x
image
ხიზანიშვილი
მრავალმხრივ სასარგებლო ფორთოხალი
image- თუ განწყობისა და ცხოვრების ტონუსის ამაღლება გსურთ, ზედმეტი კილოგრამებისაგან განთავისუფლება გინდათ, ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაზე ოცნებობთ, მაშინ მიირთვით ფორთოხალი. ის ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების საბადოა, რაც ასე აუცილებელია ჩვენთვის.

- ფორთოხალი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს და C ვიტამინს; აგრეთვე მდიდარია B ვიტამინით, ფოლის მჟავით, A პროვიტამინით, მაგნიუმით, მანგანუმით, ფოსფორით, რკინით, თუთიითა და სპილენძით.

- ფორთოხალი ბევრი დაავადებისგან დაგიცავთ, რადგან ორგანიზმიდან გამოჰყავს ცვლის პროცესების ნარჩენები და ტოქსინები.

- ფორთოხალი აძლიერებს იმუნიტეტს. უკანასკნელი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ვიტამინები, იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს და რომლებიც მას ყვითელ შეფერილობას აძლევს, ანტისხეულების გამომუშავებას უწყობს ხელს. ეს კი აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობას და სხვადასხვა ინფექციის მიმართ დაცვას.


- საუზმეზე მიღებული ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ. წვენი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ, ვინაიდან ვიტამინების დიდი ნაწილი სწრაფად იშლება.

- ფორთოხალი ასევე ძალიან კარგია გახდომისთვის, რადგან მასში მცირე კალორიებია, სამაგიეროდ იგი თრგუნავს შიმშილის გრძნობას.

0
434
4-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0