x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134674
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508865
სიმთვრალე მხატვრულად

image"სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება!" ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა:"რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!"



ნაწყვეტი თეოდორ დოსტოევსკის "უგვანო ანეგდოტი"- დან.

1
39
9-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მელიქიშვილი
ნინი მელიქიშვილი
39
  
2013, 28 იანვარი, 23:29
ძლიერი სიტყვებია...
0 1 1