x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ნინი და ნანკა - ორი ორსული

image ნანკა კალატოზიშვილი ფეხმძიმედ გახლავთ. იგი ირაკლი კეიდიასგან ელოდება ბავშვს. ეს ამბავი ორი თვის წინ გახდა ცნობილი. ნინი ბადურაშვილის ორსულობა, რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ნინი 17 აგვისტოს გათხოვდა. იგი ცოლად ირაკლი კუტალიძეს გაყვა. მათი ნიშნობა ნინის აგარაკზე შედგა. 20 ოქტომბერს კი დიდი ქორწილი გადაიხადეს. ქართველი ხალხი და არა მარტო ქართველები, ძალიან დიდი ხანის მანძილზე ელოდნენ, ნინის გათხოვებას. მათ ყველაზე მეტად ნინის საქმრო ანუ კახიანების სიძე აინტერესებდათ. მისი მეუღლე რუსეთში

image
მცხოვრები გახლავთ. მას აქვს საკუთარი ბიზნესი. ასევე თამაშობდა წყალბურთს და არა მარტო. ყველასათვის კარგად ნაცნობი ქეთა თოფურია ნინის მეჯვარე იყო. მას ძალიან გაუხარდა, როდესაც ნინი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, ირაკლისთან ერთად. არსებობს ფოტოები, რომელზეც კარგად არის ასახული ნინის ცხოვრება მოსკოვში. ფოტოები გადაღებულია ერთ-ერთ კლუბში, სადაც ნინის ეტყობა, რომ ის ძალიან კარგ დროს ატარებს, ირაკლისთან და ახალ მეგობრებთან ერთად. ის ფაქტი, რომ ნინი ორსულად არის, თავიდან არ დაუდასტურებია მის ოჯახს. ნინი ახალ წელს ჩამოვიდა თბილისში და ნანკა კალატოზიშვილს შეხვდა. რამოდენიმე დღის შემდეგ ინტერნეტში დაიდო ახალი სურათი "ორი ორსული"- ს სახელწოდებით. სადაც ნინის და მის მეგობარ ნანკას, კარგად ეტყობათ, რომ ორსულად არიან. ამის შემდეგ მომღერლის დედამ დაადასტურა, რომ ნინი სამი თვის ფეხმძიმეა. რაც შეეხება იმ კითხვას: გახდება თუ არა ნინი, რუსული ესტრადის მომღერალი? ამას დრო გვიჩვენებს.

0
853
7-ს მოსწონს
ავტორი:K.G
K.G
853