x
image
Soffia
დიდ ბრიტანეთში მილა კუნისის მონაწილეობით გადაღებული რეკლამა აკრძალეს.

imageბრიტანულმა ორგანიზაციამ, რომელსაც რეკლამებზე დაწესებული სტანდარტების დაცვის შემოწმება აკისრია, აკრძალა ტანის კრემის რეკლამა, რომელშიც მილა კუნისი მონაწილეობს. მათი შეფასებით, ნაკლებ სავარაუდოა ამ პროდუქციის მოხმარების შემდეგ ქალბატონებმა მიიღონ მილას მსგავსი სხეულის ფორმები. არადა სწორედ ასეთ დაპირებას იძლევა რეკლამა, თან სულ რაღაც, მოხმარებიდან 24 საათში. აღნიშნული ნაწარმი 75 ფუნტი სტერლინგი ღირს. რეკლამის სპეციალისტების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კრემის შემქმნელებმა არანაირი რეალური კვლევის ან ტესტირების შედეგი არ წარმოადგინეს, რომ დაედგინათ სინამდვილეში რა ეფექტს იძლევა მისი მოხმარება. სწორედ ამიტომ მათ დაასკვნეს, რომ ამ რეკლამას მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში მომხმარებელი და შედეგად რეკლამაც აიკრძალა.image

0
63
4-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0