x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
"პახმელიაზე" გაცნობილი2

imageდილით უცნაური შეგრძნებით გამეღვიძა, თითქოს დაღლა სიზმრიდან გადმომყოლოდა, სიზმარი კი მეტად სასაცილო და აფსურდული მესიზმრა. ცოტა თავიც კი მტკიოდა, ლოგინში რაც ძალი და ღონე მქონდა კატასავიტ გავიზმორე და არაადამიანური ხმით დავამთქნარე. თან გამეცინა სიზმარზე რომელზეც ჯერ კიდევ ვფიქრობდი, სიზმარი ქვეცნობიერის გამოძახილიაო და როგორ დავიჯერო რომ ჩემი ქვეცნობიერი ასეთ სისულელეებზე ფიქრობს? არა სისულელეებზე კი ვფიქრობ ხოლმე მარა ასეთზე არა...
დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინვე ჩამეძინა, ძილში წავედი თუ არა დანისლული სივრციდან ნაცნობი სილუეტი გამოკრთა, თითქოს შენელებული კადრიაო, ჩემამდე რომ მოაღწია მაშინღა მივხვდი ვინ იყო, „პახმელიაზე“ გაცნობილი, ლადუნა ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა მისი დანახვა, ( საინტერესოა რატომ?) უსიტყვოდ, კმაყოფილი სულელის ღიმილით მომჩერებოდა, ალბათ მეც ასე ვუყურებდი, წარმომიდგენია როგორი გამომეტყველებით მეძინა, უკვე მეცინება მერე სიუჟეტი შეიცვალა, მასთან ერთად სადღაც ჩემთვის უცნობ ადგილას აღმოვჩდი, სიზმარშიც კი მისი თვალებით ვიყავი აღრფთოვანებული.
მოკლედ მთელი სიზმარი მასთან ერთად დავბოდიალობდი. მის ცოლზე ფიქრი კი არაფერით მშორდებოდა, თან ვბრაზობდი ჩემს თავზე, რატომ დავყვები ამ იდიოტს, სად მაქვს ჭკუა_გონება მეთქი მერე გამახსენდა რომ სიზმარში ვიყავი და დამვშვიდდი.
ლოგინიდან ადგომა მაგრად მეზარებოდა, არადა დილიდან უამრავი საქმე მქონდა გასაკეთებელი, მოკლედ ჩემი თავის ფსიქოლოგიურად შემზადების შემდეგ როგორ იქნა ავდექი, როგორ ჩავიცვი და ყავა როგორ დავლიე ეგ არამგონია საინტერესო იყოს ვინმესთვის... სახლიდან თავქუდ მოგლეჯილი გავიქეცი, თურმე მაგვიანდებოდა ქუჩაში რომ მივდიოდი, ვიგრძენი რომ უკან ვიღაც მომდევდა თუმცა ვიფიქრე მეჩვენება, თავისთვის მიდის ადამინი და მე რა შუაში ვარ მეთქი, ცოტა ხანიც ვიარე ასე დაეჭვებულმა, მაგრამ მობრუნებას ვერ ვბედავდი, ერთ-ერთ შენობას გვერდით რომ ჩავუარე მის მოლაპლაპე და სარკისებრ მინებში ჩავიხედე, (ჩემი თავის თავიდან ფეხებამდე ათვალიერება ჩვევაში მაქვს) თმა შევისწორე და და გზის გაგრძელება გადავწყვიტე თუ არა ადგილზე გავშეშდი, ზურგს უკან ის სიზმრისეული ნაცნობი სილუეტი ასვეტილიყო, ლადუნა... ისეთი გაოცებული სახე მქონდა ლადუნაც კი დაიბნა, წამით შეტოკდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, ალბათ ხმასაც ვერ ამოვიღებდი თითონ რომ არ დაეწყო
– როგორ ხარ? მიცანი?
ჩემს თავში ერთი სასაცილო კითხვა დაბორიალობდა: „ ნეტა ისევ ხო არ მესიზმრება?“
– მიცანი თუ ვერა?
– კი გიცანი. ..
– რამდენი ხანია მოგდევ, რა სწრაფად დადიხარ. . .
– მომდევ? და რატო???
– ხოო, გაჩრებაზე დაგინახე და იქიდან აგედევნე, არ მეგონა კიდევ თუ გნახავდი.
ღრმად ამოვისუნთქე და ოდნავ ღიმილით ვუთხარი
– არც მე. . .
(არადა რა იცის წუხელის სიზმარში რომ ვნახე) გავიფიქრე და უკვე შესამჩნევად გამეღიმა
– ღიმილი ძალიან გიხდება თამუნა
(აუუ, კიდევ კაი თითონ გამახსენა რომ თამუნა მქვია) ვფიქრობ და თან ისევ თვალებში მივჩრებივარ, არა მაინც რატო მოვიხიბლე ამ ბიჭის თვალებით?
– სად მიდიხარ?
– სამსახურში მივდივარ, შენ სად მიდიხარ?
სულ არ მაინტერესებდა მარა ზრდილობის ამბავში ვკითხე...
– მე ... არსად
– ხოო? ძალიან კარგი, მე სამსახურში წავალ და შენ არსად წადი, აბა კარგად!
– მოიცადე, სად გარბიხარ?
– სამსახურში მაგვიანდება
რომ შევხედე ისეთი საყვარელი გამოხედვა ჰქონდა წამით გავიფიქრე : კი მაგვიანდება მაგრამ, ჯანდაბას დამაგვინადეს მეთქი
– კარგი მაშინ წადი, იმედია კიდევ შევხვდებით
– ხო, იმედია, კარგად!
– კარგად თამო . ..
აუ ეს თამო უკვე მეხამუშა, მაგრამ არ შევიმჩნიე, რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი, რაღაცა ძალამ, არ ვიცი რამ მაგრამ გამაჩერა, შემოვბრუნდი და დავუძახე
– ლადო, ერთი წუთი მოცადე
– რა იყო?
– მინდა იცოდე რომ მოგატყუე თამუნა არ მქვია. . .
გაეცინა, იდუმალი ცოტა სევდანარევი მზერა მომაპყრო
– აბა რა გქვია?
– ქეთი. . .
– მშვენიერი სახელია და რატო მომატყუე?
– რავიცი არ გიცნობდი და... კაი წავედი ეხლა, ნახვამდის!
– ნახვამდის ქეთი.
წამოვედი და თან სინდისის ქენჯნა გამომყვა, თან მეცინებოდა, ისევ მოვატუე. . .არც ქეთი მქვია.

0
32
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0