოდა. შემდეგ უარესი, იმის მაგივრად რომ ღმერთს სთხოვოს პატიება და თავისი დანაშაული აღიაროს გადაბრალებას იწყებს თავის მეუღლეზე და ღმერთზეც კი.


შემდეგ ხდება ადამიანის გამოძევება სამოთხიდან და იწყება ტანჯვით აღსავსე ცხოვრება, მკვლელობა, შუღლი, გაუტანლობა, სიამაყე, სიძულვილი და ათასი ისეთი რამ რაც არც ღმერთის ნებაში შედიოდა
და არც ადამიანს ენდომებოდა ნამდვილად. მაგრამ ნაბიჯი გადადგმული იყო და ადამიანს ცოდვაში უნდა ეცხოვრა. იგი სამუდამოდ იყო განწირული ტანჯვისთვის და სიკვდილისთვის რადგან მან ეს თავისი ნებით აირჩია.


ღმერთს ძალიან უყვარდა ადამიანი მაგრამ მისი სამართლიანობა მის სიყვარულს აღემატებოდა. და მის სიწმინდეს რომელიც მისი ხასიათის ცენტრალური თვისება იყო არ შეეძლო უწმინდურებას შეგუებოდა. ამიტომ მან დაიწყო უდიდესი გეგმის განხორციელება რომლის ჩაწვდომასაც ანგელოზებიც კი ნატრობდნენ მაგრამ ვერ ხვდებოდნენ როგორ უნდა აღედგინა ღმერთს ის დაკარგული
ურთიერთობა ადამიანთან, ისე რომ ღმერთის სამართლიანობა არ დარღვეულიყო. ეს მართლაც წარმოუდგენელი იყო მთელი ზეციური სამყაროსათვისაც კი. მაგრამ ღმერთმა გამონახა გზა და ეს გზა იესო ქრისტე იყო.


გაგრძელება იქნება...


(შემდეგი თემის სათაური იქნება იესო ქრისტე და მასში იქნება განხილული როგორ შეძლო ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენა ისე რომ თავისი სამართლიანობა არ დაარღვია)

0
147
2-ს მოსწონს
ავტორი:Guji
Guji
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0