x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ქრისტიანობა

ქრისტიანობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ბუდიზმთან და ისლამთან ერთად.ქრისტიანობა გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ძველი აღმოსავლეთის რიგ რეგიონებში, აქვს სამი ძირითადი მიმართულება:კათოლიკობა, მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი, გარდა ამისა, რამდენიმე სექტა.ქრისტიანების აღმსარებლებს, მიუხედავად მათ სხვადასხვა მიმდინარეობებს შორის არსებული განსხვავებებისა, აერთიანებთ ერთი საერთო - იესო ქრისტეს რწმენა, თუმცა აქაც არის გარკვეული დაპირისპირება, ქრისტიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იესო ქრისტეს ახასიათებს, როგორც ღვთაებრივი, ისე ადამიანური ბუნება, ნაწილს მიაჩნია, რომ მხოლოდ ღვთაებრივი.ქრისტიანობა საქართველოში პირველი საუკუნიდანვე ვრცელდება.მისი მქადაგებელი საქართველოში იყო მაცხოვრის მოწაფე, მოციქული ანდრია პირველწოდებული და მასთან ერთად, მატათა და სხვა მოციქულები.ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული, სვიმონ კანანელი, აქ გარდაიცვალა და აქვე, აფხაზეთშია დაკრძალული.ქრისტიანობა ჩვენში შავი ზღვის სანაპიროზე, რომაელთა სამხედრო გარნიზონებში მყოფ სამხედროთაგან, სირია-პალესტინაში არსებული ქრისტიანული ცენტრებიდანაც აღწევდა.მაგრამ სახელმწიფო კულტად აღიარება მეოთხე საუკუნეში, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს მოღვაწეობით მოხდა.სქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო კულტად აღიარებასთან დაკავშირებით ცნობები დაცულია ლათინურ, ბერძნულ, სომხურ, ქართულ წერილობით წყაროებში.განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართულ წყაროებში ერთ-ერთი უძველესი საისტორიო თხზულების მოქცევაი ქართლისაი“-ს ტექსტში წარმოდგენილ ცნობებს, ლეონტი მროველის თხზულებასმოქცევა მირიან მეფისა და მისი თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულის მიერ“, და წმინდა ნინოს ცხოვრებისა მოღვაწეობის აღმწერ სხვა ვარიანტებს.


თამარ მეფე

0
123
5-ს მოსწონს
ავტორი:davit-p13
davit-p13
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0