x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
კარმული ქორწინება ანუ შევხვდებით მომავალ ცხოვრებაში

image
ასტროლოგია, კარმა და ასეთი რამეები, ყოველთვის ეჭვსა და ირონიას იწვევდა ჩემში. არა იმიტომ რომ ძალიან რელიგიური ვარ და ყველაფერს უფლის არსებობით ვაბათილებ, უბრალოდ არ მაინტერესებს, არ ვიცი და არც მჯერა... საქმე ისაა რომ ცოტა ხნის წინათ მეც მეწვია ძლიერი და ლამაზი სიყვარული..მაგრამ ყველაფერი იმდენად იდეალური იყო, რომ ამ ბედნიერებამ, სიმშვიდემა და თავისუფლებამ მხოლოდ ერთ თვეს გასტანა (ნაცნობობამ არა, ბედნიერებამ ), მერე კი წინააღმდეგობებს ვერ გავუძელი და ყველაფერი დავამთავრე. სამყარო ხომ იდეალებს ვერ იტანს.. პირად პრობლემებზე ვერ ვისაუბრებ, ეს სტატია არ მინდა ამ თემაზე იყოოს, უბრალოდ მაგალითი მომყავს. ახლახანს გადავაწყდი შემთხვევით ამ ინფორმაციას.. კარმული ქორწინება.. რა არის ის?? სიამოვნებით გაგაცნობთ ცოტაოდენ ინფორმაციას ამის შესახებ, მააშ ასე:


"ნებისმიერი ასტროლოგის ლექსიკონში არსებობს ტერმინი „კარმული ქორწინება“, რომელიც სწორედ ამგვარი ინკარნაციათა შორისი ურთიერთობების შესახებ ითვალისწინებს ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, მეუღლე რომელიც თქვენთვის ამ ქვეყნად ყველაზე დიდი მეგობარი, თანამოაზრე და მხარდამჭერია, შესაძლოა წინა ინკარნაციებში თქვენი დიდი სიყვარული იყო, რომელთან ერთად ყოფნა მიზეზთა და მიზეზთა გამო იმ კონკრეტულ ცხოვრებაში თქვენთვის განუხორციელებელ ოცნებად იქცა. კოსმიური კანონებით კი, ამგავრი დიდი გრძნობა არ იკარგება, შესაბამისად უკვე სხვა ინკარნაციაში მოგეცემათ თქვენ ორს შანსი რომ ერთად ყოფნის ბედნიერება ამჯერად უკვე სრულფასოვნად გამოსცადოთ. ასტროლოგიური სწავლების მიხედვით, კარმულ ქორწინებას ვადა არ აქვს, აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა ის ფაქტიც, რომ თქვენ და თქვენი იდეალური მეორე ნახევარი არა ერთ ან ორი, არამედ რამოდენიმე ინკარნაციის მანძილზეც კი აგრძელებდეთ თანაარსებობას და ყოველ ჯერზე ახლებური სახით წარსდგეთ ერთმანეთის წინაშე, საიმისოდ რომ სულიერი ზრდისთვის აუცილებელი გაკვეთილი ჩაუტაროთ ერთმანეთს"...


ჩემთვის ეს ძალიან დიდი გრძნობაა, მისთვისაც ასეა ვიცი და იქნებ იმედი უნდა ვიქონიო, რომ მომავალ ცხოვრებაში მაინც ვიქნბით ერთად? :))

ადამიანები ხომ იმას ვიჯერებთ, რაც გვნდა რომ გვჯეროდეს.. ჰოდა, რა ვიცი, რაა ვიცი..

0
286
2-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0