x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
გიორგი ცაგარეიშვილი: ,,მეჩეთის აშენება იუნკერების საფლავზე იგეგმებოდა“

image
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას კულტურული ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის შეთანხმება შედგა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ოშკისა და იშხანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო ბათუმში ადგილი გამოიყოფა, სადაც მუსლიმანური რელიგიის წარმომადგელებისთვის სამლოცველო აშენდება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გადაცემა “პოზიციაში“ პარლამენტარებმა კომენტარები გააკეთეს.
გიორგი ცაგარეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: “მეჩეთი იქ არ უნდა აშენებულიყო, სადაც “ნაციონალური
მოძრაობა" აპირებდა აშენებას. იქ არიან იუნკერები დაკრძალულნი. გმირი ბიჭები, რომლებიც შეეწირნენ მეზობელი ქვეყნის აგრესიას. ნუ ვიტყვით ახლა, რომელი ქვეყნის აგრესია იყო. აგრესია აგრესიაა და იქ ადამიანები დაიხოცნენ. მათ ძვლებზე არ უნდა აშენდეს მეჩეთი. როგორც ბიძინა ივანიშვილმა თურქეთის პრემიერთან შეხვედრისას
განაცხადა, ბათუმში აშენდება მეჩეთი, მაგრამ არ იმ ადგილას, სადაც ქართველი იუნკერები არიან დაკრძალულნი. სწორედ ადგილის გამო იყო ბათუმში პროტესტი. სამაგიეროდ აღდგება ოშკი და იშხანი. ჩვენი არქიტექტორები ჩავლენ იქ და დააკვირდებიან პროცესს“.
გიგი წერეთელი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი: “ მეჩეთის თემა მაგალითია იმისა, რომ ოპოზიცია არ უნდა იყოს უპასუხისმგებლო. როდესაც ის გახდა ხელისუფლება, ძალიან კარგად დაინახა ის საკითხები, რაშიც ის იჩენდა უპასუხისმგებლობას.
გაცილებით ადრე შევხვდით ჩვენ ერდოღანს. დღეს რომ განცხადდა, მეჩეთი საქართველოში მცხოვრები მუსულმანებისთვის
შენდება, მაშინაც ასე იყო ჩაფიქრებული და არა საუდის არაბეთში და ალბანეთში მცხოვრები მუსულმანებისთვის, ან სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბედუინებისთვის. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და ყველას სჭირდება თავისი წილი პატივისცემა. მე ვფიქრობ, ეს საკითხი აბსოლუტურად მოგვარებადი იყო, მაგრამ ამაზე ატყდა დიდი ამბავი და ქარცეცხლში გაატარეს ყველაფერი. ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ პოზიციები შეცვლილია. პოზიციების შეცვლა და გულწრფელობა ცუდი არ არის“.

1
241
2-ს მოსწონს
ავტორი:ცისანა შერგილაშვილი
ცისანა შერგილაშვილი
241
  
2013, 22 თებერვალი, 16:46
იუნკერების საფლავზე დამპალი პარლამენტია აშენებული, იქნება ამაზე დაფიქრდნენ ჯერ... რა თქმა უნდა იქაც არ უნდა აშენდეს საფლავზე სხვა შენობა.... მაგრამ ზოგადად საქართველოში ყოველთვის იყო სხვადასხვა რელიგიის სალოცავები ქრისტიანულის გვერდით, ნუ მე ესე ვიცი და თუ შეცდომით მასწავლეს მითხრას ვინმემ... თუ ადამიანს რელიგიის შეცვლა უნდა ის ისეც შეიცვლის და ასეც... მაგრამ საქართველოში, მითუმეტეს აჭარისკენ და შავიზღვის პირეთში ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს და სჭირდებათ სალოცავი...
0 1 1