x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
კარგი და ცუდი

ერთმა ბრძენმა და მოხუცებულმა ჩინელმა კაცმა უთხრა თავის მოსწავლეს: “ დაათვალიერე ოთახი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ეცადე დაიმახსოვრო ნივთები, მხოლოდ ყავისფერი ფერის."_ოთახში ბევრი იყო ყავისფერი ფერის ნივთები და მოსწავლემ ადვილად გაართვა თავი ამოცანას. მაგრამ ბრძენმა მოხუცებულმა მას ისევ დაუსვა კითხვა:


“დახუჭე თვალები და გადათვალე ნივთები..., მხოლოდ ლურჯი ფერის!''-- მოსწავლე დაიბნა და აღშფოთებულმა მიუგო: “ მე არაფერი ლურჯი ფერის არ შემიმჩნევია, თქვენი მითითებით მხოლოდ ყავისფერი ნივთები დავიმახსოვრე!." რაზედაც ბრძენმა უპასუხა მას: “ გაახილე თვალი, მიმოიხედე ირგვლივ, ხედავ რამდენი საგანია აქ ლურჯი ფერის?". და ეს სუფთა სიმართლე იყო. მოხუცმა კვლავ გააგრძელა: “ ამ მაგალითით, მე მინდოდა შენთვის ცხოვრების ჭეშმარიტება მეჩვენებინა: “ თუ შენ ოთახში ეძებ მხოლოდ ყავისფერ ნივთებს, და ცხოვრებაში_მხოლოდ ცუდს, შენ მარტო მათ დაინახავ, და შეამჩნევ. და ისინი იმოქმედებენ შენს ცხოვრებაში.

image

დაიმახსოვრე: თუ შენ ეძებ ცუდს, მას შენ აუცილებლად იპოვი და ვერასოდეს შეამჩნევ კარგს. ამიტომ თუ მთელი ცხოვრება დაელოდები და მორალურად მოემზადები ცუდისათვის__ ის აუცილებლად მოვა შენთან . მაგრამ თუ მუდამ იმედი გექნება კარგის და იქნები მის მოლოდინში შენ აღარ მიიზიდავ ცუდს . უბრალოდ ხანდახან იმედგაცრუების განცდა დაგეუფლება. რადგან არ არსებობს სიცოცხლე იმედგაცრუების გარეშე.image

0
162
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0