x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ვიქტორ ჰიუგოს ციტატები
“ სიჩუმე სულის თავშესაფარია, რომელიც ღრმად განიცდის ყოველგვარ ადამიანურ წყენას."


“ დიდ პოეტებს, როგორც მაღალ მთებს გააჩნიათ მრავალხმოვანი ექო, და მათი ლექსები მეორდება ყველა ენაზე."


“ზოგიერთი ფიქრი ისეთია როგორც ლოცვა, არის წუთები როცა სული, დამოუკიდებლად სხეულის მდგომარეობისა მუხლებზე ეშვება."


“ღირსებას გააჩნია ფარდა, ხოლო უღირსობას ნიღაბი."



“იმედი იქნებოდა დიდი ძალა ადამიანის სულისთვის, რომ არ არსებობდეს სასოწარკვეთა."


“გონება მდიდრდება იმით რასაც იღებს. გული კი იმით რასაც ის image
გასცემს."


“ადამიანს მხოლოდ ერთი ტირანი ყავს--უცოდინრობა."


“უმაღლესი სამსჯავრო ეს სინდისის სამსჯავროა."


“ ერთხელ მე ვნახე ღარიბი შეყვარებული. მას ეხურა ძველი ქუდი, დახეული პალტო და დაგლეჯილი ფეხსაცმელები, მაგრამ მის სულში ვარსკვლავები კიაფობდნენ."


“ფორტუნა მხოლოდ ბრმა კი არ არის, არამედ ის აბრმავებს მის რჩეულებსაც."


“ ვერანაირი გარეგნული სილამაზე ვერ იქნება სრულყოფილი თუ ის არაა გაცოცხლებული შინაგანი სილამაზით."

5
731
7-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
731
  
2013, 22 იანვარი, 1:50
რემარკი :)))) ირინას ვკითხე
2013, 22 იანვარი, 1:48
შენც გიყვარს? :))))
2013, 22 იანვარი, 1:20
ახლა რემარკის სიტყვები ამოწერე რაა....
0 1 5