x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
ქალური ეჭვიანობა (პლიუსები, მინუსები და გამკლავების ხერხები)

image

პრაქტიკულად ყოველთვის, სიყვარულის გზაზე დრო და დრო მაინც მოდის ისეთი გრძნობა, როგორიცაა ეჭვიანობა. ეს შეგრძნება მძიმე და მშფოთვარეა, მის ნიადაგზე ქალები ხშირად ვარდებიან დეპრესიაში, კაცები კი პირიქით ხდებიან კრიტიკულები და აგრესიულები. თუმცა მთელი ამ უსიამოვნო შეგრძნებების მიუხედავად, ეჭვიანობას თავისი პლიუსებიც აქვს. ის ეხმარება წყვილებს ხანგრძილი ურთიერთობებისთვის. როცა ახალგაზრდა წყვილი ქორწინდება, რამდენიმე წლის შემდეგ მოდის სტაბილურობისა და ერთფეროვნების პერიოდი, ამ დროს ორივე გრძნობს, რომ ურთიერთობას რაღაც აკლია, ეს არის სწორეს ის ემოციები და შეგრძნებები რაც ურთიერთობის დასაწყისში იყო. აი სწორედ ამ დროს, ორივე მხარე იწყებს იმ მომენტის გამოჭერას, როდესაც მეორეს ეტყვის: ''შენ რა მას ეფლირტავები?'', ''რატომ ელაპარაკები ასე მხიარულად?'', ''რატომ უღიმი სულ?'' და მსგავსი ფრაზები. ბევრი ფსიქოლოგისა და სპეციალისტის აზრით, ეჭვიანობა ზოგჯერ აუცილებელიც კია ოჯახური ცხოვრებისათვის, იგი ეხმარება სიყვარულის გრძნობის დამტკიცებას.

დღევანდელ დღეს უმეტესობა თვლის, რომ ჯერ არის სიყვარული და შემდეგ ჩნდება ეჭვიანობაც, მაგრამ სინამდვილეში დასაწყისში მხოლოდ ერთს უყვარს, მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს, აი შემდეგ კი როცა მეორე პირველზე დაიწყებს ეჭვიანობას იქ უკვე უყვარდება.

ეჭვიანობის გრძნობა ხშირად იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს, რადგან ჩვენ სხვა გვარჩიეს, ესეიგი რაღაცით მასზე უარესი ვართ. ასეთ სიტუაციაში ცრემლები ვერ დაგეხმარებათ, ასეთ დროს უნდა დავკავდეთ საკუთარ თავზე ზრუნვით, ვიაროთ სავარჯიშოდ სპორტდარბაზებში, დავიცვათ დიეტა, უკეთ გავლამაზდეთ და საერთოდაც ძვირფასო ქალბატონებო, რაც ნაკლები სტრესი გექნებათ უფრო ლამაზები იქნებით.

0
47
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0