x
image
Soffia
ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკას დაუბრუნდა!

imageწარსულში რეიტინგული, უფრო ახლო წარსულში კი აქტიური პოლიტიკოსი ისევ ეკრანს უბრუნდება. როგორც მოსალოდნელი იყო ის პოლიტიკურ თოქ-შიუს წაიყვანს. გადაცემა კვირაში ორჯერ, 2 საათით, საზოგადოებრივი არხის ეთერით გავა. მისივე განცხადებით შოუ უპრეცედენტო მასშტაბის იქნება. ასევე იგი ხაზს უსვამს იმას, რომ მის გადაცემაზე არანაირ უარყოფით გავლენას არ იქონიებს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ სულ რამდენიმე თვის წინ ის პოლიტიკოსის სტატუსის მატარებელი გახლდათ. პირიქით, ფიქრობს რომ ეს გამოცდილება მას ძალიან დაეხმარება თავის საქმიანობაში. ჟურნალისტიკაში დაბრუნების შესახებ გრიგოლიამ გაცილებით ადრე გააკეთა განცხადება. "რა თქმა უნდა დავბრუნდები ჟურნალისტიკაში და გავაკეთებ პოლიტიკურ თოქ-შოუს. თუმცა მხოლოდ ტელევიზიის მიმართულებით არ ვაპირებ მუშაობას. მსურს პრესის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო." ასევე მისი განცხადებით: "დღეს ქართულ ტელესივრცეში არის პოლიტიკური თოქ-შოუს დეფიციტი და მე აუცილებლად გავაკეთებ ამას. რაც შეეხება თემის განხილვას, რომ პოლიტიკიდან ჟურნალისტიკაში დაბრუნება არაეთიკურია, მათ ვინც ამ აზრზეა ვეტყვი, რომ სოციალურ ქსელში ჯდომას ურჩევნიათ თავიანთ საქმეს მიხედონ. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ქართულ ტელესივრცეში რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუ გაჩნდა, თუმცა ალბათ მაინც კარგია კიდევ ერთი ახალი გადაცემის გამოჩენა. აქვე საინტერესოა
რამდენიმე ამონარიდი ინგას იმ დროინდელი ინტერვიუებიდან, როცა ის ჟურნალისტიკას ტოვებდა. "პირობას გაძლევთ პოლიტიკაში წასვლით ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გავაკეთებ". "პოლიტიკურ არენაზე საქმიანობა, ჟურნალისტიკაზე გაცილებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან აღარ მომიწევს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დამალვა". თუმცა მოგვიანებით ეს განწყობა შეიცვალა: "ისე მოვკვდები, რომ არასდროს არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში აღარ ვიქნები". როგორც სჩანს მისთვის პოლიტიკა არც თუ ისე საინტერესო აღმოჩნდა და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დამალვაც სულ მალე მოუწევს, რათა მაყურებელმა, ობიექტური, საინტერესო და რეიტინგული გადაცემა მიიღოს.

0
44
5-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0