x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508850
სიყვარული

ქვეყნად არსებობს ბევრი სიკეთე და ბოროტება, ბევრი წიგნები, ცოტა მკითხველი, ზამთარი, სევდა და გაზაფხული, ლურჯი იები და ატმის რტოზე დაღვენთილი კაშკაშა ნამი, ბედნიერი წამი, უბედური წლები, შეშლილი სახით დასერილი სველი ქუჩები. უძილო ღამის კაეშანი და გაფრენილი იმედების ძებნა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე. ყვითელ ფოთლებში მუხლებამდე ჩაფლული უცხოს ცრემლით დასერილი სახე და ნიაღვარი ალერსის, ვნების. ცის ქუხილივით მჭექარე ბავშვის გულღია კისკისი, თეთრი ვარდების თაიგულით დამშვენებული ლამაზი ქალი, ხელებ დაზუზნული მათხოვარი სანაგვე ყუთთან და გზა უწყვეტი მიმართული სულიერი ამაღლებისკენ. ამ ყოველივეს მიღმა მდგარი რაღაც ძალა, ყველაზე ძლიერი, ყოვლის მომცველი და ცეცხლივით მწველი, სიყვარული ზღვარს გადასული, გაცელილი წუთისოფლის წესებს და მარწუხებს, სიძულვილის გესლიანი მიწიდან ზეაღმდგარი და ყოვლის შემძლე, ყოვლის ქმნელი, ნაზი, გულჩვილი, მოგიზგიზე ნაღვერდლებზე ასჯერ დაფერფრილი და ერთ წამში მზედ ქცეული.
გიჟჟიი.
გიჟი და მის გარეშე არაფერი. სიგიჟე თუ არ დევს თან, ბოლომდე ვერ შლის ფრთებს, თავის უძირო გულში ვერ იხვევს, ვერ გამოსწვავს თიხას, რომ არ დაიბზაროს და არ დაიცალოს ღვთიური სითხისგან. სადაც სიყვარულია იქ გონება აღარ მუშაობს, იქ ჭკუა გათიშულია, სიყვარული რწმენაზეა აღმოცენებული, მას წამს რომ ბედნიერება არსებობს. არ შეილება მისგან განიკურნო, დაემალო. როდის იყო გიჟი გონიერებაში ვარდებოდეს და თუ ერთხელ გაგიჟდი რაღა გეშველება, შენი წამალი მხოლოდ მისი ტუჩებია ან შეშლ ქუჩებში უაზროდ ხეტიალი. ზოგს გონია გულიდან ამოაგდებს, აღარ იფრთხიალებს მკერდში მისი უხილავი მტრედი, რაოდენ ცდებით ყველა, რაოდენ დიდ სითბოს და ბედნიერებას ატანთ წუთისოფლის ქარს, რაოდენ ცდებით როცა სიყვარულისგან ცდილობთ თავის დაღწევას, როცა ხელს კრავთ ადამიანის ჭეშმარიტ ნიჭს და სასოო პრინციპებს ემონებით. თქვენ თავისუფლებას თმობთ, გიჟ“ გადარეულ დღეებს გირჩევნიათ მდორეე დაჭაობებული წლები, თითქოსდა ამ ერთფეროვნებით აღარასოდეს დაბერდებით და არ დაჭკნებით მთის ბალახივით.
ვისაც ერთხელლ დაჭრის გულში ამორის ღვთაება, ის სულ დაკოდილი იქნება და ვერ გაუმრთელებს ვერა ძალა ამ წყლულს. ჩემ სიცოცხლესაც ეგონა რომ გული აღარ მოიებრჯინებოდა ყელში მაგრამ თავადაც იცის რომ შეცდა, მას ავიწყდება რომ ახლა მის მკერდში ჩემი გული ძგერს, ჩემი სისხლით იკვებება და ჩემი ხმის გაგონებაზე ორმაგად ფეთქავს. როგორც ყველაფერი ქვეყნიერებაზე ისიც ცნობს თავის პატრონს და მთელ სხეულსაც აიძულებს მისკენ ესწრაფოს, რაც არ უნდა ეცადოს ვერას გახდება თვით ეშმაკიც კი და ჩემს ცოცხალ წილს მისგან ვერ წაშლის.
„ადამიანი ვერასოდეს შექმნის ბედნიერებას თუ ამაში სიყვარული არ დაეხმარება, ბოლოს და ბოლოს ადამიანიც მისით იქცევა ადამიანად, ამიტომ თუ გინდა რომ ბედნიერების წყაროდან ერთი პეშვი შენც შეგხვდეს გული გააბატონე გონებაზე“
„სიცოცხლეს მძაფრი შეგრძნებებით აღვიქვამთ, უამისოდ სიცოცხლეშივე ვკვდებით საბრალონი.“
„როცა სხვისი გული ძგერს შენს მკერდში, ვერასოდეს დააოკებ მას პატრონის მოახლოებისას, ყვრიმალებს დაგიხეთქავს მოზღვავებული სისხლი და არ მოგცემს საშვალებას გაიქცე.image

1
51
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
51
  
2013, 26 იანვარი, 19:42
:)
0 1 1