x
image
ხიზანიშვილი
მეტეორების წვიმა რუსეთში

image- მეტეორების წვიმა რუსეთში და 150-მდე დაშავებული. "ურალის" თავზე რამდენიმე ტონიანი მეტეორი აფეთქდა. ვიდრე დედამიწა ასტეროიდის მოლოდინშია, რომელიც პლანეტას მეცნიერების ვარაუდით, დაახლოებით 10 საათში ჩაუფრენს, რუსეთის თავზე მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან უამრავი ადამიანი დააშავა და შენობები დააზიანა.
სოციალურ ქსელებში ყვებიან, რომ მეტეორის აფეთქების შემდეგ ხალხი შენობების ფანჯრებიდან ხტებოდნენ.
- ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მეტეორის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ სატელეფონო შეტყობინებებით გააფრთხილა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა მეტეორი, რომ ატმოსფეროში არ აფეთქებულიყო.
- დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორი, სავარაუდოდ, რამდენიმე ტონას იწონიდა. "ურალის" რეგიონში, სტიქიის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შენობების დაზიანების გარდა, მეტეორების წვიმამ, მწყობრიდან გამოიყვანა მობილური სატელეფონო კავშირი, თუმცა პრობლემები სამხედრო ობიექტებს არ შექმნია.
- მეტეორების წვიმა, "ურალის" რეგიონის გარდა, მკაფიოდ ჩანდა ეკატერინბურგიდან და ყაზახეთიდან. ასტროლოგების ვარაუდით არ არის გამორიცხული უჩვეულო მოვლენა დედამიწასთან ასტეროიდის მოახლოებას უკავშირდებოდეს.

1
1627
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
1627
  
2013, 16 თებერვალი, 2:55
საღორ კარგი სტატიაა !!
0 1 1