x
image
ინტერ-გოგონა
დაგელოდები
imageწვიმს და თითქოს სულში მაწვიმს...

წვიმს გადაუღებლად, ჯიუტად თითქოს უნდა რომ წაშალოს ქვეყნად ყველაფერი...

მე ფანჯარასთან ავიწურე პატარა ბავშვით, იმ პატარა ბავშვივით გარეთ გასვლა რომ აუკრაძალეს...

ო, როგორ არ მიყვარს ღამე უშენოდ, მარტოსულია და ცივი...


არც წვიმა მიყვარს!!!

მეშინია ჩვენი ტკბილი მოგონებები არ წაშალოს, როგორც ის პატარა გული ბავშვებმა ჩემი ფანჯრის წინ რომ დახატეს..

შენ რომ ეხლა ჩემთან იყო მეყვარებოდა წვიმა, შენთან არაფრის მეშინია ...

მე შენ მეიმედები....

დაორთქლილ მინაზე წვეთი ჩამოგორდა და ფანჯრის რაფაზე დაეცა..

მენატრები...

იმ ერთ წვეთს კიდევ დაემატა ჯერ ერთი მერე მეორე წვეთი...

მაგრამ ეს უკვე ჩემი ცრემლები იყო...

წვიმა ფანჯრის რაფაზე ნაზ მელოდიას უკრავდა და ჩურჩულებდა....

"მალე დაბრუნდება"

"დაველოდები"

შენი ხმა მესმის, შენზე ფიქრი მათბობს,

ისევ შორახარ, გულთან კი ახლოს...

მიყვარხარ ცამდე, მთვარემდე მზემდე...

ყველაფერს დავთმობ შენ ოღონდ მენდე...

არ გეყოლება ერთგული ჩემზე...

შენ დაბრუნდები მზესთან ერთად და გეყვარები ყველაზე მეტად...

1
52
4-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
52
  
2013, 22 თებერვალი, 19:21
:) მომეწონა :) :)
0 1 1