x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რატომ ატარებენ გოგონები ტუჩზე ზედმეტ თმას?
image






დამეთანხმებით ალბათ რომ არც თუ ისე სასიამოვნოა გოგონების ყურება რომელთაც ჭარბთმიანობა აწუხებთ. მაგრამ გიფიქრიათ იმაზე რომ ეს მდგომარეობა არც მათ ხიბლავთ დიდად?


ბევრ ფორუმზე თუ ბლოგზე მინახავს ატვირთული თმიანი გოგონების ფოტოები და უამრავი დამცინავი და უცენზურო კომენტარები, განსაკუთრებით მამრობითი სქესის წარმომადგენლებისგან. მათთვის თმის მოშორება ხომ ისეთი ადვილია, საჭიროა მხოლოდ საპარსი ქაფი და საპარსი მოწყობილობა.
მინდა ასეთ ადამიანებს რომლებიც ჯერ საკუთარ აზრს გამოთქვამენ და შემდეგ ფიქრობენ(ან არც შემდეგ ფიქრობენ) ავუხსნა თუ რატომ ვერ იშორებენ ზედმეტ თმას გოგონები.
XXI საუკუნეში დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან განვითარდა ტექნიკა და მათ შორის თმის მოსაშორებელი ტექნიკაც. აი მაგალითად : image1)ლაზერული ეპილაცია - რაც გულისხმობს ლაზერული ნათებით ზედმეტი თმის მოცილებას, მაგრამ არც თუ ისე შედეგიანია როგორც რეკლამაში ჩანს და თან საკმაოდ ძვირიც ღირს. მაგ. ტუჩი - 15 ლარი. პლიუს ამას თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა გაკეთდეს თორემ შედეგი არ აქვს, ასევე მინიმუმ 5-6 პროცედურაა საჭირო.



2. ეპილაცია ნემსით - გულისხმობს ძალიან წვრილი ნემსის შეყვანას image
თითოეულ თმის ღერის ძირში და კანში დენის გატარებას. ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია და დიდ დროს მოითხოვს. 1 სთ. ღირებულებაა 14-15 ლარი. არც ეს პროცედურაა 100 %-ით შედეგიანი, მინიმუმ 3-4 ჯერაა საჭირო გაკეთება.



image3. ბიოეპილაცია - ეს არის მრავალჯერადი და ზომიერად მტკივნეული პროცესი რაშიც იგულისხმება სხეულის თმიან მონაკვეთზე ლორწოვანი მასის (ხშირ შემთხვევეაში ცხელი მასის) წასმა, ამ ტერიტორიაზე სპეციალური ქაღალდის დაკვდრა და თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით ქაღალდის სწრაფი მოშორება. ეს პროცესი არ არის ხანგრძლივშედეგიანი. ასეთი საშუალებები ყველა მარკეტში იყიდება და ღირს 10-20 ლარი.








4. ეპილატორით თმის მოშორება - ეპილატორი არის ელექტრო ხელსაწყო

image
რომელსაც წინა მხარეს აქვს რამდენიმე პინცეტის სახის დანადგარი რომლებიც ძალიან სწრაფად მოძრაობენ და თმას იღებენ ძირიანად. შედეგი გრძელდება 2 კვირის მანძილზე. შემდეგ ისევ ამოდის თმა, შედარებით სუსტი მაგრამ ხშირი. ეს პროცესიც ზომიერად მტკივნეულია, მაგრამ არასასურველია ტუჩის არეში.


image5. პარსვა - ეს მეთოდი ალბათ ყველასთვის ნაცნობია. ბასრპირიანი საპარსით თმის მოშორება. ეს არის ერთჯერადი და არაეფექტური საშუალება. პარსვის შემდეგ ამოდის ბევრად უფრო მსხვილი და ხშირი თმა.






მიზეზები თუ რატომ უწევთ გოგონებს ზედმეტი თმით სიარული:

1. პროცედურების სიძივრე;

2. პროცედურების მტკივნეულობა;

3. პროცედურების უშედეგობა;

ასე რომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო იქნებ შევიდეთ გოგონების მდგომარეობაში და არ დავცინოთ მათ იმის გამო რისთვისაც მათ ბრალი არ მიუძღვით. ჭარბთმიანობა ხშირ შემთხვევაში მემკვიდრულია ან ჰორმონების დარღვევით არის გამოწვეული(რისი მკურნალობაც ასევე ძვირია). ვიმედოვნებ რომ დროთაგანმავლობაში ადამიანების რიცხვი რომლებიც ცინიკურად ექცევიან ასეთ გოგონებს შემცირდება.

29
8928
25-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Miss M
Miss M
8928
  
2015, 23 მაისი, 20:23
ვისაც ოდნავ გაქვთ და უბრალოდ მუქი ფერისაა თმის საგებავით იგებავენ ყველაზე ღია ფერით და აღარ ეტყობათ
2015, 15 აპრილი, 13:55
ძალიან გთხოვ, იქნებ მაგ სალონის ზუსტი მისამართი მომწერო, შემთხვევით გადავაწყდი შენს კომენტარს და ამისთვის დავრეგისტრირდი, გთხოვ, მომაქციე ყურადღება, როცა ამ კომენტარს ნახავ ..
2014, 30 სექტემბერი, 22:28
თავის მოსაწესრიგლებლად თვეში ერთხელ 20 ლარი უნდა გამეტო ქალმა და ადამიანმა ზოგადად ..... არ თქვატ ახლაა ოცი ლარი იმხელა ფულია მოინდომა და ვერ იშოვაო თუარადა იარონ ულვაშებიტ და ვიგაცა მწარე ენის პატრინი რომ გაეკაიფებათ აგარ უნდა გაუტყდეთ
2013, 28 თებერვალი, 22:28
საქმე ისაა რომ აქ სიძვირეზეცაა ლაპარაკი ბევრს არ აქვს იმის საშუალება ძვურადღირებული სალონებით გაინებივროს,ბევრს ის 20 ლარია თუ რა ტანხაც არ უნდა იყოს ჯიბის ფულად ყოველდღე ეხარჯება ზოგს კი 20 ლარი ერთად არ უნახავს
2013, 15 თებერვალი, 21:07
XXI საუკუნის საქართველოში ქალი ულვაშის სინაზითა და მოცულობით ფასდება რასლაპარაკობთ
2013, 10 თებერვალი, 17:57
რა ბედნიერი ვარ რო ქოსა ვარ , ფეხებზეც კი არ მაქვს გასაპარსი ფეხები თორემ სახეზე ღმერთმა დამიფაროს
2013, 3 თებერვალი, 1:46
სიიაფე ავღნიშნე უკვე,რომ არ ნიშნავს ხარისხს,ჯობს ერთხელ გაიკეთო,ხარისხიანად და ძვირიც გდაიხადო,ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე საფხრეწი საშუალებებით გაირთულო ცხოვრება,რაც შეეხება გაყუჩებას,აქ საუბარი იყო ზედა ტუჩზე,მეც სხვა არაფერი მიგულისხმია ))
2013, 2 თებერვალი, 22:54
აყუჩებენ მხოლოდ ტუჩს, მაგრამ არა ბაკებს და სხვა ადგილებს, არც ისეთი იაფია როგორც აღნიშნავთ
2013, 2 თებერვალი, 19:53
"ულვაშების" გაქრობას ზედა ტუჩიდან,ვერც თქვენი რჩევა-დარიგება უშველის,ვერც ცინიკური დამოკიდებულება,ვერც 15 სმ ძაფი და კიდევ ბევრი რამ გარდა ერთისა, ეპილაცია ნემსით-ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება ზედმეტი თმის მოსაშორებლად,ყოველ მეორე სალონში აკეთებენ ამას,ძალიან იაფიც ღირს,თუმცა სიიაფე არ ნიშნავს სამწუხაროდ ხარისხს,არსებობს უამრავი მეთოდი ამ პრობლემის მოსაგვარებლად,თუმცა დამიჯერეთ,100% ით თუ არა 99,9% ით თმა აღარ შეგაწუხებთ ზედმეტად თუ დამიჯერებთ და ნემსით მოიშორებთ მას,ავტორმა აღნიშნა,რომ მტკივნეულია და გარდა ამისა ეფექტურ შედეგსაც არ გვაძლევსო,არ გეთანხმები,წესიერ სალონებში გიყუჩებენ და ასე გიკეთებენ ეპილაციას,და დამერქმუნებთ არ ინანებთ,და თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი,შეუძლია მომმართოს და გეტყვით მისმართს სალონისას,ძვირია,მაგრამ ხარისხიანი ))
2013, 22 იანვარი, 23:07
Kargit raa yvelas kiar aaqvs eg nebisyofa....lazerit vicileb tmebs da saiqioshi mivdivar da ukanve vbrundebi imustana autanlobaaa......tan kide zalian did finansebtanaa dakavshirebuli ase ro sxvas nu gavsjit...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10